Home სხვადასხვა დაიჯესტი რა იქნება ლიბერალიზმის შემდეგ _ როგორ მსოფლიოში ვიცხოვრებთ?

რა იქნება ლიბერალიზმის შემდეგ _ როგორ მსოფლიოში ვიცხოვრებთ?

რა არ თქვა ბოლომდე პუტინმა

999
ვლადიმერ პუტინი

Financial Times (FT)ისთვის ცოტა ხნის წინათ მიცემულ ინტერვიუში ლიბერალიზმის მზის ჩასვლის შესახებ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ძალიან ახლოს გაჩერდა ყველაზე საინტერესო მომენტთან _ რა შეცვლის ამ იდეოლოგიას, რომელმაც თავისი დრო მოჭამა? როგორი იქნებაპოსტლიბერალურიმსოფლიო წესრიგი, რომელიც ჩვენ თვალწინ ყალიბდება?

ეს არის ცენტრალური საკითხი, რომელზეც დიდად არის დამოკიდებული ჩვენი მომავალი. ამ საკითხზე ყველგან კამათობენ პოლიტიკოსები და ისტორიკოსები, ეკონომისტები და პოლიტოლოგები. პუტინის გამონათქვამები ამ ნერვს შეეხო და გამოიწვია რეზონანსი, რომელიც, რუსეთის ლიდერის აღიარებით, მისთვისაც მოულოდნელი აღმოჩნდა.

რუსეთის პრეზიდენტს პროგნოზი არ დაუზუსტებია, რადგან პასუხი ისედაც ნათელია: მოსკოვი, დიდი ხანია, თანმიმდევრულად უჭერს მხარს ყველა ქვეყნისა და ხალხის სუვერენულ უფლებას, დამოუკიდებლად განსაზღვროს თავისი განვითარების გზა, მხარს უჭერს მრავალპოლუსიანობასა და ნამდვილ დემოკრატიას მსოფლიო საქმეებში. საკუთრივ, ლიბერალური იდეის, როგორც ასეთის, მიმართ, მისი თქმით, საწინააღმდეგო არაფერი აქვს. ის წინააღმდეგია მხოლოდ მისიაგრესიულად თავსმოხვევისამათთვის, ვისთვისაც ის ამა თუ იმ კონტექსტში მიუღებელია.

მაგრამ იდეალი _ ეს არის თეორია, ხოლო როგორი იქნება პოლიტიკური პრაქტიკა, ჯერჯერობით არავინ იცის. პასუხი დამოკიდებულია კონკრეტულ გადაწყვეტილებებზე, რომლებსაც იღებენ ისტორიის გზაგასაყარზე ქვეყნები და ხალხები.

დომინირებას ბოლო მოეღო

ასეთ გადაწყვეტილებებში მჟღავნდება ლიბერალიზმის დასავლური მოდელის კრიზისი. ყველაზე თვალსაჩინო მაგალითები, რომლებიც მოჰყავთ, არის ბრიტანელების მხარდაჭერა ევროკავშირიდან გასვლის (Brexit) მიმართ და პოპულისტის, ნაციონალისტისა და ვოლუნტარისტის _ დონალდ ტრამპის არჩევა აშშ-ის პრეზიდენტად, მაგრამ სინამდვილეში, კრიტიკოსებისა და ლიბერალიზმის აპოლოგეტების საერთო აზრით, ლიბერალიზმის წინააღმდეგ ბრძოლა სრულიად მსოფლიოში მიმდინარეობს.

იგივე Financial Timesმა თავის სარედაქციო პასუხში პუტინისადმი აღიარა, რომცივი ომის დასრულების შემდეგ დაწყებულ გლობალურ დომინირებას აშშის, ევროკავშირისა და იმ სისტემისა, რომელსაც ისინი წარმოადგენენ, ბოლო მოეღო”.

გაზეთის მიმომხილველთა აზრით, ლიბერალებისადმი დამოკიდებულების კუთხით რუსეთის ლიდერს თანამოაზრეები ჰყავს არა მხოლოდ, მაგალითად, ჩინეთში, არამედ დასავლეთშიც _ უნგრეთიდან და იტალიიდან საფრანგეთ-აშშ-მდე. მეტიც, გამოცემის აზრით, შეიძლება ითქვას, რომ აშშ-ის პრეზიდენტი (დონალდ ტრამპი) უფრო სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს ლიბერალური დასავლეთისთვის, ვიდრე მისი რუსი კოლეგა”. თუმცა, ამასთანავე, FINANCIAL TIMES -ი “ამტკიცებდა, რომ “დასავლურ ლიბერალიზმს თავი ჯერ კიდევ არ ამოუწურია” და ის უნდა განახლდეს და ახალი სული შთაებეროს”. ამისთვის კი, გამოცემის აზრით, აუცილებელია, დასავლეთის ქვეყნების მთავრობებმა განსაზღვრული კორექტივები შეიტანონ სოციალურ და საგადასახადო პოლიტიკაში, რაც მთავარია, “გააცნობიერონ, რომ ისინი გაცილებით ძლიერი და გავლენიანი არიან, როცა თავიანთ სუვერენიტეტებს აერთიანებენ იმ ინსტიტუტების ჩარჩოებში, რომლებიც დაფუძნებულია წესებსა და ფასეულობებზე”.

