Home სხვადასხვა ყვითელი გვერდი რაში მდგომარეობს ხალების საიდუმლო?

რაში მდგომარეობს ხალების საიდუმლო?

3456
ხალი

რატომ უჩნდება ადამიანს სხეულზე ხალი და რას უნდა ნიშნავდეს ის? ამ კითხვაზე პასუხის გაცემა ამერიკელმა მეცნიერებმა სცადს.

მეცნიერთა მიერ ჩატარებული კვლევის შედეგების მიხედვით, ხალები, რომლებიც სხვადასხვა ადგილას აქვს ადამიანს, ჯანმრთელობის მახასიათებლებია და ადამიანის ხასიათსაც განსაზღვრავს.

მკვლევართა აზრით, ადამიანს ხალი დედის მუცელში უჩნდება. მათი მნიშვნელობა კი, შესაძლოა, ძალიან ფართო იყოს.

მაგალითად, თუ ხალი ადამიანს საფეთქელთან აქვს, ის მოგზაურობის მოყვარულია და ერთ ადგილას ყოფნა მისთვის მოსაწყენია.

ცხვირზე ხალი კი კარიერაში წარმატების მიღწევის სურვილზე მიანიშნებს ან სუნთქვის ორგანოების პრობლემებზე. ეს ადამიანები დიდ დროს უთმობენ სამუშაოს.

თუკი ხალი ტუჩზე ან წარბზეა, ეს ადამიანი მხიარულია და მასთან დროის გატარება საინტერესოა, ადვილად ეწყობა ადამიანებს და ასევე ადვილად პოულობს უცხოებთან საერთო ენას. მას აქვს ლიდერის თვისებები და ზედმეტად ოპტიმისტია.

ხალი ლოყაზე, ასევე, ლიდერული თვისებების მიმანიშნებელია. სპეციალისტების აზრით, ლოყაზე ხალიანი ადამიანები წარმატებულნი არიან და საკმაოდ ხშირად მაღალ მატერიალურ სტატუსს აღწევენ. ამას გარდა, ისინი რომანტიკულები არიან საპირისპირო სქესის მიმართ.

ხალი ფეხზე, ასევე, მოგზაურობით გატაცებაზე მიანიშნებს. ამას გარდა, ადამიანები მსგავსი ნიშნით ხშირად არიან ძალიან მოსიყვარულეები. მათ ცხოვრების მანძილზე, შესაძლოა, რამდენიმე პარტნიორი გამოიცვლონ.

რამდენიმე წლის წინათ ლონდონის სამეფო კოლეჯის სპეციალისტებმა განაცხადეს, რომ სხეულზე ხალის რაოდენობით შეიძლება სიცოცხლის ხანგრძლივობის განსაზღვრაც. ამას გარდა, ადამიანებს, რომლებსაც სხეულზე ათობით ხალი აქვთ, ნაკლები ნაოჭები უჩნდებათ და სხვა თანატოლებზე ახალგაზრდულად გამოიყურებიან.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here