Home რუბრიკები საზოგადოება რა ან ვინ გამოიყვანს სოციალურ-ეკონომიკური ჩიხიდან საქართველოს

რა ან ვინ გამოიყვანს სოციალურ-ეკონომიკური ჩიხიდან საქართველოს

საქართველოში ეკონომიკა დუღს”, _ ამბობდა ეკონომიკის აწ უკვე ყოფილი მინისტრი ნათია თურნავა. ხალხი გაკვირვებული იყო მისი სიტყვებით, რადგანეკონომიკის დუღილსვერ გრძნობდა, მეტიც, შთაბეჭდილება რჩებოდა, რომ თურნავა და ქართველი ხალხი სხვადასხვა ქვეყნებში ცხოვრობდნენრამდენიმე დღის წინათ პრემიერმინისტრმაეკონომიკის ამდუღებელიმინისტრი სოფლის მეურნეობის მინისტრით ჩაანაცვლა, როგორც ჩანს, ვერც პრემიერმა დაინახა, სად და როდისადუღდაეკონომიკა. პრემიერისა და მინისტრების ცვლილებით საზოგადოებას ვერავინ გააკვირვებს და ვერც ახლის და უკეთესის მოლოდინს შეუქმნის. მოსახლეობის უდიდეს ნაწილს არ აინტერესებს და ბევრმა არც იცის, ვინ რისი მინისტრია, მათ იციან, რომ საქართველო წინ ვერ მიდის, ჭაობშია ჩაფლულირა და ვინ გამოგვიყვანს სოციალურეკონომიკური ჩიხიდან _ ამ და სხვა საინტერესო თემებზე გვესაუბრებიან: არდალიონ ხააძე, ბორის კაკაბაძე და მერაბ ზურაბაშვილი.

საქართველოს რუსეთთან ურთიერთობა გადაარჩენს

არდალიონ ხააძე, პენსიონერი:      

_ მინისტრების მოხსნა ან გადანაცვლება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკას ვერ უშველის, ვერ გადაარჩენს. საქართველოს რუსეთთან ურთიერთობა გადაგვარჩენს. ამ სიტყვებზე, შესაძლოა, ბევრმა იქილიკოს, მაგრამ მეზობელი ქვეყანაა რუსეთი და ნამდვილად იქნება ჩვენი პარტნიორი, ისეთი კი არა, როგორებიც ახლა გვყავს. კრედიტებს, რომლებსაც დასავლეთიდან გვაძლევენ, აუარებელი ინსტრუქცია მოჰყვება, მაგრამ არც ერთი მათგანი ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის ასაყვავებლად არ არის.

იმას, რასაც ევროპა-ამერიკა გვიკრძალავს, რუსეთი არ აგვიკძალავს, პირიქით _ დაგვეხმარება.

რუსეთი დიდი და ძლევამოსილი ქვეყანაა. ამ უძლეველი ქვეყნის დაშლა სურს ევროპასა და ამერიკას; გვარწმუნებენ, რუსეთი ცუდიაო და ჩვენს ხალხსაც სჯერა ამის, განსაკუთრებით _ ახალგაზრდებს. არადა, ეს ასე არ არის, რუსეთი არ არის ბნელი ძალა და ჩვენი ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია მასთან ურთიერთობა.

_ როგორ წარმოგიდგენიათ ჩვენი რუსეთთან ურთიერთობა? უკიდურესად დაძაბულ ვითარებაში რა უნდა მოიმოქმედოს ჩვენი ქვეყნის ხელისუფლებამ, რუსეთი რომ დაგველაპარაკოს?

_ ჩვენმა ხელისუფლებამ გულახდილი და მეგობრული ურთიერთობა უნდა დაამყაროს რუსეთის სახელმწიფოსთან. რუსებს ჩვენი ქვეყანა უყვართ და ურჩევნიათ, როგორც ადრე ვიყავით დარიალის კარიბჭის პატრონები, ისევ ისე ვიყოთ და ამის პირობა უნდა მივცეთ. ქართველების ძლიერება რუსეთისთვის მისაღებია.

მტერი მოყვრისგან უნდა გავარჩიოთ და ქვეყანა ახალ რელსებზე გადავიყვანოთ

ბორის კაკაბაძე, ავტოინჟინერი:

_ რუსეთთან ურთიერთობის დარეგულირება ჩვენთვის გამოსავალია. მართალია, უმალვე სამოთხეში არ აღმოვჩნდებით, მაგრამ, რაც დღეს გვაქვს, იმას აუცილებლად აჯობებს.