ჯო ბაიდენი
ჯო ბაიდენი

იყო კი ბიჭი?”

მოუხეშავი ნათქვამი “სუვერენიტეტებს აერთიანებენ” აქ შემთხვევით არ არის გამოყენებული. “სუვერენიტეტი” ერთ-ერთი საკვანძო ცნებაა პოლიტიკურ ლექსიკონში აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტისა და მისი თანამოაზრეებისა, რომლებიც მომართულნი არიან ნაციონალური ინტერესების დასაცავად. ლიბერალური ელიტებისთვის კი, კომენტარების მიხედვით, “ბრექსიტიცა” და “ტრამპის იზოლაციონიზმიც” ისტორიული “უკანსვლაა”, თანაც საგანგაშო, მაგრამ სულაც არ არის შეუქცევადი.

სხვათა შორის, იმავე ციტატაში არის სპეციალისტებისთვის გასაგები კიდევ ერთი სიტყვიერი სიგნალი კოლექტიური დასავლეთის მისწრაფების შესახებ, შეცვალოს ნორმალური საერთაშორისო სამართალი “წესებზე დაფუძნებული წესრიგით”. ეს არაერთხელ უთქვამს, მაგალითად, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს. ასეთ ცვლილებას იყენებენ ყოველთვის, როცა სჭირდებათ ცალმხრივი სანქციების მსგავსი არალეგიტიმური მოქმედებების გამართლება ან არაჯანსაღი კონკურენცია სხვადასხვა სფეროში _ ეკონომიკით დაწყებული, სპორტით დასრულებული, ანუ კანონიერად აქციონ ეს “დომინირება” მსოფლიოს საქმეებში, რომლებისთვისაც თავის დანებება დასავლეთს არაფრის დიდებით არ სურს.

ამას, სხვათა შორის, ადასტურებენ თვით დასავლელი სპეციალისტები. ანალიტიკოსმა ვაშინგტონის კატონის სახელობის ინსტიტუტიდან _ პატრიკ პორტერმა გამოაქვეყნა გესლიანი კომენტარი სათაურით “წარმოსახვითი მსოფლიო: ნოსტალგია და ლიბერალური წესრიგი”. განსხვავებული წარმოდგენა იმის შესახებ, რომ 1945 წლის შემდეგ სტაბილურობა და აყვავება მსოფლიოში უზრუნველყოფილი იყო ამ ლიბერალური წესრიგით, მასალაში განხილულია მაქსიმ გორკის კითხვით “იყო კი ბიჭი?” (ციტატა რომანიდან “კლიმ სამგინის ცხოვრება” _ გ.გ.). “მიუხედავად იმისა, რომ ლიბერალიზმი და ლიბერალური პროექტები მართლაც არსებობდა, “წესრიგი (თუ ის, საერთოდ, იყო) ეყრდნობოდა იმპერიულ პრეროგატივებს ზესახელმწიფოსი, რომელიც ცდილობდა ამ წესრიგის თავს მოხვევას წესების ჩარჩოებიდან გამოსვლით” და ანტილიბერალური ძალების გამოზრდით”, _ ამტკიცებს ავტორი.

ტრამპამდელი პერიოდის ნოსტალგია, მისი აზრით, ანტიისტორიულია და მავნებელი”თუნდაც იმიტომ, რომ ვაშინგტონს ხელს უშლის, ფეხი აუწყოს დროებას”. კერძოდ: “შეკვეცოს ვალდებულებები უსაფრთხოების სფეროში, გადაანაწილოს საერთო ტვირთი მოკავშირეებს შორის, თავიდან აიცილოს ომები, შეზღუდოს საგარეო-პოლიტიკური ამბიციები”.

თუმცა ტრამპი ამას მეტ-ნაკლებად ცდილობს.

დონალდ ტრამპი
დონალდ ტრამპი

უკან მომავალში

აშშ-ის ყოფილი ვიცეპრეზიდენტი ჯოზეფ ბაიდენი კი, რომელიც ამჟამად იბრძვის უფლებისთვის, წარმოადგენდეს ოპოზიციურ პარტიას 2020 წლის საპრეზიდენტი არჩევნებზე, ცდილობს, მომავალს უკანა ხედვის სარკით შეხედოს.

