Home ახალი ამბები საქართველო რატომ შეუტიეს მეუფე სპირიდონს ანუ როგორ დამყარდა საქართველოში “ლგბტქ”-რეჟიმი

რატომ შეუტიეს მეუფე სპირიდონს ანუ როგორ დამყარდა საქართველოში “ლგბტქ”-რეჟიმი

რატომ შეუტიეს მეუფე სპირიდონს ანუ როგორ დამყარდა საქართველოში “ლგბტქ”-რეჟიმი

ის, რაც საქართველოშია მოცემული, არც დემოკრატიაა, არც ავტორიტარიზმი, არც ოლიგოკრატია და არც დიქტატურა. ესაა განსაკუთრებული კოლონიალური რეჟიმი, რომელსაც, აკადემიურად (და არა ქუჩურად) თუ ვიტყვით, “ლგბტქ-რეჟიმი” ეწოდება.

პირდაპირი უცხოური ჩარევები საქართველოდ წოდებული ტერიტორიის აღარ არსებულ “საქმეებში” გრძელდება. ჯერ იყო და, ამერიკელმა სენატორებმა და პენსიაზე გასულმა დიპლომატებმა აიკლეს საინფორმაციო ველი საქართველოს შიდა საკითხებთან დაკავშირებით (და ეს პროცესი დღესაც გრძელდება), შემდეგ ევროკავშირი გააქტიურდა და მიშელ-დანიელსონებმა საპარლამენტო არჩევნების შედეგები “გაგვირჩიეს”.

როდესაც დასავლეთი დარწმუნდა, რომ ქართველებს აღარაფრის თავი არ აქვთ – ვერც არჩევნების საკითხებს აგვარებენ დამოუკიდებლად და რიონის ხეობის თურქებზე გაყიდვაც პრინციპში ჩაყლაპეს (ევროკავშირის წარმომადგენლების ვიზიტის მოლოდინში არიან “ნამოხვანის მცველებიც”) , ისევ გააქტიურდა “ლგბტქ”-ლობი.

დღეს, ჰომოფობიის, ბიფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეს (IDAHOBIT), ვუცხადებთ მხარდაჭერას და სოლიდარობას ლესბოსელ, გეი, ბისექსუალ, ტრანსგენდერ, ქვიარ და ინტერსექს (ლგბტქი+) თემს საქართველოში და ვერთიანდებით, რათა ყველამ იცხოვროს თავისუფალ და თანასწორ გარემოში უსაფრთხოდ და ღირსეულად.

ლგბტქი+ ადამიანები საქართველოში კვლავ აწყდებიან მიკერძოებას, სტიგმას, შემცირებულ შესაძლებლობებს პოლიტიკური, სოციალური და ეკონომიკური ჩართულობის თვალსაზრისით, ასევე ხდებიან ძალადობრივი სიძულვილის და დანაშაულის მსხვერპლი. COVID-19 პანდემიამ უფრო დაუცველნი გახადა ლგბტქი+ პირები, რაც კიდევ უფრო ზრდის მათ წინაშე ადრე არსებულ უსამართლობასა და დაბრკოლებებს ჯანდაცვის, სოციალური დაცვისა და ღირსეული სამუშაოს მიღების გზაზე. ვაღიარებთ, რომ ლგბტქი+ უფლებები არის ადამიანის უფლებები, ჩვენ მოვუწოდებთ ყველა შესაბამის უწყებას საქართველოში მიიღოს მტკიცე ზომები, რათა დასრულდეს სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის და გამოხატვის საფუძველზე დისკრიმინაციის ყველა ფორმა.

საქართველომ მიაღწია პროგრესს ლგბტქი+ პირების მიმართ დისკრიმინაციისა და ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლაში. 2014 წლის მაისში საქართველომ მიიღო მნიშვნელოვანი კანონი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ, რომელიც ემყარება კონსტიტუციაში მოცემულ თანასწორობის პრინციპს და კრძალავს დისკრიმინაციის ყველა ფორმას სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის და გამოხატვის საფუძველზე. ამ კონტექსტში, ჩვენ მივესალმებით საქართველოს ხელისუფლების მიერ ტრანსგენდერი პირის სამართლებრივ აღიარებას, პირველად – 2021 წელს. სახალხო დამცველის აპარატი, როგორც ანტიდისკრიმინაციული მექანიზმი, არ იშურებს ძალისხმევას რათა განსაკუთრებული ყურადღება მიექცეს კერძო და საზოგადოებრივ სივრცეებში ლგბტქი+ თემის მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საჭიროებას, ხელი შეეწყოს ლგბტქი+ საზოგადოებასთან დიალოგს, პრიორიტეტული პრობლემების განსაზღვრის და დისკრიმინაციის და სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის შემთხვევების გამოძიების მონიტორინგის მიზნით“…

