Home ახალი ამბები საქართველო რა გაძვირდა ყველაზე მეტად საქართველოსა და მეზობელ ქვეყნებში

რა გაძვირდა ყველაზე მეტად საქართველოსა და მეზობელ ქვეყნებში

81
რა გაძვირდა ყველაზე მეტად საქართველოსა და მეზობელ ქვეყნებში

2021 წლის მაისში საქართველოში ფასების საერთო დონემ რეკორდულად მოიმატა. მაისში წლიური ინფლაციის დონემ ქვეყანაში 7,7% შეადგინა. აი ძირითადი სასაქონლე ჯგუფები, რომლებშიც ფასებმა ყველაზე სწრაფი ტემპით მოიმატა:

* ტრანსპორტი _ 17,4%-ით;

* ჯანდაცვა _ 13,4%-ით;

* ავეჯი და საოჯახო ნივთები _ 12%-ით;

* სასტუმროები, კაფე-რესტორნები _ 11,8%-ით.

თურქეთში ფასების მატების ტემპმა 16,9% შეადგინა. ყველაზე მეტად გაძვირდა:

* ტრანსპორტი _ 28,39%-ით;

* საცხოვრებელი, წყალი, ელენერგია _ 21,79%-ით;

* ჯანდაცვა _ 19,30%-ით;

* სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფი _ 17,04%-ით.

სომხეთში ფასების მატება 5,9% იყო. ფასებმა ყველაზე მეტად მოიმატა:

* ტრანსპორტზე _ 11,7%-ით;

* საცხოვრებელზე, წყალსა და ელენერგიაზე _ 9,3%-ით;

* სურსათსა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფზე _ 7,5%-ით;

* ჯანდაცვაზე _ მატება 6,2%-ით.

აზერბაიჯანში წლიური ინფლაციის მაჩვენებელმა 4,9% შეადგინა. რაც შეეხება რუსეთს, წლიური ინფლაციის დონე იქ 6,02%-ია.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here