Home რუბრიკები პოლიტიკა რა ქონებას ფლობენ პარლამენტარები _ ბექა ოდიშარია და სერგო რატიანი

რა ქონებას ფლობენ პარლამენტარები _ ბექა ოდიშარია და სერგო რატიანი

რატიანი ოდიშარია

საქართველოში, ოფიციალური მონაცემებით, 900 ათასამდე მოქალაქე დამოკიდებულია სოციალურ შემწეობასა და პენსიაზე, რომლებიც სრულფასოვანი კვებისთვისაც არ არის საკმარისი. საქართველოს პარლამენტში კი 41 მილიონერი დეპუტატია (დამთხვევა სიმბოლურია _ 41 ხომქართული ოცნებისსაარჩევნო ნომერია). “საქართველო და მსოფლიორეგულარულად შემოგთავაზებთ უკიდურეს სიდუხჭირეში მყოფი მოსახლეობის მილიონერი რჩეულების დეკლარაციებს. ამჯერადქართული ოცნებისახალი სახის _ ბექა ოდიშარიასა დაევროპული საქართველოსერთერთი ლიდერის, სერგო რატიანის ქონებრივ დეკლარაციებს გაგაცნობთ. სხვადასხვა წყაროს ინფორმაციით, ბექა ოდიშარიას ქონება 12 414 270 ლარია და იგიქართული ოცნებისმილიონერი დეპუტატების პირველ სამეულშია, ხოლო მისი ოპონენტი დეპუტატის, “ნაციონალური მოძრაობისყოფილი წევრის _ სერგო რატიანის ქონება 1 560 900 ლარს ითვლის.

კრწანისის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი ბექა ოდიშარია 1974 წლის 2 სექტემბერს დაიბადა თბილისში. დეპუტატმა ქონებრივი დეკლარაცია 2017 წლის 18 იანვარს შეავსო; ჰყავს მეუღლე _ მარიამ გამცემლიძე, რომელიც ასევე თბილისში დაიბადა 1982 წლის 20 აგვისტოს; შვილები _ ლაშა და ჯაბა ოდიშარიები 2002 წლის 9 მარტსა და 2004 წლის 1 მარტს თბილისში დაიბადნენ, მანანა ოდიშარია კი _ 2012 წლის 27 მაისს აშშ-ში, ილინოისში. დეპუტატთან ცხოვრობს მამამისიც _ მერაბ ოდიშარია, რომელიც 1948 წლის 13 ოქტომბერსაა დაბადებული.

ბექა ოდიშარიას საკუთრებაა ირაკლი აბაშიძის #34-ში, მეორე სადარბაზოს პირველ სართულზე II ბლოკში 157,80 კვ მ კომერციული ფართობი, რომელიც მის საკუთრებაში 2016 წელს გადავიდა და გადახდილი საფასურის ოდენობა დეკლარაციაში ნული ლარითაა განსაზღვრული. დეპუტატის საკუთრებაა, აგრეთვე, ირ. აბაშიძის #34-ში 129,56 კვ მ და 125,03 კვ მ კომერციული ფართობები. 2007 წელს ბექა ოდიშარიას საგურამოში 4000 დოლარად შეუძენია 400 კვ.მ მიწის ნაკვეთი. ასევე, 2007 წელს 7350 აშშ დოლარად შეუძენია 735 კვ. მ მიწის ნაკვეთი წიწამურში. ბექა ოდიშარიას საკუთრებაა 1500 კვ მ მიწის ნაკვეთი გარდაბნის რაიონის დაბა ლილოში, თუმცა დეკლარაციაში არ არის მითითებული, შეიძინა მან ეს მიწის ნაკვეთი, აჩუქა ვინმემ თუ მემკვიდრეობით მიიღო.

