Home რუბრიკები საზოგადოება რატომ აქვს საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრს თითქმის მთელი ქონება მეუღლის...

რატომ აქვს საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრს თითქმის მთელი ქონება მეუღლის სახელზე გაფორმებული

ტარიელ ხეჩიკაშვილი

საქართველოში, ოფიციალური მონაცემებით, 900 ათასამდე მოქალაქე სოციალურ შემწეობასა და პენსიაზეა დამოკიდებული, რომელიც სრულფასოვანი კვებისთვისაც არ არის საკმარისი. მაშინ, როდესაც საქართველოს მოსახლეობის ლამის მილიონამდე მოქალაქე შიმშილის ზღვარზეა პარლამენტსა თუ მთავრობაში მილიონერების სიმცირეს არ ვუჩივით. მილიონერ მაღალჩინოსანთა შორის არის საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, რომლის ქონებაც, სხვადასხვა მონაცემით, 11 253 000 ლარია.

საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი 1970 წლის 13 თებერვალს თბილისში დაიბადა. მისი მეუღლე ეკატერინე ინასარიძეც თბილისშია დაბადებული 1971 წლის 20 ივნისს; შვილები: თამარ, რუსუდან, დავით, გიორგი, ცოტნე, იოანე და მარიამ ხეჩიკაშვილებიც თბილისში დაიბადნენ, ყველაზე უფროსი _ 1996 წელს, პატარა კი _ 2014 წელს. ტარიელ ხეჩიკაშვილს ქონებრივი დეკლარაცია 2016 წლის 8 ივლისს შეუვსია.

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის ქონების ჩამონათვალი საკმაოდ შთამბეჭდავია, თუმცა მთელი ქონება მინისტრის მეუღლის სახელზეა გაფორმებული. 63.21 კვ.მ ბინა შავი ზღვის ქუჩაზე მინისტრის მეუღლის საკუთრებაა. ეკატერინე ინასარიძის სახელზეა გაფორმებული 1177.51 კვ.მ ფართობის საცხოვრებელი სახლი თბილისში, დიღმის სასწავლო საცდელი მეურნეობის ტერიტორიაზე; 1200 კვ.მ მიწის ნაკვეთი _ საგურამოში; 1000 კვ.მ მიწას ფლობს ეკატერინე ინასარიძე დიღმის სასწავლო-საცდელი მეურნეობის ტერიტორიაზე. იმავე ტერიტორიაზე 142.81 კვ.მ ბინისა და 800 კვ.მ. საცხოვრებელი სახლის მფლობელიც ეკატერინე ინასარიძე გახლავთ. ერთადერთი უძრავი ქონება, რომელიც მილიონერი მინისტრის სახელზეა გაფორმებული, არის 18 კვ.მ ფართობის ავტოფარეხი, თუმცა მინისტრს, დეკლარაციის თანახმად, ავტომობილი არ ჰყავს. volkswagen tiguan-ის (გამოშვების წელი 2011) მფლობელია მინისტრის მეუღლე ეკატერინე ინასარიძე.

ტარიელ ხეჩიკაშვილი სააქციო საზოგადოება “ვივი”-ში ფლობს აქციებს. შთამბეჭდავია ხეჩიკაშვილების წყვილის საბანკო ანგარიშებიც: ტარიელ “საქართველოს ბანკში” ხეჩიკაშვილის მიმდინარე ანგარიშზე 8689.52 აშშ დოლარი ერიცხება. ასევე “საქართველოს ბანკში” მინისტრის მიმდინარე ანგარიშზეა 2563.48 ლარი. კიდევ ერთ ანგარიშზე იმავე ბანკში ხეჩიკაშვილს 3479.02 აშშ დოლარი აქვს. ეკატერინე ინასარიძეს “საქართველოს ბანკში” “ვიზა ინფინიტის” ანგარიშზე 22.97 ლარი და 80.80 აშშ დოლარი ერიცხება. მინისტრის მეუღლეს “ვი-თი-ბი ბანკში” მიმდინარე ანგარიშზე 90 450 აშშ დოლარი ერიცხება, ხოლო ანაბარზე დარიცხული თანხა ამავე ბანკში 25000 აშშ დოლარია. “ვი-თი-ბი ბანკში” ეკატერინე ინასარიძეს კიდევ რამდენიმე ანაბარი აქვს გახსნილი. მათზე დარიცხული თანხებია: 25 000 აშშ დოლარი; 50 000 აშშ დოლარი და 50 000 აშშ დოლარი. “რესპუბლიკა ბანკში” საკრედიტო ბარათზე ინასარიძის დებეტი 14235.46 აშშ დოლარს შეადგენს. “რესპუბლიკა ბანკში” კი მიმდინარე ანგარიშზე 885.53 ლარი ერიცხება. ამავე ბანკში მინისტრის მეუღლის კიდევ ერთ მიმდინარე ანგარიშზე 680.90 აშშ დოლარი ირიცხება. ტარიელ ხეჩიკაშვილის დებეტი “საქართველოს ბანკში” საკრედიტო ბარათზე 411 166.40 აშშ დოლარია. “თი-ბი-სი ბანკში” კი მიმდინარე ანგარიშზე მას 44602.28 აშშ დოლარი აქვს. “თი-ბი-სი ბანკში” მინისტრის დებეტები 44215.40 და 277760 აშშ დოლარითაა განსაზღვრული.

