Home სხვადასხვა დაიჯესტი რა არის გერმანიის შს მინისტრსა და ანგელა მერკელს შორის კონფლიქტის მიზეზი

რა არის გერმანიის შს მინისტრსა და ანგელა მერკელს შორის კონფლიქტის მიზეზი

985

გერმანიის შს მინისტრმა, ბავარიის “ქრისტიანულ-სოციალური კავშირის” თავმჯდომარე ჰორსტ ზეეხოფერმა კავშირის წევრებთან ბუნდესტაგში შეხვედრისას გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელთან მუშაობა ასე შეაფასა: “მეტი აღარ შემიძლია ამ ქალთან მუშაობა”.

“ქრისტიანულ-სოციალურ კავშირსა” და “ქრისტიანულ-დემოკრატიულ კავშირს” შორის კონფლიქტი არალეგალური მიგრაციის პრობლემის გადაჭრას ეხება. ბავარიის “ქრისტიანულ-სოციალური კავშირი” დაჟინებით ითხოვს, რომ დოკუმენტების გარეშე მიგრანტები ან ის პირები, რომლებსაც გერმანიაში თავშესაფარზე უარი ეთქვათ, გერმანიის საზღვრიდან გააბრუნონ. ჰორსტ ზეეჰოფერმა ანგელა მერკელს პრობლემის მოსაგვარებლად ორი კვირა მისცა. ახლა ევროკავშირის უახლოეს სამიტზე გერმანიის კანცლერმა პარტნიორ სახელმწიფოებთან მიგრაციულ კრიზისზე კომპრომისს უნდა მიაღწიოს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here