Home სხვადასხვა დაიჯესტი რა დაემართა ახალგაზრდა კაცს, რომელმაც ლატარიაში 314 მილიონი დოლარი მოიგო

რა დაემართა ახალგაზრდა კაცს, რომელმაც ლატარიაში 314 მილიონი დოლარი მოიგო

553
ჯეკ უიტაკერი

16 წლის წინათ ეს რეკორდული თანხა იყო და ჯეკი ნამდვილი ამერიკელი გმირი გახდა. ეს მოხდა დასავლეთ ვირჯინიაში. ჯეკ უიტაკერის სახელი ყველას პირზე ეკერა, მაგრამ ამ მოულოდნელმაბედნიერებამთავგზა და ცხოვრება ერთიანად აურია: რამდენიმე წელიწადშინულზე დაჯდა”, ცოლმა მიატოვა, შვილიშვილი ნარკოტიკის ზედმეტი დოზით გარდაეცვალა. ამ უბედურებას The Sun ასე აფასებს: “ფულმა შთანთქა ყველა სიკეთე, რომელიც კი ჰქონდა. ფულს შეუძლია გაგაქროს, როგორც ადამიანი, და გაქციოს ფულად. თქვენ ადამიანი აღარ ხართ”.

ამბავი ასე ვითარდებოდა. ჯეკმა მოგება მთლიანად გამოიტანა და გადაიხადა 112 მილიონის გადასახადი: “მადლობას ვუხდი ღმერთს იმისთვის, რომ დამეხმარა, ამერჩია სწორი რიცხვები… ან დანადგარი, რომელმაც ეს რიცხვები გამოაჩინა”.

მაგრამ მადლიერების განწყობილება მალევე ჩაანაცვლა თაღლითობამ, ძარცვამ, ნარკომანიამ, სექსუალურმა ძალადობამ, ბოლოს _ სიკვდილმა.

პირველი, ვისთვისაც ჯეკმა არმად ნაშოვნი ფული დახარჯა, იყო მაღაზიის მოლარე ბრენდა ჰიგინბოტემი (ამ ქალისგან შეიძინა ლატარიის ბედნიერი ბილეთი), მას სახლი და მანქანა უყიდა. სიკეთის ამგვარ გადახდას, სამწუხაროდ, ცუდი შედეგი მოჰყვა: ბევრი ადამიანი სთხოვდა ფულს, მათ შორის ისინიც, ვისაც არ იცნობდა, ისიც უშურველად ეხმარებოდა ყველას. “ბევრი კიბოთი იყო დაავადებული ან ბავშვი უკვდებოდა. ისეთი უბედურები იყვნენ, რომ გული მისკდებოდა”, _ ყვება ჯეკი.

უაზროდ ხელგაშლილი გახდა. ერთ დღეს სტრიპტიზკლუბში 50 ათასი დოლარი დახარჯა. ხშირად ღამეს შინ არ ათევდა, პატივს არ სცემდა ცოლს, ოჯახის წევრებს, თანამშრომლებს, ყურადღებას არ აქცევდა საკუთარ გარეგნობას _ “დაჭმუჭნული პერანგით დადიოდა, ქუდი ჭუჭყიანი ეხურა, გაუპარსავი იყო. ტრაბახობდა: “მე ვარ ჯეკ უიტაკერი. მთელი ეს ფული მე მოვიგე, ვაშა მე!” ან: “მე ჯეკ უიტაკერი ვარ. შენ გააკეთებ იმას, რასაც გეტყვი… მე ღმერთზე მეტი ფული მაქვს” და ა.შ.

ამასობაში ქურდებმა ჯეკის მანქანიდან მოიპარეს ჩემოდანი, რომელშიც ნახევარი მილიონი ნაღდი ფული ედო. შემდეგ სტრიპტიზკლუბის პატრონმა და მისმა თანაშემწემ განიზრახეს გამილიონერებული ჯეკის ნარკოტიკებით გაბრუება და ამ გზით ფულის მოპარვა. ერთი წელიწადი ისინი საშინაო პატიმრობაში იმყოფებოდნენ.

ჯეკის შვილიშვილი, ბრენდი ბრეგი, ბაბუასთან ცხოვრობდა. გამარჯვებული რომ გამოაცხადეს, გოგონა გადაცემას ბაბუასთან ერთად უყურებდა. მისი ერთადერთი სურვილი რეპვარსკვლავ ნელის გაცნობა იყო, სურვილი აისრულა, მაგრამ ერთი წლის თავზე მან ყველა მეგობარი დაკარგა. ჯეკმა ეს შემდეგნაირად ახსნა: “ისინი მასთან ფულის გამო მეგობრობდნენ”. მალე ეს გოგონა ნარკოდამოკიდებული გახდა. 2003 წელს მისი შეყვარებული ნარკოტიკის დიდი დოზით გარდაიცვალა. მომდევნო წელს ბერნდაც დაიკარგა. იგი 2 კვირის ძებნის შემდეგ იპოვეს. მისი სხეული ცელოფანში იყო გახვეული და ფურგონის გვერდით მიწაზე იყო დასვენებული. დამნაშავე ვერ იპოვეს.

2003 წელს სამორინეს თანამშრომელმა კრიტი ფრენჩმა ჯეკს სექსუალური თავდასხმის ბრალდება წაუყენა. 4 წლის შემდეგ ჯეკი დამნაშავედ ცნეს.

2007 წელს ჯეკმა განაცხადა, რომ გაკოტრდა.

2009 წელს ჯეკის შვილი, ბრენდის დედა, თავის სახლში მკვდარი იპოვეს. 2016 წელს ჯეკის სახლი, რომელიც დაზღვეული არ იყო, დაიწვა.

მისმა ყოფილმა ცოლმა განაცხადა, რომ ლატარეამ დაანგრია მათი ცხოვრება. ჯეკიც იმავეს იმეორებს: “ჩემი შვილიშვილი ფულის მიზეზით მოკვდა. ჩემთვის იგი პატარა ვარსკვლავი იყო. ჩემმა ცოლმა თქვა, რომ გადახევდა იმ ბილეთს. მეც ასე მოვიქცეოდი”.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here