Home ახალი ამბები მსოფლიო რესპუბლიკელები ბაიდენის გადადგომას მოითხოვენ

რესპუბლიკელები ბაიდენის გადადგომას მოითხოვენ

74

აშშის წარმომადგენელთა პალატის წევრმა რესპუბლიკური პარტიიდან _ ლორენ რობერტმა განაცხადა, რომ ავღანეთიდან ამერიკის ჯარის გაქცევის შემდეგ პრეზიდენტი ჯო ბაიდენი უნდა გადააყენონ. “ბაიდენმა განზრახ უგულებელყო აშშის პრეზიდენტის მოვალეობები და დაარღვია კონსტიტუციური ფიციიზრუნოს კანონების კეთილსინდისიერად შესრულებაზე, როცა ვერ უზრუნველყო აშშის ეროვნული უსაფრთხოება”, _ განაცხადა კონგრესის წარმომადგენელმა.

ლორენ რობერტმა აღნიშნა, რომ ავღანეთიდან გამოსვლისას ამერიკის ჯარმა იქ ძვირად ღირებული მოწყობილობები დატოვა. ამას კი არც გამოძიება მოჰყოლია და არც რომელიმე მაღალჩინოსნის პოსტიდან გადადგომა. კონგრესის წარმომადგენელთა პალატის წევრმა პრეტენზიები წაუყენა ვიცეპრეზიდენტ კამალა ჰარისსაც და მისი გადადგომაც მოითხოვა.

რობერტის განცხადებით, ჰარისი ბაიდენის საწინააღმდეგო განცხადებით უნდა გამოსულიყო და ოფისიდან გაეძევებინა. “აშშ-ის პრეზიდენტის გაუბედაობა და არაკომპეტენტურობა, _ განაცხადა ლორან რობერტმა, _– ამერიკელებს სიცოცხლის ფასად დაუჯდათ ავღანეთში”.

news-front.infoზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა

ნიკა კორინთელმა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here