რამდენიმე დღის წინათ ის ნიუ-იორკში გამოვიდა სიტყვით და ყველას გააცნო თავისი წარმოდგენა იმის შესახებ, როგორი საგარეო პოლიტიკა დასჭირდება ამერიკას “რეპუტაციისა და მის მიმართ ნდობის აღსადგენად” ტრამპის “კატასტროფული პრეზიდენტობის” შემდეგ.

ბაიდენის გამოსვლა სპეციალისტებმა აღიქვეს, როგორც მოწოდება წარსულში დაბრუნებისკენ, სულ ცოტა, ბარაკ ობამას პერიოდში. თუმცა, ამასთანავე ზოგიერთმა გამოცემამ, მაგალითად, გაზეთმა The Hill-მა, ყურადღება გაამახვილა თვით ბარაკ ობამას “გამაყრუებელ სიჩუმეზე” თავისი ყოფილი “მეორე ნომრის” კანდიდატურის მიმართ.

ბაიდენს მიაჩნია, რომ ტრამპი არცხვენდა საკუთარ თავს და თავის ქვეყანას, როდესაც კვერს უკრავდა პუტინს ოსაკაში გამართულ “დიდი ოცეულის” შეხვედრაზე, იქამდე კი _ უმაღლეს დონეზე გამართულ ორმხრივ შეხვედრაზე ჰელსინკიში. ბაიდენი საარჩევნო პოსტებზე ამერიკელი პრეტენდენტებისთვის არჩევნების წინ მიღებული აპლომბით ამტკიცებდა, რომ “მისი მმართველობის პერიოდში… ჰელსინკი არ იქნება”.

ბოლო პერიოდში საერთაშორისო არენაზე ცვლილებების განმასხვავებელ ნიშან-თვისებად ბაიდენი მიიჩნევს “ავტორიტარიზმის, ნაციონალიზმისა და ანტილიბერალური ტენდენციების სწრაფად აღორძინებას, თანაც არა მხოლოდ რუსეთსა და ჩინეთში, არამედ ისეთ ქვეყნებში _ აშშ-ის მოკავშირეებში, როგორიც არის თურქეთი, ფილიპინები და უნგრეთი”. საპასუხოდ, ის, მისი თქმით, მზად იქნება, თეთრ სახლში ყოფნის “პირველივე წელს” მოიწვიოს “გლობალური სამიტი დემოკრატიისთვის” “თავისუფალი სამყაროს ქვეყნების” ერთიანობის შესანარჩუნებლად და მონაწილეებისთვის კონკრეტული ვალდებულებების დაკისრების მოსათხოვნად.

ბაიდენი რამდენიმე წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტს და საგარეო პოლიტიკის მცოდნედ ითვლება, ამიტომ ის დაკავდა თემით, რომელიც, მისივე აღიარებით, ჩვეულებრივ “არ განსაზღვრავს ამერიკელი ამომრჩევლების არჩევანს”.

თუმცა ისიც გასაგებია, რომ თავისი პერსონისადმი ყურადღების ასე მიპყრობა მას კარგი ცხოვრების გამო არ უცდია. სპეციალისტების აზრით, ყოფილმა ვიცეპრეზიდენტმა სუფთად წააგო წინასაარჩევნო დებატების პირველი ტური თანაპარტიელებთან. ფორმალურად ის რჩება საარჩევნო რბოლის ლიდერად და ფავორიტად დემოკრატებს შორის, მაგრამ მის გარშემო “გამარჯვებულის შარავანდედი” გაქრა; პირიქით _ მას უკვე ავიწროებენ მდევრები, უწინარესად, ქალი-სენატორები _ კამილა ჰარისი და ელისაბედ უორენი.

სხვათა შორის, 76 წლის ბაიდენი დაუფარავი მონატრებით ლაპარაკობს კუთვნილებაზეთაობასთან, რომლის დროსაც ჩვენ (აშშ) ვცდილობდით, ვყოფილიყავით მსოფლიოს პოლიციელი”, _ რასაკვირველია, ტრადიციულ პარტნიორებზე დაყრდნობით, უწინარესად, ნატოს ქვეყნებიდან. მან, აგრეთვე, გააფრთხილა ამერიკელები, რომ ტრამპის ახალი ვადით არჩევის შემთხვევაში “4-5 წლის შემდეგ ნატო აღარ იარსებებს”. ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მხარდაჭერაზე მან ისაუბრა, როგორც თავის გამოსვლაში, ასევე წინასაარჩევნო დებატების მსვლელობისას. მოგვიანებით კი პრესა წერდა, რომახალგაზრდა ამერიკელებზე შთაბეჭდილებას აღარ ახდენს 1940-იან წლებში შექმნილ ინსტიტუტებზე მითითება”.