თუ ჩვენი ქვეყნის მმართველებს სურთ, ქვეყანა ჩიხიდან გამოვიდეს, სოციალური სამართლიანობის გზას უნდა დაადგეს, სოციალიზმის გზას უნდა დაადგეს და ამ სიტყვის თქმის ნურავის შეეშინდება. დიახ, სწორედ სოციალიზმი გვიხსნის არსებული გაუსაძლისი ყოფისგან.

ერთი მინისტრი მეორეთი შეიცვლება თუ არა, არაფერი იცვლება, წრეზე ვტრიალებთ.

რუსეთთან დალაპარაკება აუცილებელია, ეს ისტორიული გარდაუვალობაა. თუკი ვინმეს ჭკუა ეკითხება, ყველამ იცის, რომ რუსეთთან ურთიერთობის მოგვარება აუცილებელია და გადარჩენის გზაა. რუსეთი ერთადერთი სახელმწიფოა, რომელსაც შეუძლია, გაარღვიოს მსოფლიოში არსებული სიბნელე და კაცობრიობა გადაიყვანოს ნათელ მხარეს.

უფროსი თაობის წარმომადგენლებს, რომლებსაც ბოროტი ზრახვები არ ჰქონდათ გულში, ახსოვთ საქართველოსა და რუსეთს შორის არსებული თბილი და მეგობრული ურთიერთობის სიკეთე. რუსები კარგი ხალხია, მთავარია, არ უღალატო, არ მოატყუო, საფრთხე არ შეუქმნა და გადაგყვებიან, შენთვის თავს მოიკლავენ. რუსეთი დიდი ძალაა, დიდი ზურგია მათთვის, ვინც მასთან მეგობრობს. ის დიდი ქვეყანაა და ჩვენი ეკონომიკის აღორძინებას დიდად შეუწყობს ხელს.

რამენაირად უნდა დავარწმუნოთ ჩვენი ხელისუფლებაც, ერიც და ბერიც, რომ რუსეთთან ურთიერთობა ბევრ რამეს გამოასწორებს ჩვენს ქვეყანაში _ ეკონომიკას, უსაფრთხოებას, სოციალურ პრობლემას, ტერიტორიულ პრობლემას

რაც შეეხება მინისტრების ცვლილებას, შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება. მტერი მოყვრისგან უნდა გავარჩიოთ და ქვეყანა ახალ რელსებზე გადავიყვანოთ. ეს კი რუსეთთან ურთიერთობის მოგვარებით უნდა დაიწყოს.

საქართველომ სასწრაფოდ უნდა შეცვალოს .. სტრატეგიული პარტნიორიამერიკას საქართველოში ჰყავს თავისი აგენტურა, რომელმაც მოსპო და გაანადგურა ჩვენი სამშობლო

მერაბ ზურაბაშვილი, სამოქალაქო აქტივისტი:

_ მინისტრების ცვლილება არაფრის მომტანია, ამით ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა არ შეიცვლება. სოციალური სამართლიანობაა სწორედ ის სისტემა, რომელიც ადამიანის კეთილდღეობაზეა მორგებული.

საქართველოში ყველაფერი ცუდად არის, _ ვამბობთ ჩვენ, მაგრამ, თუ ასეა, რატომ ყველას ერთნაირად არ უჭირს? რატომ არიან მილიონერები და ღატაკები? ადამიანმა უნდა იშრომოს და თავისი შრომის საფასური უნდა მიიღოს! ეს არის სამართლიანობა. სხვაგვარად ღირსებას ვკარგავთ.

საქართველომ სასწრაფოდ უნდა შეცვალოს ე.წ. სტრატეგიული პარტნიორი, ჩვენ უნდა გავხდეთ რუსეთის სტრატეგიული პარტნიორი, სხვანაირად ფეხზე ვერ დავდგებით. ჩვენი ხსნის გზა სტალინური გზაა, სხვა არაფერი არ გადაგვარჩენს.

ჩვენი ქვეყნის მმართველები უნდა ჩავიდნენ რუსეთის ხელისუფლებასთან და მოლაპარაკებები აწარმოონ, ახლა ამისთვის ძალიან კარგი დროა. თუკი მთელი მსფლიოს ლიდერები ხვდებიან ვლადიმერ პუტინს და თავიანთი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე მოლაპარაკებებს აწარმოებენ, ჩვენ რა გვჭირს?!

_ რა სიკეთე შეიძლება მოუტანოს ჩვენს ქვეყანას რუსეთთან ურთიერთობის მოგვარებამ?