– ეს ტექსტი ნაწილია საქართველოში გაერთიანებული ერების ორგანიზაციის, ევროკავSირის წარმომადგენლობის, ავსტრიის, ამერიკის, ბელგიის, გერმანიის, დ.ბრიტანეთის, ესპანეთის, ისრაელის, იტალიის, კანადის, ლუქსემბურგის, ნიდერლანდების სამეფოს, ნორვეგიის, საბერძნეთის, საფრანგეთის, სლოვენიის, ფინეთის, შვედეთის, შვეიცარიის, ჩეხეთის რესპუბლიკის საელჩოების, საქართველოში ევროსაბჭოს ოფისის ხელმძღვანელის და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის ერთობლივი განცხადებისა. ესაა ძალიან ღია, დაუფარავი განცხადება, რომელიც საქართველოს სულში ჩაფურთხების ტოლფასია. ელჩები, რომლებიც ამ საოცარი ტერმინოლოგიით გვესაუბრებიან (“ჰომოფობიას” ხომ მივეჩვიეთ, ახლა “ბიფობია” და “ტრანსფობია” უნდა ვისწავლოთ, რა არის), კმაყოფილნი არიან იმით, რომ საქართველოს ხელისუფლება მათი გლობალისტი დამკვეთების სულისკვეთებას იზიარებს და ქვეყანას წლიდან წლამდე სულ უფრო მჭიდროდ უჭერს “ლგბტ” მარყუჟს. ეს, რა თქმა უნდა, თანასწორობის და ჰუმანურობის ლოზუნგებით კეთდება.

დასავლეთის ელჩების ეს განცხადება 17 მაისს, პატრიარქის მიერ ოჯახის სიმტკიცის დღედ გამოცხადებულ დღეს გავრცელდა (რაც კიდევ უფრო ამძაფრებს ქართველი ერის შეურაცხყოფას). პარალელურად, გააქტიურდა . . სახალხო დამცველის აპარატიც, რომელიც მანამდე ნინოწმინდის საეკლესიო საბავშვო პანსიონს ეშმაკივით შეუჩნდა. ნინო ლომჯარიას აპარატი, რომელიც დიდწილად ეკლესიის მტრებით არის დაკომპლექტებული, ბუნდოვანი ბრალდებებით (საკუთარი თავის მიერვე შეთხზული ინსინუაციებით) ცდილობდა პანსიონის დისკრედიტაციას. ბოლო ეტაპზე, ე. ი. ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღიდან მეორე დღეს, 2 ივნისს, თავად ლომჯარია გადავიდა შეტევაზე და ურცხვი განცხადება გააკეთა. კერძოდ, მან თქვა, რომ უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში, 2016-2021 წლებში, პანსიონატში, სავარაუდო ძალადობის ფაქტებზე, მათ შორის, სავარაუდო გაუპატიურების ფაქტზე, ოთხი საქმე იყო აღძრული და საქმე ისე წარმოაჩინა, რომ მართლაც რაღაც საშინელებები ხდება.

ეს ბინძური ბრალდებები შსს ფაქტობრივად უარჰყო. გაირკვა, რომ არანაირი მტკიცებულებები, შესაბამისად, არანაირი ფაქტები, არ არსებობს. თუმცა შსს, როგორც უნიათო ქოც-მთავრობის ნაწილი, დაშინებულია, და რაღაც “სტანდარტებზე” საუბრობს, ვითომ და, მტკიცებულებები ამ სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებსო. ანუ შსს-მ რაღაც ინტერპრეტაციების საშუალება დაუტოვა სოროსის მიერ დაკომპლექტებულ ომბუდსმენის აპარატს, ნაცვლად იმისა, რომ ცალსახა განცხადება გაეკეთებინა.

შემდეგ, ლომჯარია-სოროსელებს მხარი აუბა ევროდეპუტატმა, საოცარი სახელით – მარკეტა (გვარად გრეგოროვა). ქალბატონი მარკეტა შემჩნეულია ლიბერასტ-ოპოზიციის მხარდაჭერაში. ამჯერად მან ნინოწმინდის პანსიონატის “გამჭვირვალობა” მოითხოვა. ასეთივე “გამჭვირვალობა” და სოროსული ომბუდსმენის აპარატისადმი მორჩილება მოითხოვა ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, ჰარცლმა (ციტატა: “აბსოლუტურად ფუნდამენტურია, რომ სახალხო დამცველს ჰქონდეს საშუალება განახორციელოს კონსტიტუციური უფლება და დახურული ინსტიტუტების მონიტორინგი აწარმოოს”).

დაბოლოს, რა ვნახეთ: სასამართლო, ვიღაც მახინჯი ლგბტტიპაჟების (პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის) ჩივილის საფუძველზე, ფაქტობრივად უვარდება საეკლესიო პანსიონს და ართმევს აღსაზრდელ ბავშვებს. ამ მახინჯების “ეჭვები” საკმარისი ყოფილა იმისათვის, რომ სასამართლომ ასეთი რადიკალური გადაწყვეტილება მიიღოს!

