Home სხვადასხვა დაიჯესტი რა სარგებელს მოუტანს დედამიწას 1.3 ტრილიონი ხის დარგვა

რა სარგებელს მოუტანს დედამიწას 1.3 ტრილიონი ხის დარგვა

606
რა სარგებელს მოუტანს დედამიწას 1.3 ტრილიონი ხის დარგვა

თუ კაცობრიობა უახლოეს წლებში მასობრივად დაიწყებს ხეების დარგვას, ატმოსფეროდან უდიდესი რაოდენობით სითბური აირის გადინებას შეუწყობს ხელს. საუბარია 4.4 მილიარდ ჰექტარზე 1.3 ტრილიონი ხის დარგვაზე, _ იუწყება ჟურნალი შციენცე. ციურიხის უნივერსიტეტის მეცნიერმა ტომას კრაუტერმა და მისმა კოლეგებმა განაცხადეს, რომ 1.3 ტრილიონი ხის დარგვის შემთხვევაში, 10 წლის განმავლობაში იქნება შესაძლებელი ატმოსფეროში არსებული ნახშირორჟანგის გაუვნებელყოფა. თუმცა პრობლემა ის არის, რომ დედამიწაზე ხეების მასობრივად დარგვისთვის თავისუფალი ადგილები არც ისე ბევრია, ვინაიდან მოსახლეობის რაოდენობის სწრაფი ზრდა სასოფლოსამეურნეო დანიშნულების მიწების რაოდენობის ზრდასაც გულისხმობს.

თუკი პლანეტაზე არსებულ მიწებს გამოვაკლებთ დასახლებულ ადგილებს, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებსა და ტყეებს, ხეების დარგვისთვის დაახლოებით 1 მილიარდ ჰექტარზე ნაკლები ფართობი რჩება.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here