Home სხვადასხვა დაიჯესტი “რაშა თუდეიმ” ამხილა ერთ-ერთი საშინელი სიცრუე სირიის შესახებ

“რაშა თუდეიმ” ამხილა ერთ-ერთი საშინელი სიცრუე სირიის შესახებ

989
ომრან დაქშინი

რიანოვოსტიიტყობინება, რომრაშა თუდეისჟურნალისტებმა შეძლეს სირიის შესახებ გავრცელებული ერთერთი საშინელი სიცრუის (“ფეიკის”) მხილება _ პატარა ბიჭზე ჭეშმარიტების დადგენა, რომელიც დასავლურ მედიაში წარმოდგენილი იყო, როგორცალეპოს ტანჯვის სიმბოლო”.

ტელეარხის მთავარმა რედაქტორმა მარგარიტა სიმონიანმა განაცხადა, რომ წინა დღით ომრან დაქშინის მამა “რაშა-თუდეის” ესაუბრა და მოუთხრო შემდეგი: “თეთრი ჩაჩქანები”, დახმარების აღმოჩენის ნაცვლად, დიდხანს უღებდნენ მის შვილს ფოტოსურათებს. მან თქვა, რომ ბიჭის დაჭრის ამბავი გაზვიადებულია და მისი ფოტოსურათები ანგარებისა და ანტისახელმწიფოებრივი პროპაგანდისთვის გამოიყენეს.

ორგანიზაცია “თეთრი ჩაჩქანების” წევრების მიერ ნანგრევებიდან გამოყვანილი ომრანის ფოტოკადრები მედიაში 2016 წლის ზაფხულში გავრცელდა. დასავლეთის პერიოდულმა გამოცემებმა ალეპოში იმ სახლზე თავდასხმა, რომელშიც ბავშვის ოჯახი ცხოვრობდა, რუსეთსა და სირიას დააბრალეს. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ნგრევის კვალი, რომელიც თავდასხმის შემდეგ დარჩა, დამახასიათებელია ნაღმებისა და გაზის ბალონებისთვის, რომლებსაც ტერორისტები იყენებენ. უწყებაში აღნიშნეს, რომ ვიდეოფირზე აღბეჭდილ სიტუაციაში ექიმები არ ჩქარობენ ბიჭისთვის დახმარების აღმოჩენას, სამაგიეროდ ცდილობენ, არ ჩამოეფარონ ტელეკამერას, რომლითაც ბიჭს უღებენ.

CNN-ის წამყვანმა კრისტიან ამანპურმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვისთვის ინტერვიუს ჩამორთმევისას მას აჩვენა ბიჭის ფოტოსურათი და უთხრა, რომ ეს იყო კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულის დოკუმენტური დასაბუთება. მოგვიანებით საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ ამანპურს შესთავაზა, თუ მას ეყოფოდა გამბედაობა და შერჩენილი ჰქონდა პროფესიული სინდისი, ჩასულიყო სირიაში, ალეპოში, ჩამოერთმია ინტერვიუ ომრანისთვის პატიოსნად და არა ისე, როგორც ამას მისი კოლეგები აკეთებენ.

“თეთრი ჩაჩქანები” არაერთხელ უმხილებიათ დადგმული ვიდეოგადაღებების გამო, როცა ისინი “დაზარალებულებს სახეზე გრიმს უსვამენ, უკარნახებენ, რა უნდა თქვან და გარდაცვლილ ბავშვს გადარჩენის პროცედურებს უტარებენ.

ომრან დაქშინის მამამ განაცხადა, რომ მისი ოჯახი მხარს უჭერს ბაშარ ალ-ასადს და ალეპოდან არსად გამგზავრებას არ აპირებს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here