სწორედ ეს გახლავთლგბტქრეჟიმისდამყარება საქართველოში, არც მეტი, არც ნაკლები!!!

ახლა იმაზე, თუ რატომ მაინცდამაინც ნინოწმინდის პანსიონი, რომელსაც მეუფე სპირიდონი (აბულაძე) ხელმძღვანელობს და თავის ზრუნვას არ აკლებს.

მეუფე სპირიდონი ის მტკიცე ბურჯია ჩვენს ეკლესიაში, რომელიც იმის თქმას არ უფრთხის, რის აღიარებასაც სხვები უფრთხიან – საქართველოს ხსნა არ გამოვა ევროკავშირით და ნატოთი, საქართველო მართლმადიდებელ რუსეთთან უნდა ეძებდეს პრიორიტეტულ კავშირებს! ამის შესახებ მეუფემ არაერთ ქადაგებაში განაცხადა (მან ხომ მშვენივრად იცის, რა ხდება სამხრეთ საქართველოში – აჭარასა და მესხეთში, როგორ იზრდება თურქეთის გავლენა) და ლიბერასტების რისხვა დაიმსახურა.

ეს უკვე საკმარისი მომენტია იმისათვის, რომ მეუფე სპირიდონის წინააღმდეგ კამპანია აგორებულიყო, როგორც ააგორეს კამპანია მეუფე იოანეს (გამრეკელი) წინააღმდეგ, როდესაც მან, თავის ჩვეულ პირდაპირ და დაუფარავ სტილში, განაცხადა, რომ მართლმადიდებელმა რუსეთმა იხსნა მართლმადიდებელი საქართველო!

მაგრამ, ვინაიდან მეუფე სპირიდონი ასევე განსაკუთრებით შეურიგებელია ლგბტ-პროპაგანდის მიმართ, მის წინააღმდეგ აგორებული კამპანია გამძაფრდა და დაჩქარდა. მეუფეს ირიბად სწამებენ ცილს, რომ მან დაუშვა მძიმე გადაცდომები ნინოწმინდის პანსიონში. არადა, ეს სავსებით გამორიცხულია. მეუფე სპირიდონი არის უკიდურესად წესიერი, ზნემაღალი პიროვნება და სასულიერო პირი. მის დაქვემდებარებაში მყოფი ვერც ერთი სასულიერო თუ საერო ადამიანი იმის გაფიქრებასაც კი ვერ გაბედავს, რომ რაიმე უკადრისი იკადროს, მით უმეტეს, ბავშვების მიმართ! მეუფე სპირიდონი მსგავს ფაქტს ვერასოდეს შეეგუება და პოლიცია ვერ დაასწრებს მას დამნაშავის სასტიკად დასჯას!

ეს ყველამ იცის, ბევრი ვიდეომასალა გავრცელდა უკვე, მადლობა მათ, ვინც არ დაიზარა სიმართლის თქმა… მაგრამ, ასევე ხომ გაავრცელეს ჭორი, გათვლილი თანამედროვე მეშჩანობაზე, კოლეგა ბადრი ნაჭყებიას დავესესხები ტერმინს – “ლავოჩნიკ” ქართველებზე, რომლებიც ყოველთვის ხელისუფლების მხარეს არიან (სულ ერთია, “მიშა” იქნება თუ “ბიძინა”). ბევრი მათგანი, ნიუსების ქვეშ განთავსებული კომენტარების ველში თუ სოციალურ ქსელებში სწორედ ეკლესიას გმობს – არა იმიტომ, რომ მაინცადამაინც ძალადობა-გაუპატიურების არარსებული ფაქტების არსებობისა სჯერა, არამედ იმიტომ, რომ მისი “ლავოჩნიკური” ტვინი აპრიორი არ ღებულობს ბავშვების სულიერ, საეკლესიო აღზრდას. ის, რომ ბავშვის აღსაზრდელად და გამოსასწორებლად მას შეიძლება ათჯერ თუ ოცდაათჯერ პირჯვრის გადაწერა უბრძანო, “დისკრიმინაცია” და “ჩაგვრაა”. ახლა ამათ დავით გურამიშვილი წაკითხული კი არა, გაგონილი თუ ჰყავთ, კარგია, მაგრამ საქმეს ვერ შველის…

ამიტომ, კიდევ ერთხელ ვამბობ: ქვეყანაში დამყარდა ლგბტქ-რეჟიმი! ამ რეჟიმის დამყარება გადის სწორედ ისეთი “პრორუსულად” შერაცხული პატიოსანი ადამიანების დისკრედიტაციასა და შევიწროებაზე, როგორიც მეუფე სპირიდონია!

გულბაათ რცხილაძე

https://ge.news-front.info/

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here