Home სხვადასხვა დაიჯესტი რა დაემუქრება უკრაინას, როდესაც მილსადენი აღარ ექნება?

რა დაემუქრება უკრაინას, როდესაც მილსადენი აღარ ექნება?

300
რა დაემუქრება უკრაინას, როდესაც მილსადენი აღარ ექნება?

რუსეთი, ფაქტობრივად, ყველა პირობას ქმნის იმისთვის, რომ უკრაინა ევროკავშირსა და რუსეთს შორის მნიშვნელოვანი შუამავლიდან სწრაფად გადაიქცეს აგრარულ პროვინციად. ჩვენ გვშლიან დიდი გეპოლიტიკური თამაშის მონაწილეთა სიიდან”, _ განაცხადა უკრაინის სავაჭროსამრეწველო პალატის ვიცეპრეზიდენტმა მიხეილ ნეპრანმა უკრაინის გვერდის ავლით ბუნებრივი აირის მილსადენების მშენებლობების დასრულების კომენტირებისას.

ის, რომ უკრაინელ მოღვაწეს თავისი ქვეყანა “დიდი გეოპოლიტიკური თამაშის მონაწილედ” წარმოუდგენია, თავშესაქცევი ამბავია. კიდევ უფრო სამხიარულოა ის, რომ, როგორც ნეპრანი გვარწმუნებს, უკრაინისთვის რუსული ბუნებრივი აირის ტრანზიტით მიღებული ფულის დაკარგვა პრობლემა არ არის. აბა, რა არის? ბუნებრივი აირის სატრანსპორტო სისტემის დაკარგვის შემდეგ უკრაინა ევროკავშირისთვის საინტერესო აღარ იქნება. ნუთუ უკვე არ არის?! ნუთუ არის კიდევ დარჩენილი ვინმე ისეთი, ვისაც ეეჭვება, რომ ევროპას უკრაინა აინტერესებს მხოლოდ, როგორც “მილი”?

უკრაინის სავაჭროსამრეწველო პალატის ვიცეპრეზიდენტს სურს, ევროკავშირს შესთავაზოსნებისმიერი ხელსაყრელი პირობა”, ოღონდ ევროპელებმა არ დაასრულონჩრდილოეთის ნაკადი-2”-ის მშენებლობა და უკრაინის ბუნებრივი აირის სატრანსპორტო სისტემა არ იქცეს ჟანგიან ჯართად, და, რადგან ყოფილი საბჭოთა მილი მხოლოდ ბიზნესია და სხვა არაფერი, უკრაინის სავაჭრო-სამრეწველო პალატის ვიცეპრეზიდენტის ემოციური ამოძახილი ძალიან ჰგავს რეკეტის უძლურ მცდელობას სასოწარკვეთილებით. რეკეტირისავაჭროსამრეწველო პალატიდან შეფარვით ემუქრება ბერლინს იმით, რომ უკრაინის ბუნებრივი აირის სატრანსპორტო სისტემის დაკარგვით გერმანია მისიჩრდილოეთის ნაკადი-2”-ით დამოკიდებული იქნება რუსეთზე. ამ გაცვეთილი არგუმენტით, უკვე კარგა ხანია, მანიპულირებენ დასავლეთში (გასაკვირია, რომ ნეპრანი მხოლოდ ახლა აღეგზნო), უკრაინელებს კი საკუთარი არგუმენტები არ აქვთ. ამ არგუმენტის უაზრობა არის ის, რომ თითქოს უკრაინას უკეთესად ესმის გერმანიის ინტერესები, ვიდრე თვითონ ბერლინს.

რა დაემუქრება უკრაინას, როდესაც მილსადენი აღარ ექნება?

ამიტომ გერმანელი პოლიტიკოსების განცხადებები, მათ შორის ანგელა მერკელის, რუსულ-გერმანული მილსადენის მშენებლობის შესახებ ბოლო ხანს უფრო კონკრეტულია. ამის საფუძველი ყოველთვის საკმარისი იყო, ახლა კი ის გაცილებით მეტია. ბუნებრივი აირის სფეროში რუსეთისა და გერმანიის მრავალწლიანმა თანამშრომლობამ დაამტკიცა, რომ ეს ორივე ქვეყნისთვის სასარგებლოა, მიუხედავად გეოპოლიტიკური რყევებისა. მოსკოვსა და ბერლინს შორის ბუნებრივი აირით ვაჭრობაში პრობლემა უკრაინის მიერ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ გაჩნდა. განა უკრაინამ არ უბიძგა ბუნებრივი აირის ბაზრის მონაწილეებს ჩრდილოეთისა და სამხრეთის ნაკადების მშენებლობისკენ?

დამოუკიდებელ უკრაინაში ამაოდ ივიწყებენ, რომ საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში მყოფი უკრაინის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა, რომელიც აშენებდა მსოფლიოში ყველაზე დიდ თვითმფრინავებსა და ავიამზიდებს, აწარმოებდა უნიკალურ ტექნოლოგიურ დანადგარებს, მსოფლიოს 10 წამყვან ეკონომიკას შორის იყო. ის მხოლოდ ახლა იქცა აგრარულ პროვინციად, რომლის ძირითადი საექსპორტო პროდუქტი იაფი მუშახელია პოლონეთში, ხოლო ძველ საბჭოთა მილს, ავსებულს რუსული ბუნებრივი აირით, “ეროვნულ მიღწევად” (ამ ტერმინს კიევი რეგულარულად იყენებს) მიიჩნევენ. ამ ვითარებამდე უკრაინა “მოსკოვისგან დისტანცირების” კურსმა მიიყვანა. არადა, უკრაინული მაღალ ტექნოლოგიური საწარმოები რუსულ საწარმოებთან ერთად ქმნიდა ერთიან სამრეწველო ჯაჭვს. უკრაინის პროდუქციის ძირითადი მყიდველი რუსეთის ფედერაცია იყო. ბუნებრივი აირი კი უკრაინას ზეშეღავათიანი პირობებით მიეწოდებოდა, სანამ დასავლელმაპარტნიორებმაარ დაარწმუნეს იუშჩენკო, ბუნებრივი აირის შესყიდვაევროპული ფასებითდაეწყო.

უკრაინაში, ეტყობა, დაავიწყდათ, რას ამბობდა ოსტაპ ბენდერი: “ინგლისელებს უყვართ ადგილობრივი ტომების შეიარაღება და მათი წაქეზება ინგლისელთა მტრების წინააღმდეგ”.

ევროპელი ჯენტლმენების დამოკიდებულება და მეთოდები უკრაინის მკვიდრი მოსახლეობის მიმართ დროთა განმავლობაში არ შეცვლილა. ეს მეთოდები არც არასდროს იცვლება.

გაზსადენ “ჩრდილოეთის ნაკადი-2”-ის მშენებლობის დასრულების შემდეგ უკრაინის ბუნებრივი აირის სატრანსპორტო სისტემა საჭირო აღარ იქნება. ევროპა ხელმძღვანელობს თავისი ეკონომკური ინტერესებით და სხვა არაფრით. საინტერესო და სარგებლიანი რომ არ ყოფილიყო, რუსულ-გერმანულ პროექტში ფულს არ ჩადებდნენ ევროპული კომპანიები _ Engie, OMV, Shell, Wintershall-ი. მათ სურთ ამ ფულის დაბრუნება და დაიბრუნებენ კიდეც. ეს უნდა გაიგოს ბატონმა ნეპრანმა… ბატონმა ზელენსკიმაც.

naspravdi.infoზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა გიორგი გაჩეჩილაძემ

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here