Home სხვადასხვა ყველაზე ყველაზე რეკორდები, რომლებიც 2020 წლის “გინესის რეკორდების წიგნში” შევიდა

რეკორდები, რომლებიც 2020 წლის “გინესის რეკორდების წიგნში” შევიდა

1238
რეკორდები, რომლებიც 2020 წლის “გინესის რეკორდების წიგნში” შევიდა

გინესის რეკორდების წიგნიმსოფლიოში ძალიან პოპულარული გამოცემაა. ათეულობით ადამიანი (არამხოლოდ) ყოველწლიურად გვაოცებს უცნაური მიღწევებით. ჩვენ გიამბობთ საოცარ ადამიანებზე, ცხოველებსა და რობოტებზეც კი, რომლებიც 2020 წლისგინესის რეკორდების წიგნშიშევიდნენ.

ადამიანი ყველაზე მეტი ტატუთი

ადამიანი ყველაზე მეტი ტატუთი

ამ ტიტულის მფლობელია ახალ ზელანდიაში დაბადებული და ავსტრალიაში მცხოვრები ლაკი დაიმონდ რიჩი. ცნობილია, რომ ახალზელანდიელებს ძალიან მოსწონთ ტატუ (ეს დიდწილად განპირობებულია ადგილობივი ტომის, მაორის, წარმომადგენელთა სიყვარულით ტატუსადმი). ალბათ, სწორედ ამის გამო გაიტაცა ტატუმ ლაკი დაიმონდ რიჩი, რომლის სხეული მთლიანად დაფარულია ნაირ-ნაირი ნახატით და ამის გამო მისი კანი ლურჯი ფერისაა. ტატუების გარდა ლაკი არტისტიზმითაც გამოირჩევა _ ის მოხერხებული ჟონგლიორია.

ყველაზე დიდი რგოლის დატრიალება
ყველაზე დიდი რგოლის დატრიალება

ყველაზე დიდი რგოლის დატრიალება

ამერიკელი გეტი კეჰაიოვა ნებისმიერ ტანმოვარჯიშეს მისცემს ფორას: ქალს შეუძლია დაატრიალოს რგოლი, რომლის დიამეტრი 7,1 მეტრია! სხვათა შორის კეჰაიოვას ოჯახის წარმომადგენელი პირველად არ შეუყვანიათ “გინესის რეკორდების წიგნში”.

ამფიბიის ურთულესი გენომი

ამფიბიის ურთულესი გენომი

მეცნიერებმა გაშიფრეს სიმპათიური ამფიბიის _ აქსოლოტლის განსაცვიფრებელი გენომი. ამ ამფიბიამ, რეგენერაციის საოცარი უნარის გამო, დიდი ხანია, მიიპყრო მეცნიერთა ყურადღება. აქსოლოტლს მექსიკურ სალამანდრასაც ეძახიან. ის ჰგავს სხვა პლანეტიდან მოსულ არსებას საოცარი ვარცხნილობით.

ისრის ყველაზე სწრაფი სროლა ფეხებით

ისრის ყველაზე სწრაფი სროლა ფეხებით

ამერიკელმა ბრიტანი უოლშმა ფეხებით მშვილდ-ისრიდან ისრის სწრაფად სროლის რეკორდი დაამყარა. ქალს თითქოს ალმასის თვალები აქვს, ფეხები კი _ უჩვეულოდ ძლიერი, ასევე, ხელებიც, რომლებზეც სროლის მომენტში დგას. ბრიტანის შეუძლია 12 მ მანძილზე განლაგებულ სამიზნეებს ზუსტი და სწრაფი სროლებით მოახვედროს.

ადამიანის მსგავსი ყველაზე დიდი ტრანსპორტი

ადამიანის მსგავსი ყველაზე დიდი ტრანსპორტი

განსაცვიფრებლად რობოტიზებული ჰუმანოიდი იაპონურმა კომპანია Sakakibara kikai-მ შექმნა. გიგანტს დაარქვეს Mononofu, რაც იაპონურად “მებრძოლ სამურაის” ნიშნავს. ამ რობოტის სიმაღლე 8,46 მეტრია, სიგრძე _ 4,27 მ, ხოლო სიგანე _ 4 მ. რობოტის თავი დიზაინით იაპონურ ტრადიციულ თავსაბურველს ჰგავს. ტორსის შიგნით არის კაბინა მძღოლისთვის.

ერთ წუთში აწეული 539,77 კგ

ერთ წუთში აწეული 539,77 კგ

ამბობენ, მამაკაცები ძლიერი სქესის წარმომადგენლები არიან, ქალები კი _ სუსტი სქესისო, მაგრამ ამ მოსაზრებისგან ქვა ქვაზე არ დატოვა ძალოსანმა მიშელ კინიმ (აშშ). ამ ქალის მიერ ერთ წუთში აწეული ატლასის ქვების საერთო წონამ 539,77კგ შეადგინა.

უდიდესი კოსმოსური სადგური

უდიდესი კოსმოსური სადგური

საერთაშორისო კოსმოსური სადგური _ ეს არის პროექტი, რომელსაც ახორციელებს 14 სახელმწიფო: რუსეთი, აშშ, იაპონია, კანადა, ბელგია, გერმანია, დანია, ესპანეთი, იტალია, ნიდერლანდები, ნორვეგია, საფრანგეთი, შვეიცარია, შვედეთი. 109 მ სიგრძის, 73 მ სიგანისა და 27,4 მ სიმაღლის ორბიტულ სადგურზე უამრავი მაღალტექნოლოგიური მოდულია განლაგებული. ეს, პირდაპირი მნიშვნელობით, კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი ნაგებობაა.

ყველაზე მეტი ელვის კონცენტრაციის ადგილი

ყველაზე მეტი ელვის კონცენტრაციის ადგილი

ასეთი უცნაური ტიტული მიანიჭეს თვალწარმტაც ტბა-ლაგუნას ვენესუელაში. ტბა მარაკაიბოს თავზე ცას ხშირად ანათებს ელვა. მკვლევართა მონაცემებით, ტბის თავზე ყოველ კვადრატულ კილომეტრზე 250 ელვა მოდის. საინტერესოა, როგორ დათვალეს ეს.

ყველაზე ახალგაზრდა პროგრამისტი

ყველაზე ახალგაზრდა პროგრამისტი

6 წლის ინდოელი ბიჭი არხამ ტალსანია გინესის რეკორდების წიგნში შევიდა, როგორც ყველაზე ახალგაზრდა პროგრამისტი. მეორე კლასის მოსწავლემ პროგრამირების სწავლების კურსი გაიარა, შემდეგ Microsoft-ის სასერტიფიკაციო გამოცდები ჩააბარა.

ბიჭი ამბობს, რომ სურს, შექმნას თამაშები, სისტემები და ასე დაეხმაროს გაჭირვებულ ადამიანებს.

მოამზადა ნიკა კორინთელმა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here