Home სხვადასხვა დაიჯესტი რა ემართებათ 12 წლის გოგონებს, რომლებსაც ინგლისის დამნაშავე დაჯგუფებები აკაბალებენ

რა ემართებათ 12 წლის გოგონებს, რომლებსაც ინგლისის დამნაშავე დაჯგუფებები აკაბალებენ

2071
ძალადობა

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ყოფილმა მრჩეველმა, ქალბატონმა ჯენიფერ ბლეიკმა გამოაქვეყნა მონაცემები, რომლებმაც ფარდა ახადა საშინელ დანაშაულს, რომლის სხვერპლნი ბავშვები არიან, ბრიტანული ბანდები სექსმონებად რომ აქცევენ.

საქველმოქმედო ორგანიზაციას, რომელსაც ჯენიფერ ბლეიკი ხელმძღვანელობდა, 13 წლის რამდენიმე გოგონამ მიმართა. მათი მონათხრობის მიხედვით, დიდი ბრიტანეთის ბანდიტურ დაჯგუფებებში არსებობს საშინელი “კასტური” სისტემა _ ბავშვებს კატეგორიების მიხედვით ანაწილებენ, რაზეც მათი მოვალეობები და მდგომარეობაა დამოკიდებული.

“ქვედა” ჯგუფის გოგონები ვალდებულნი არიან, ბანდის 10 წევრთან ჰქონდეთ სექსი, რიგის მიხედვით, ერთჯერადად. ამის შემდგომ მათ საშუალება ეძლევათ, გადავიდნენ მომდევნო საფეხურზე _ გოგონებმა უნდა ასიამოვნონ მთავარ საყვარელს და მის რამდენიმე მეგობარს. ისინი შეიძლება “მეგობარი გოგონებიც” კი გახდნენ, ამ შემთხვევაში მათ ყველაზე მეტი პრივილეგია ექნებათ. დაორსულებულებს ბანდიდან აგდებენ. გოგონები ვალდებულნი არიან, შეინახონ დაჯგუფების წევრების ნარკოტიკები და იარაღი.

“მამაკაცები რიგში დგებიან, გოგონები ჯერ ერთს “აკმაყოფილებენ”, შემდეგ _ მომდევნოს და ა.შ.”

ჯენიფერის თქმით, გოგონებს ბანდიტური ცხოვრების “გლამური” იზიდავს _ კარგი ცხოვრება, ძვირფასი საგნები… საბოლოოდ კი საშინელ დანაშაულს ემსხვერპლებიან. დამცირებასთან ერთად, გოგონებს ბანდიტები სცემენ, ძალადობენ მათზე, არცთუ იშვიათად კონკურენტი ბანდის წევრები სიცოცხლეს ასალმებენ მათ ხან შურისძიების გამო, ხან _ უმიზეზოდ.

ქალბატონი ბლეიკი ამტკიცებს, რომ ეს პრობლემა არნახული მასშტაბით მოედო ქვეყანას და აუცილებლად საჭიროებს სახელმწიფოს ჩარევას.

1 COMMENT

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here