პარლამენტარს 2010 წელს ბაკურიანში 600 კვ.მ მიწის ნაკვეთი გაცვლით მიუღია საკუთრებაში. მსგავსი მანიპულაციით “ქართული ოცნების” ახალბედა დეპუტატს 2013 წელსაც აქვს დაკანონებული ბაკურიანში 600 კვ.მ მიწის ნაკვეთი. იმავე წელს ბაკურიანში მას 205,50 კვ მ ფართობის საცხოვრებელი სახლიც აუშენებია. 2012 წელს ამხანაგობის წილის სახით ბექა ოდიშარიას საკუთებაში გადავიდა თბილისში, ბერძნის ქ. #39-ში ბინები (206,93 კვ.მ; 153,71 და 154,23 კვ. მ) და საცხოვრებელი სახლი (168,47 კვ. მ). 2012 წელს დეპუტატს 3 284 000 აშშ დოლარად თბილისში ბერძნის ქ. #39-ში 3284 კვ. მ მიწის ფართობი შეუძენია.

2013 წელს “ოცნების” დეპუტატს 35 000 აშშ დოლარად მსუბუქი ავტომანქანა RANGE rOVEr EVOQUE შეუძენია, ხოლო მსუბუქი ავტომანქანა LEXUS LX570 _ 42 000 აშშ დოლარად. ბექა ოდიშარიას საკუთრებაა, ასევე, მსუბუქი ავტომანქანა TOYOTA LAND CRUIZER LC 200, რომელიც 2014 წელს 33000 აშშ დოლარად უყიდია.

“ქართული ოცნების” წევრის საკუთრებაშია ათეულობით ფერწერული ტილო, რომელთა შეძენა მას, ჯამში, 110 500 ლარი დაუჯდა.

ბექა ოდიშარია სს “ბათუმი ბულვარ საიდის” A და B კატეგორიაში აქციებსაც ფლობს. ორივე შემთხვევაში ფასიანი ქაღალდების ნომინალი 12 900 აშშ დოლარია. დეკლარაციის შევსებისას “ოცნების” დეპუტატს “საქართველოს ბანკში” ერთ ანაბარზე 70 249,69 აშშ დოლარი ერიცხებოდა, მეორე ანაბარზე კი _ 12 2629,41 ლარი. იმავე ბანკში ერთ მიმდინარე ანგარიშზე ჰქონდა 28 875,74 ლარი, მეორეზე კი _ 33 478,34 ლარი; საკრედიტო ბარათზე ამავე ბანკში ანგარიშზე ჰქონდა 8 266,97 ლარი; “ვი-თი-ბი ბანკში” კი სახელფასო ანგარიშზე 14 741 ლარი ერიცხებოდა.

დეპუტატის მეუღლეს, მარიამ გამცემლიძეს, “საქართველოს ბანკში” სახელფასო ანგარიშზე დეკლარაციის შევსებისას ერიცხებოდა 400 ლარი, ხოლო მიმდინარე ანგარიშზე _ 140 აშშ დოლარი.

პარლამენტარს დანაზოგიც აქვს _ 7000 ლარი, ხოლო მამამისის დანაზოგი 20 000 აშშ დოლარია.

ბექა ოდიშარია შპს “ანაბაზისის” პარტნიორია, რომლის საწარმოო კაპიტალი, დეპუტატის განმარტებით, ნული ლარია და, შესაბამისად, მას შემოსავალი არ აქვს. ბექა ოდიშარია არის შპს “ძველი დედაქალაქის” პარტნიორი. აღნიშნული შპს-ს საწარმოო კაპიტალი 200 ლარია და მისი პარტნიორი გიორგი კალანდაძეა. შემოსავალი ამ შემთხვევაშიც ნული ლარითაა განსაზღვრული.

ბექა ოდიშარიას 2016 წლიდან 2021 წლამდე იჯარით გაუსხვისებია ფართობი, რომლიდანაც მისი წლიური შემოსავალი 12 500 აშშ დოლარია. დეპუტატს 2016 წელს 170 000 აშშ დოლარიც გაუსესხებია, რომლიდანაც მისი წლიური შემოსავალი 22 723,86 აშშ დოლარს შადგენს. ბექა ოდიშარიას 270 000 აშშ დოლარიც აქვს გასესხებული, თუმცა ამ შემთხვევაში, როგორც ჩანს, უპროცენტოდ, რადგან შესაბამის გრაფაში მას შემოსავალი ნული ლარით აქვს განსაზღვრული.

