Home რუბრიკები საზოგადოება რაღაც უნდა მოვიმოქმედოთ, თორემ ხვალ გვიან იქნება!

რაღაც უნდა მოვიმოქმედოთ, თორემ ხვალ გვიან იქნება!

გამოძახილი რუსოფობიურ ისტერიკაზე

174
რაღაც უნდა მოვიმოქმედოთ, თორემ ხვალ გვიან იქნება!

თბილისში რუსი ტელეწამყვანის, ვლადიმერ პოზნერის, ჩამოსვლამ დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია. გთავაზობთ რამდენიმე შეფასებას, რომლებიც სოციალური ქსელის მომხმარებლებმა გამოაქვეყნეს.

ნანა მასხულია:

თემურ უგულავასსტუმარპოზნერს თავს დაესხნენ უგულავასვე დაფინანსებულისირცხვილიასწარმომადგენლები?!

მეგობრებო, თუ გვინდა, გავიგოთ, რა მოხდა წუხელ, უნდა ვიცოდეთ, ვინ არის პოზნერი, ვინ არის მფლობელირუმსისა”, სადაც იგი სტუმრად ბრძანდებოდა, ვინ აფინანსებს სასტუმროსთან გამართული აქციის მონაწილეთა უმრავლესობას, კერძოდ, ორგანიზაციასირცხვილიას”, ვინ იყვნენ გუშინდელ თავდამსხმელთა რიგებში და მერე ჩვენ დასკვნები გავაკეთოთ.

ჩვენი ხელისუფლების შეცდომებიც გამოიკვეთება.

ვინ არის ვლადიმერ პოზნერი? _ რუსეთში მოღვაწე ჟურნალისტი, ებრაელი მამისა და ფრანგი დედის შვილი, ამერიკის მოქალაქე, კათოლიკურად მონათლული, მაგრამ აღიარებული ღვთისმგმობელი, რუსეთის ულტრალიბერალური ფრთის წარმომადგენელი, პუტინთან უთანხმოებაში მყოფი პირი, რომლის ანტიპუტინისტურ მსოფლმხედველობას ეთანხმებიან ქართველი ლიბერტარიანელები, რომლებიც საქართველოს ყველა პარტიაში არიან წარმოდგენილნი. თუ ზოგიერთ რუსულ ინტერნეტრესურსს დავუჯერებთ, იგი ამერიკის რეზიდენტია, ზოგიერთი რუსი პოლიტიკოსი ორმაგ აგენტადაც მიიჩნევს. პოზნერი საქართველოში 2008 წელს, ომიდან, მგონი, ერთი კვირის თავზე იმყოფებოდა, იმხანად იგი ვანო მერაბიშვილის სტუმარი გახლდათ (დამიჯერეთ, ნიშნის მოგებით არ ვამბობ). მერეც ჩამოვიდა ორჯერ თუ სამჯერ.

ვინ არის “რუმსის” ერთ-ერთი მეპატრონე? ვინ და თემურ უგულავა, ენმ-ისა და, კერძოდ მისი ახალგაზრდული მოძრაობა “სირცხვილიას” დამფინანსებელი.

რა მოხდა წუხელ? თემურ უგულავას “სტუმარ” პოზნერს თავს დაესხნენ უგულავასვე დაფინანსებული “სირცხვილიას” წარმომადგენლები (თუმცა არა მხოლოდ ისინი).

პოზნერის სტუმრობამ ვინ “გააღიზიანა” ყველაზე მეტად? _ ელენე ხოშტარია, მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტის კურსდამთავრებული, კერძოდ, ბოლო დროის “გმირის” _ გავრილოვის ყოფილი სტუდენტი; ნინო ბურჯანაძე, რომელმაც არც ისე დიდი ხნის წინათ თავისი მართლაც საუკეთესო რუსულით ინტერვიუ მისცა პოზნერს, ძალიან კეთილგანწყობითა და სიკეკლუცით (მისი ანზორიკო კი კვერცხების მსროლელთა შორის ვიხილეთ).