საერთოდ, ბევრი ანალიტიკოსი თვლის, რომ ბაიდენს არაფრის შეთავაზება არ შეუძლია, “განვლილის გამეორების” გარდა. ფორმის მიხედვით, “მისი სიტყვა” შეიძლება მიმართული იყო მომავალისკენ”, მაგრამ აზრობრივად ეს მხოლოდ მცდელობაა, “დაიბრუნოს მოქმედი პრეზიდენტის მიერ გაფლანგული ადრინდელი დიდება”.

არის კიდევ ერთი ნიშანი იმისა, რომ ბაიდენი თავისი ტრადიციული მიდგომებით არის არა გუშინდელი, არამედ გუშინწინდელი დღე. შარშან ჩატარებული კონგრესის შუალედური არჩევნების შემდეგ ოპოზიციის ერთერთ არაფორმალურ ლიდერად ითვლება 29 წლის ნიუიორკელი სოციალდემოკრატი ალექსანდრია ოკასიოკორტესი. პოლიტოლოგების აზრით, დემოკრატიულ პარტიაში წინასაარჩევნო რბოლის შესარჩევი ეტაპის მონაწილეები ცდილობენ, მისი მხარდაჭერა მოიპოვონ.

რა თქმა უნდა, ჯერჯერობით არავინ უშვებს შესაძლებლობას, რომ ამერიკის “პოსტლიბერალური მომავალი” შეიძლება იყოს სოციალისტური, პირიქით _ ტრამპი და რესპუბლიკელები წინასწარგანზრახვით, თავიანთი ელექტორატის მობილიზაციისთვის აშინებენ ამომრჩევლებს მსგავსი პერსპექტივით, მაგრამ ნიშანდობლივია თვით ფაქტი აშშ-ის წინასაარჩევნო კონტექსტში “სოციალიზმის შესახებ დისკუსიაზე”. ბევრს უჩნდება აზრი, რომ ცივი ომის დასრულების შემდეგ თვალი აეხილათ არა მხოლოდ რუსებს, არამედ ამერიკელებსაც.

საერთოდ კი, მომავალი ეკუთვნის კონვერტაციას, რომელიც თავის დროზე იწინასწარმეტყველა აკადემიკოს-დისიდენტმა ანდრეი სახაროვმა _ რაღაც ახალ მოდელს, რომელიც გააერთიანებს ყველაფერ საუკეთესოს, რაც შეუქმნია სოციალისტურ და კაპიტალისტურ სისტემებს, რათა არა მხოლოდ სწრაფად და ეფექტიანად მოხდეს მატერიალური კეთილდღეობის შექმნა, არამედ მეტ-ნაკლებად სამართლიანად შეეხოს ის ყველას.

და, თუკი გაიმართება დისკუსიაპოსტლიბერალურ მსოფლიოზე”, მაშინ უნდა შევეცადოთ, ობიექტურად შევაფასოთ, ვინ უკეთ გადაწყვეტს ასეთ ამოცანებს _ ამერიკა და, საერთოდ, დასავლეთი, რუსეთი თუ, ვთქვათ, სოციალისტური ჩინეთი, რომელმაც, მსოფლიო ბანკის შეფასებით, ნახევარ საუკუნეზე ნაკლებ პერიოდში უკიდურესი სიღარიბიდან გამოიყვანა დაახლოებით 800 მლნ ადამიანი. არის სხვა საკითხებიც _ მაგალითად, იმის შესახებ, როგორ აისახება განვითარების სხვადასხვა ვექტორი და მოდელი საერთაშორისო ორგანიზაციების მოღვაწეობაში, მათ შორის, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის, რომლებსაც ტრადიციულად მიიჩნევენ ლიბერალურივაშინგტონური კონსენსუსისინსტრუმენტებად.

მას, ვინც პირველი მოიფიქრებს ზუსტ და მოხერხებულ იარლიყს, გაუადვილდება აღიარების მოპოვება და, შესაბამისად, საკუთარი მიდგომის ანაბეჭდის დატოვება ისტორიულ პროცესზე.

ნათლად გადმოსცემს ის, ვინც ნათლად აზროვნებს.

ამიტომ Financial Timesის ჟურნალისტებს პუტინისთვის უნდა ეკითხათ იმის შესახებაც, რა იქნებალიბერალიზმის შემდეგ”, მაგრამ მათ ეს კითხვა რუსეთის პრეზიდენტს არ დაუსვეს.

tass.ruზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა

გიორგი გაჩეჩილაძემ

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here