გასავალში “ოცნების” ახალბედა დეპუტატს მითითებული აქვს შვილების სწავლის საფასური _ 4000 და 3500 ლარი.

ბექა ოდიშარიას განათლება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში აქვს მიღებული, სპეციალობა _ ჟურნალისტიკა. აგრეთვე, დაუმთავრებია, პროფესორ ჯამბაკურ ბაქრაძის სახელობის თბილისის სამართლისა და ეკონომიკის ინსტიტუტი იურისტისა და ეკონომისტის სპეციალობით.

ბექა ოდიშარიას სამუშაო გამოცდილება:

*შპს “ჯინდალ პეტროლეუმ ოპერეიტინგ კომპანის” გენერალური დირექტორი (2010-2016);

*საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის “იორის ველის ნავთობისა და გაზის” გენერალური დირექტორის მოადგილე, გენერალური დირექტორი (2005-2009);

*სს “ნავთობის ეროვნული კომპანიის” გენერალური დირექტორის მოადგილე, საკოორდინაციო საბჭოს წევრი: ნ/კ “საქნავთობი-სამგორის”, ნ/კ “კანარგო ჯორჯიას”, ნ/კ “ნინოწმინდის ნავთობის კომპანისის”, ნ/კ “საქნავთობი ნორიოს” (2004-2004);

*თბილისის ბიზნესცენტრის სატელევიზიო სტუდიის ჟურნალისტი, პროექტების მენეჯერი (1995-1998);

*ბექა ოდიშარია ფრაქცია “ქართული ოცნების” თავდაცვისა და უშიშროების და რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტების წევრია.

ახლა კი გავეცნოთ დეპუტატ სერგო რატიანის ქონებრივ დეკლარაციას, რომელიც მას 2017 წლის 19 იანვარს შეუვსია.

სერგო რატიანი 1967 წლის 27 ნოემბერს თბილისში დაიბადა. 1968 წლის 15 ივლისსაა დაბადებული მისი მეუღლე ეკა კეკელია. შვილები _ ალექსანდრე და ნესტან რატიანები 1993 წლის 7 ოქტომბერსა და 2001 წლის 28 ოქტომბერს დაიბადნენ. სერგო რატიანისა და მისი ოჯახის წევრების საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ნუსხა ასეთია:

ეკა კეკელიას საკუთრებაა 805 კვ. მ მიწის ნაკვეთი მცხეთაში, რომელიც მისთვის 2016 წელს ძმას უჩუქებია და რომლის ღირებულებაც 30 000 ლარს შეადგენს; სერგო რატიანის საკუთრებაა საცხოვრებელი სახლი თბილისში, მარგიანის #21-ში (267 კვ მ), რომელიც მას 2011 წელს მემკვიდრეობით მიუღია. რატიანის საკუთრებაა, აგრეთვე, 960 კვ. მ მიწის ნაკვეთი მცხეთაში, სოფელ არაშენდაში, რომელიც 2009 წელს 25000 აშშ დოლარად შეუძენია. სერგო რატიანი 40%-ის მფლობელია 68 კვ მ ბინისა, რომელიც მარჯანიშვილის ქუჩაზე მდებარეობს. ამ ბინის მესაკუთრეები არიან, აგრეთვე, ლალი ცერცვაძე, ანუკი და ნინო რატიანები. ყოფილ ნაციონალს 2011 წელს მემკვიდრეობით მიუღია 508 კვ.მ მიწის ნაკვეთი თბილისში, მარგიანის #21-ში, 2010 წელს კი 10000 აშშ დოლარად შეუძენია 460 კვ. მ მიწის მცხეთაში, სოფელ არაშენდაში. 2014 წელს ალექსანდრე რატიანისთვის საგურამოში 1500 კვ მ მიწის ნაკვეთი უჩუქებიათ, თუმცა დეკლარაციაში არაფერია ნათქვამი, ვინ და რისთვის აჩუქა დეპუტატის შვილს მიწის ნაკვეთი საგურამოში.