აღარ გავაგრძელებ და პირდაპირ ვიტყვი: პრობლემა პოზნერის სტუმრობა კი არ არის (ბოლოს და ბოლოს, იტყვის: ამერიკის მოქალაქე ვარ და სტრატეგიულ მეგობარ ქვეყანაში ჩავედიო), არამედ ის, რომ ხელისუფლება ვერ უზრუნველყოფს კომენდანტის საათის და დაწესებული შეზღუდვების ყველასგან დაცვას. შეზღუდვების დაცვა ყველას ერთნაირად რომ მოეთხოვებოდეს, მაშინ ვერც პოზნერი მოისურვებდა აქ ღამისთევით ღრეობას, ვერც უგულავა გაბედავდა 50-კაციანი სუფრის გაშლას, თანაც კომენდანტის საათის დროს და ვერცსირცხვილიაიხეტიალებდა ყოველღამე ქუჩებში.

მოკლედ, ეს შეზღუდვები უნდა მოიხსნას ან ვერავინ გაბედოს მისი დარღვევა.

ცოტა გამიგრძელდა, მაგრამ უნდა ვთქვა: გუშინდელ ინციდენტს პოსტი მიუძღვნა ნიკოლოზ რაჭველმა და გაიხსენა, რომ იგივე მოხდა ალტისტ იური ბაშმეტის კონცერტზე. ნიკამ, ერთი მხრივ, ბაშმეტის წყნარად მოსმენა მინდოდა, მეორე მხრივ, გარეთ მყოფი პროტესტანტების სულისკვეთებას ვიზიარებდიო. იური ბაშმეტი მართლაც საუკეთესო მუსიკოსია, პარალელურად პუტინის მრჩეველია კულტურის საკითხებში. ჰოდა, აი რას ვკითხავდი ნიკას: ჩვენი ნინო ქათამაძე რომ პუტინის პირად მრჩეველთან ერთობლივ პროექტში მონაწილეობდა და რუსეთში მასთან ერთად კონცერტებს მართავდა, ვინმემ ამისთვის გაკიცხა ან უსაყვედურა? _ რა თქმა უნდა, არა. ეს ამბავი არც გახმაურებულა, მაგრამ ქათამაძის ადგილზე, მაგალითად, გიორგი ცაგარელი რომ ყოფილიყო, ხომ ჩადებდნენ მიწაში? თუ რატომ, იმედია, თვითონ მიხვდებით. ასეთი მაგალითი ბევრია. რაც ეპატიება ზოგს, დანაშაულია სხვებისთვის. სულ ვამბობ: ორმაგი სტანდარტი გვაპირისპირებს და გვღუპავს. უბედურება არის ის, რომ ჩვენ საკუთარი თვალითაც კი არ ვცდილობთ, აღვიქვათ და შევაფასოთ მოვლენები _ ყველა თავისი ფავორიტი პარტიის ლოგიკას ენდობა. იმიტომაცაა, დავჩლუნგდით, დავშტერდით, გამოვდეგენერატდით და, საერთოდ, ვერ ვხედავთ რეალობას. დასასრულ, არის რიგი მნიშვნელოვანი საკითხებისა, წესები, რომლებზეც, მიუხედავად ჩვენი მსოფლმხედველობრივი განსხვავებებისა, უნდა შევთანხმდეთ და მკაცრად დავიცვათ. წესი წესი უნდა იყოს ყველასთვის!

ნანა მასხულია, სოციალური ქსელი

* კითხვა: როდის გახდა ელენე ხოშტარიასთვის ცნობილი, რომ რუსეთი ოკუპანტია?

“დავგუგლე” და ელენე ხოშტარია დაბადებულა 1979 წელს. რომელ წელს ჩააბარა და დაამთავრა “მგიმო”, მის ბიოგრაფიაში არ არის მითითებული.

ვთქვათ, ჩააბარა 17 წლისამ 1996 წელს. შესაბამისად, დაამთავრებდა 2001-2002 წლებში. კითხვა: როდის გახდა მისთვის ცნობილი ის, რომ რუსეთი ოკუპანტია?

P.S. არაფერს ვამბობ იმაზე, რომმგიმო”-ში, ჩვეულებრივი ქართველი კი არა, “ჩვეულებრივიმოსკოველი, ძალიან ნიჭიერი რუსი ვერ აბარებდა.

