Home ახალი ამბები საქართველო რა ღირდა ბენზინი სსრკ-ში და რა ღირს ახლა

რა ღირდა ბენზინი სსრკ-ში და რა ღირს ახლა

3233
ბენზინი

ახლა, როდესაც ბენზინის ფასი კატასტროფულად მაღალია, გავიხსენოთ საბჭოთა კავშირი: სსრკში 1969 წლის 1 იანვრიდან 10 ლიტრი A-76-ის მარკის ბენზინი 75 კაპიკი, ხოლო АИ-93-ის მარკისა 95 კაპიკი ღირდა. შესაბამისად, 1 ლიტრი ბენზინის ღირებულება 7,5 და 9,5 კაპიკი ყოფილა.

არსებობდა სხვა მარკის საწვავიც, მაგრამ განვიხილოთ A-76 და АИ -93, როგორც ყველაზე გავრცელებული საწვავი, მითუმეტეს მაშინდელი АИ -93 და ახლანდელი АИ -92 თითქმის ერთი და იგივეა, ამიტომ შესაძლებელია მათი ფასების პირდაპირი შედარება.

რამდენი ბენზინის ყიდვა იყო შესაძლებელი ერთი თვის ხელფასით ნახევარი საუკუნის წინათ ქვეყანაში, რომელიც უკვე აღარ არსებობს?

მაშ, ასე: 1969 წელს საბჭოთა მოქალაქის საშუალო ხელფასი შეადგენდა 115 მანეთსა და 60 კაპიკს. მაშინ, როდესაც 10 ლიტრი ბენზინის ღირებულება იყო 95 კაპიკი, ერთი თვის ხელფასით შესაძლებელი იყო 1 216 ლიტრი АИ -93-ის ყიდვა.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემების მიხედვით, დღეს საქართველოში ერთი თვის საშუალო ხელფასი 1 070 ლარია, ხოლო ერთი ლიტრი АИ -92-ის ფასი საშუალოდ 2,5 ლარია, ე.ი ერთი თვის ხელფასით შესაძლებელია 428 ლიტრი საწვავის შეძენა.

ეს ყველაფერი _ 1969 წლის მონაცემებით, მაგრამ 70-იანი წლების დასაწყისში საწვავი ოდნავ გაძვირდა _ 10 ლიტრზე 5 კაპიკით. აქედან გამომდინარე, 10 ლიტრი АИ -93 1 მანეთი გახდა, თუმცა ასევე გაიზარდა ხელფასებიც. შედეგად, თვეში შესაძლებელი იყო გაცილებით მეტის _ 1 320 ლიტრი ბენზინის ყიდვა.

1978 წელს ყველაფერი შეიცვალა _ ბენზინი ორჯერ გაძვირდა, 10 ლიტრი АИ -93-ის მარკის ბენზინი უკვე 2 მანეთი ღირდა. ფასი კი ყველა ბენზინგასამართ სადგურზე ერთნაირი იყო, რადგან მას სახელმწიფო ადგენდა.

1981 წელს ბენზინი ისევ გაძვირდა და 10ლ АИ -93 უკვე 4 მანეთი გახდა.

ბენზინის ფასებს ამერიკულ დოლარებში თუ გადავიყვანთ, 70-იან წლებში 1ლ საწვავის ფასი 7 ამერიკული ცენტი ყოფილა, რადგან მაშინ სსრკ-ში 1 აშშ დოლარი დაახლოებით 70 კაპიკი ღირდა. სსრკ-ში 1ლ ყველაზე ძვირი ბენზინი 28 ამერიკული ცენტი გამოდიოდა, დღეს კი 1ლ ბენზინის ფასი 1 აშშ დოლარია, მაშინდელთან შედარებით დაახლოებით 3,5-ჯერ ძვირი.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here