სერგო რატიანის საკუთრებაშია მსუბუქი ავტომანქანა TOYOTA RAV4, რომელიც მას 2015 წელს 15000 ლარად შეუძენია.

სერგო რატიანისა და მისი მეუღლის საბანკო ისტორია დეკლარაციის შევსების მომენტში ასე გამოიყურებოდა:

“ბაზის ბანკის” სახელფასო (ოვერდრაფტი) 8487,34 ლარი აქვს გამოყენებული, “ბაზის ბანკის” საკრედიტო ბარათზე 86733,97 აშშ დოლარი აქვს დავალიანება. “საქართველოს ბანკში” საკრედიტო დავალიანება კი 15983,81 ლარია. რაც შეეხება “რესპუბლიკა ბანკს”, მიმდინარე ანგარიშზე ნული ლარი აქვს; სერგო რატიანს “თი-ბი-სი ბანკის” საკრედიტო ბარათზე 727,30 ლარი აქვს დავალიანება. ეკა კეკელიას “თი-ბი-სი ბანკში” სახელფასო ანგარიშზე 40,29 ლარი ერიცხება. “თი-ბი-სი ბანკში” დეპუტატის მეუღლის დავალიანება 547,80 და 310,74 ლარია. სერგო რატიანი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სრული პროფესორია და მისი წლიური შემოსავალი 58100 ლარს შეადგენს. ეკა კეკელია ააიპ საქართველოს პორტიჯის ასოციაციაშია დასაქმებული ადრეული განვითარების სპეციალისტად და მისი წლიური შემოსავალი 10155,64 ლარია. პარლამენტში რატიანის წლიური შემოსავალი 61659,53 ლარს შეადგენს. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საგრანტო პროექტიდან კი მას 4715,91 ლარი მიუღია.

სერგო რატიანს “საქართველოს ბანკში” აქვს სესხი ოვერდრაფტის სახით 16000 ლარი და მისი შემოსავალი შეადგენს 5106,51 ლარს. “ბაზის ბანკში” 90000 აშშ დოლარი აქვს სამომხმარებლო სესხი 2034 წლამდე და მისი წლიური გასავალი აღნიშნული სესხის დასაფარავად 1779,08 აშშ დოლარია. “ბაზის ბანკში” მისი ოვერდრაფტი 9200 ლარია, წლიური შემოსავალი კი _ 399,57 ლარი. დეპუტატს “თი-ბი-სი ბანკში” სამომხმარებლო სესხი აქვს 3000 ლარი, შემოსავალი 727,30 ლარი.

სერგო რატიანი პარლამენტში “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პარტიული სიით მოხვდა. დამთავრებული აქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სპეციალობა _ ფილოსოფია.

ფრაქცია “ევროპული საქართველოს” თავმჯდომარის სამუშაო გამოცდილება:

*ილია ჭავჭავაძის უნივერსიტეტის სრული პროფესორი (2008 წლიდან);

*ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი (2006_2012);

*ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი (2006_2008);

*თბილისის ილია ჭავჭავაძის სახელობის ენისა და კვლევების უნივერსიტეტის კათედრის გამგის მოვალეობის შემსრულებელი (2002_2006);

*თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უფროსი მასწავლებელი (2001_2002);

*შპს “არხატის” დირექტორი (1997_2002);

*შპს “კავკასიის” დირექტორის მოადგილე (1995_1997);

*თბილისის სასულიერო აკადემიის მასწავლებელი (1993_1996);

*თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასპირანტი (1991_1994);

*მასწავლებელთა გადამზადების ინსტიტუტის რელიგიის კათედრის მეცნიერ-მუშაკი (1991_1993);

*თბილისის ილია ჭავჭავაძის სახელობის უცხო ენების შემსწავლელი კურსი _ გერმანული ენა (1988_1989);

*საბჭოთა არმიის რიგითი (1986_1988);

არის ფილოსოფიის მეცნიერებათა კანდიდატი, ფრაქცია “ევროპული საქართველოს” თავმჯდომარე, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციისა და განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტების წევრი.

გიორგი გელაშვილი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here