ნიკო კახეთელიძე; სოციალური ქსელი

* “გვაჯერებენ, რომ რუსეთის იმპერიაში მონები ვიყავით და მხოლოდ დასავლეთის მონოპოლისტური კლანების მსახურებაში მოქცეულები გავხდით თავისუფლები!” ალბათ, მსოფლიო ისტორიაში არავინ ყოფილა ისეთი მოწყვეტილი რეალობას და სინამდვილეს, როგორც ჩვენ. ალბათ, ისე არსად გადავგვარებულა და დაბეჩავებულა ერი და ბერი, როგორც ჩვენთან. ალბათ, არავის ისე მოხერხებულად არ ატყუებენ, როგორც ჩვენ და, ალბათ, მსოფლიოშიც პირველები ვართ, ვისაც აჯერებენ, რომ რუსეთის იმპარიაში მონები ვიყავით და მხოლოდ დასავლეთის მონოპოლისტური კლანების მსახურებაში მოქცეულები გავხდით თავისუფლები! ჰოდა, კი მივექანებით იქით და იმ დროში, როცა იმერეთის მეფეს ოსმალური წოდება ჰქონდა და ქართლ-კახეთისას _ სპარსული. როცა გათათრებული თბილისით 7 ნაწილად დაქუცმაცემულ საქართველოში, იმერეთის ყველა მნიშვნელოვან ციხეში ოსმალური გარნიზონი იდგა.…

მარა, არა უშავს! მაინც გავბწყინდებით!

მთავარია, მომავალში ისევ მოვიპაროთ ერთმანეთი და, თუ მე-17 საუკუნეში ოსმალეთის ბაზრობებზე ყოველწლიურად 20 ათასზე ავდიოდით, თანამედროვე პერიოდში რეკორდი შეგვიძლია მოვხსნათ!”

მანანა უძილაური, სოციალური ქსელი

* საქართველოში შემოჭრილი ოკუპანტთა 50-კაციანი რაზმი ქვეყნიდან გაძევებულია! ვაშააააა!

გამარჯვება რუსეთზე (აბა, რა ეგონათ?!)

მამაცი ქართველი პატრიოტები რუსეთზე გამარჯვებას ზეიმობენ! საქართველოში შემოჭრილ ოკუპანტთა 50-კაციანი რაზმი ქვეყნიდან გაძევებულია! ვაშააააა! თანაც, ამისთვის მამაცი ქართველი პატრიოტებისთვის საკმარისი აღმოჩნდა გულზე მჯიღის ცემა, ქართულ-რუსული ბილწსიტყვაობა, სასტვენები, საქართველოს ჰიმნის სიმღერა და კვერცხების სროლა. ისე მოვიპოვეთ სრული გამარჯვება მტერზე, რომ მამაცი პატრიოტების ყველაზე მრისხანე იარაღის _ შარვლების ჩახდისა და უკანალების ჩვენების გამოყენებაც კი აღარ შეიქნა საჭირო. პარტიული მედიების მტკიცებით, ჩვენი 50 პატრიოტი მთელ ქართულ საზოგადოებას წარმოადგენდა, ისევე, როგორც მხოლოდ კარვებში თუ ოპოზიციის მიტინგებზე შეკრებილი რამდენიმე ათეული, ასეული თუ ათასეული კაცი გამოხატავს ქართული საზოგადოების ნებას. დიახ, მხოლოდ ამ ხალხს და მათ შეფებს (და არავის სხვას!) შეუძლიათ, იღაღადონ აბსოლუტური ჭეშმარიტება, ისაუბრონ მთელი საზოგადოების სახელით, ანათემას გადასცენ მათგან განსხვავებულად მოაზროვნეები და გამოხატონ ქართველი ხალხის გულისთქმა.

