Home ახალი ამბები საქართველო რა “შეეშალა” საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს

რა “შეეშალა” საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს

1545
დავით ზალკალიანი

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანის განცხადებით, 23-24 აგვისტოს საქართველოს გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი ეწვევა.

“ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია გერმანიის კანცლერის ვიზიტი საქართველოში. საქართველოსთან ერთად, ის ეწვევა სამხრეთ კავკასიის რეგიონს. მნიშვნელოვანია, რომ ქვეყნის მხრიდან, რომელიც არის საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის ძალიან მყარი მხარდამჭერი, გვაქვს ასეთი მაღალი დონის ვიზიტი. წინა ვიზიტი ათი წლის წინათ განხორციელდა და  ვფიქრობ, დროის თვალსაზრისით, ამ ვიზიტს აქვს მართლაც ძალიან დიდი მნიშვნელობა. რეგიონში მიმდინარე პროცესებიდან გამომდინარე, იმ გამოწვევების ფონზე, რომლებიც ჩვენს ქვეყანას აქვს, გერმანიის მხარდაჭერა ევროკავშირში და ჩრდილოატლანტიკურ ორგანიზაციაში ძალიან მნიშვნელოვანია”, _  განაცხადა ზალკალიანმა.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს გერმანიის მხარდამჭერზე ლაპარაკისას, რბილად რომ ვთქვათ, დაავიწყდა ეთქვა მნიშვნელოვანი, ან შეგნებულად დაუშვა შეცდომა, თანაც ძალიან დიდი:

ყველასთვის ცნობილია, რომ გერმანია არათუ მხარდამჭერია ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში საქართველოს გაწევრებისა, არამედ თავიდანვე, როგორც ეს საკითხი დადგა დღის წესრიგში, ყველაზე დიდი მოწინააღმდეგეა საფრანგეთთან ერთად, რადგან არ სურს, აუტკივარი თავი აიტკივოს და ნატოში საქართველოს ინტეგრირების გამო რუსეთს დაუპირისპირდეს.

და კიდევ _ გერმანიის კანცლერი საქართველოში ჩამოსვლამდე, 18 აგვისტოს, რუსეთის პრეზიდენტ პუტინს შეხვდება და მასთან შეთანხმებული რეკომენდაციებით დამოძღვრავს საქართველოს ხელისუფლებას და არა მხილოდ მას.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here