_ ეს, უწინარესად, უსაფრთხოებაა. არ ვარ სამხედრო საქმის სპეციალისტი, მაგრამ ვხედავ, რომ რუსეთი არ არის ის ქვეყანა, რომელსაც ომი სურს, მაგრამ, თუკი მის წინააღმდეგ წავა ვინმე, უკან არ დაიხევს. ჩვენი ქვეყანა ნატოში ინტეგრაციის გზაზე ნელ-ნელა იღუპება, ნატო სამხედრო აგრესიული ძალაა, სადაც ნატო გამოჩნდა, ყველგან ყველაფერი განადგურდა, მოისპო და ეს ყველაფერი ჩვენ თვალწინ ხდება. დროა, გონს მოვეგოთ და თავი შევაფაროთ მეზობელ ქვეყანას, ვიმეგობროთ მასთან და, გარდა უსაფრთხოებისა, სხვა ბევრი პრობლემაც მოგვარდება.

ჩვენ წინსვლა გვექნება ეკონომიკაში, გამოსწორდება სოციალური მდგომარეობა. რუსეთი დიდი ქვეყანაა და მისი ბაზარი პატარა საქართველოსთვის მისწრებაა. გარდა ამისა, რუსეთთან ურთიერთობის მოგვარება, მასთან ალიანსში ყოფნა გააიაფებს ენერგომატარებლებს. ჩვენი ენერგომატარებლები ისედაც რუსეთის ხელშია, მაგრამ მტრულ ურთიერთობაში ყოფნა არ იძლევა იმის საშუალებას, რომ ფასები ჩვენთანაც ისეთივე იყოს, როგორც რუსეთის მეგობარ ქვეყნებს აქვთ. საქართველოს ხელისუფლებამაც და ე.წ. ოპოზიციამაც კარგად იციან, რომ რუსეთი თავის მეგობარ ქვეყნებს ნავთობს, ბუნებრივ აირსა და ა.შ. ნახევარ ფასად აძლევს, ეს კი საუკეთესო გამოსავალია ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ხალხისთვის, რომელიც უმძიმეს ეკონომიკურ და სოციალურ პირობებში ცხოვრობს.

ამერიკას მსოფლიოზე ბატონობა სურს, ამ გზაზე ხელს რუსეთი უშლის, ჩვენ კი, როგორც რუსეთის მეზობელი ქვეყანა, მათ მეტოქეობას ვეწირებით. ამერიკას მხოლოდ პლაცდარმად ვჭირდებით და სხვა ჩვენგან არაფერი აინტერესებს. ის პირდაპირ ვერ ებრძვის რუსეთს, რადგან დიდ ზარალს ნახავს, ამიტომ სხვადასხვა ხერხით ცდილობს მოქმედებას, ამ მოქმედებებისთვის ჩვენს ქვეყანაში (და არა მხოლოდ) ჰყავს თავისი გოშიები, წამხდარი ნაძირლები, გახრწნილი ადამიანები, რომლებიც სულსა და სამშობლოს ფულზე ყიდიან.

ამერიკა და საქართველოში მცხოვრები მათი მონა გოშიები ყველაფერს აკეთებენ, რათა რუსეთთან ურთიერთობა დაგვეძაბოს, ამისთვის ყველას და ყველაფერს გაწირავენ და წირავენ კიდეც.

საბჭოთა კავშირის პერიოდში ჩვენ არც შრომა გვეზარებოდა და არც ფული გვაკლდა, ღირსებააყრილები არ ვიყავით. ახლა ყოველდღე უკან-უკან მივდივართ, წინ ერთი ნაბიჯიც ვერ გადაგვიდგამს. ყველაფერი იკარგება და ინგრევა. გვესმის, რომ ეს პატარა ქვეყანა დიდი პოლიტიკის მსხვერპლია, იმ პოლიტიკოსების, რომლებიც გაიყიდნენ. ამერიკას საქართველოში ჰყავს თავისი აგენტურა, რომელმაც მოსპო და გაანადგურა ჩვენი სამშობლო.

სახალხო მეურნეობა მიზანმიმართულად დაგვინგრიეს, მრეწველობა გაანადგურეს, ქარხნები და ფაბრიკები ჯართად გაყიდეს, სოფელი მოსპეს, მეურნეობებისგან აღარაფერი დარჩა. განადგურებულს, სრულად თუ ვერა, ნაწილობრივ რუსეთთან ურთიერთობა აღგვიდგენს. თუმცა, რამდენიც უნდა ვილაპარაკოთ, ხელისუფლება, რომელიც არჩევნების ანგარიშს ამერიკის ელჩს აბარებს, გადაწყვეტილების მიმღები არ არის; ვერასოდეს გაბედავს, დაელაპარაკოს რუსეთს. ასე რომ, მინისტრს მოხსნიან თუ ჩაანაცვლებენ ან გადაანაცვლებენ, არსებითად არაფერი შეიცვლება.

მოამზადა

ეკა ნასყიდაშვილმა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here