მერე რა, რომ ჩვენი გმირები და მათი შეფები თოფის პირველივე გავარდნაზე სოროებში მიძვრებიან ხოლმე?! მერე რა, რომ მათი მამაცი ბელადი თვითმფრინავის გადაფრენაზე სამარცხვინოდ ტოვებს უცხო ქვეყნის მინისტრს და მიწაზე ფორთხავს?! მერე რა, რომ ეს მამაცი პატრიოტები ჯერ ცხინვალის რეგიონის 100-ზე მეტ სოფელს დაკარგავენ და იქ დაღუპული ქართველი მეომრების გვამებს მიატოვებენ, მერე უბრძოლველად ჩააბარებენ კოდორის ხეობას, ამის შემდეგ რუსთაველზე ტაშ-ფანდურს გამართავენ და ბოლოს დაკარგულ ტერიტორიებს ქვა-ღორღად მოიხსენიებენ?!

როცა სჭირდებათ, მთელი მსოფლიოს წინაშე იმასაც აღიარებენ, რომ 2008 წელს რუსეთთან ომი საქართველომ დაიწყო, და იმასაც, რომ გარეჯი საქართველო არ არის და .. და .. ეს ასეა იმიტომ, რომ აქ ჩამოთვლილი ყველაფერი მეათეხარისხოვანია. მთავარია, ქვეყნიდან გავაძევოთ გავრილოვი და პოზნერი, ვიპოზიოროთ ტელეკამერების წინ, ერთმანეთს შევეჯიბროთ ლანძღვა-გინებაში და ველურობაში და იმის იქით გინდა, საოკუპაციო ხაზები გადმოუწევია რუსეთს; გინდა, რუსეთში მცხოვრები ქართველები შეუვიწროვებია ან გამოუძევებია და გინდა, ერთი ტურისტიც კი აღარ შემოსულა ქვეყანაში და სულ ჩამოქცეულა ქვეყნის ეკონომიკა. ეკონომიკა რა ბედენაა, სულაც დაქცეულა მთელი ქვეყანა და ქვა ქვაზეც აღარ დარჩენილა, თუ ჩვენი მამაცი პატრიოტები ხელისუფლებაში არ იქნებიან. ხელისუფლებაში ყოფნა კი სალაფავთან ახლოს ყოფნაა და ლამაზი ლოზუნგებით შეფუთული, სალაფავზე დაგეშილი და სისხლმოწყურებული მამაცი პატრიოტები სადისტური წარსულით და კიდევ უფრო სადისტური მომავლის პერსპექტივებით თვალებანთებული აგზნებულად მიიკვლევენ გზას ხელისუფლებისკენ. ჩვენ კი ამ ყოველივეს შორიდან ვუყურებთ, პურის ნაკლებობას სანახაობის სიჭარბით ვინაზღაურებთ და ასე ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ გვიახლოვდება სისხლიანი 9 წელი, ოღონდ უფრო სასტიკი და უფრო სისხლიანი. ტყუილად გვაქვს იმის იმედი, რომ ისინი უმცირესობაში არიან, ბოლშევიკებიც და ფაშისტებიც ხელისუფლებაში მოსვლამდე დიდ უმცირესობაში იმყოფებოდნენ, მაგრამ ზღვარგადასული აგრესიულობით, თავხედობითა და ფანატიზმამდე მისული რევოლუციური აღტყინებით თანდათან მოახერხეს ხალხის ტვინების გამორეცხვა და ყველა ოპონენტის მტრად გამოცხადება (აქედან გამომდინარე ტრაგიკული შედეგებით).

ახლაც, ისევე, როგორც ყველგან და ყოველთვის, ყველა ბნელი საქმე ნათელი იდეებითა და ლამაზი ლოზუნგებით სულდგმულობს. ჩვენ არ ვიცით, როგორ შევაჩეროთ ეს შავი ჭირი, მაგრამ ნამდვილად ვიცით, რომ, თუ ის არ შევაჩერეთ, ჩვენს ქვეყანას ძალიან ბნელი მომავალი ელის წინ. არადა, ჩვენ გარდა, ამის შემჩერებელი სხვა არავინაა, ამიტომ რაღაც უნდა მოვიფიქროთ, რაღაც უნდა მოვიმოქმედოთ, თორემ ხვალ გვიან იქნება.

ნანა კაკაბაძე, სოციალური ქსელი

ge.news-front.info

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here