საკმაოდ საინტერესოდ გამოიყურება სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მინისტრის ბიზნესსაქმიანობაც. ტარიელ ხეჩიკაშვილი შპსავტო სერვის კავკასიასპარტნიორია უვადოდ. აღსანიშნავია, რომ შპსავტო სერვის კავკასია” 2008 წლის 25 აგვისტოს დარეგისტრირდა და მოქმედი მინისტრის პარტნიორობაც მაშინ განისაზღვრა უვადოდ; მაშინ, როდესაც საქართველოს მოსახლეობა ომის შედეგად მიყენებული ტკივილის მოშუშებას ცდილობდა, ხეჩიკაშვილი ბიზნესსა და მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე ფიქრობდა. ხეჩიკაშვილი პარტნიორია შპს “ავტოსტილის”, რომელიც 2007 წელს დარეგისტრირდა. მინისტრი “შპს კავკასუს მოტორსის” პარტნიორიც გახლავთ, რომელიც 2011 წელსაა დარეგისტრირებული და მისი მონაწილეობა ამ შემთხვევაშიც უვადოდ განისაზღვრება. 2009 წელს დარეგისტრირებულ შპს “იბერია ავტოს” პარტნიორი (უვადოდ) ხეჩიკაშვილი 2010 წელს გახდა. 2010 წელს დარეგიტრირდა შპს “იბერია ავტო ცენტრი”, რომლის პარტნიორიც ასევე უვადოდ არის ბატონი ხეჩიკაშვილი. “იბერია ავტო ცენტრიდან” მისი წლიური შემოსავალ 2 647 368 ლარს შეადგენს. მინისტრი შპს “იბერია ავტო ჰაუსის” პარტნიორიც გახლავთ, რა თქმა უნდა, უვადოდ. ზემოთ ხსენებული შპს 2004 წელსაა დარეგისტრირებული. 2007 წელს დარეგისტრირებულ შპს “იბერია ავტო ლენდის” პარტნიორიც არის “ოცნების ხელისუფლების” წარმომადგენელი, ამ შემთხვევაშიც მისი პარტნიორობის ვადა განუსაზღვრელია. ტარიელ ხეჩიკაშვილი შპს “იბერია სერვისის” პარტნიორიცაა, რომელიც 2002 წელს არის დარეგისტრირებული და სპორტის მინისტრის პარტნიორობაც აღნიშნული პერიოდიდან უვადოდ განისაზღვრება. შპს “სენა ავტო” იმ ჩამონათვალშია, რომელშიც ხეჩიკაშვილი უვადო პარტნიორია. შპს “კია მოტორს ჯორჯია” 2007 წელს დარეგისტრირდა, მილიონერი მინისტრის პარტნიორობა აქაც უვადოდ განისაზღვრება. შპსკია მოტორს ჯორჯიადანმისი წლიური შემოსავალი 5 606 250 ლარია. შპს “იბერია ბიზნეს ჯგუფიც” ხეჩიკაშვილის სახელთან ასოცირდება, იგი აქაც უვადო პარტნიორია. შპს “სითი სპორტი” 2007 წელს დარეგისტრირდა და სპორტის მინისტრის პარტნიორობა ამ შემთხვევაშიც უვადოდ განისაზღვრება. ხეჩიკაშვილი 2011 წელს დარეგისტრირებულ შპს “ფეხბურთის საერთაშორისო საკონსულტაციო ჯგუფის” პარტნიორიცაა, რა თქმა უნდა, აქაც უვადოდ. 2007 წელს დარეგისტრირდა შპს “იბერია ინვესტი”, “ოცნების მინისტრის” პარტნიორობა აქაც უვადოდ განისაზღვრება. შპს “იტა სერვისი” 2013 წელს დარეგისტრირდა და ხეჩიკაშვილი ამ ბიზნესის პარტნიორიცაა. შპს “კრეს ავტო ჰაუსის” პარტნიორი 2004 წელს ეკატერინე ინასარიძე გახდა. 2013 წელს დარეგისტრირებულ შპს “სპორტ ინვესტის” პარტნიორიც მინისტრის მეუღლეა, პარტნიორობის ვადა აქაც უვადოდ განისაზღვრება. ტარიელ ხეჩიკაშვილი 2010 წელს დარეგისტრირებულ შპს “სპორტულ კლუბ ოლიმპის” პარტნიორია უვადოდ. 2005 წლიდან შპს “იბერია სითის” პარტნიორია ეკატერინე ინასარიძე. იგი 1996 წელს დარეგისტრირებული შპს “ტაროს” პარტნიორია 2015 წლიდან _ მას შემდეგ, რაც მისი მეუღლე სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი გახდა. ტარიელ ხეჩიკაშვილი შპს “კავკასიის ავტო ცენტრის” პარტნიორიცაა. ეკატერინე ინასარიძე გახლავთ პარტნიორი ბიზნესებისა: შპს “იბერმობილში”; შპს “იბერია სერვისში”; შპს “იბერია ტექ ავტომოტივში” და “სპორტ სალერ ცენტრში”.

უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ხეჩიკაშვილი “ნაციონალური მოძრაობის” მმართველობის პერიოდში ლამის ყოველწლიურად არეგისტრირებდა ახალ-ახალ ბიზნესს. ყველასთვის კარგად არის ცნობილი, რა ტერორში იყო ნაციონალების მმართველობისას ბიზნესი და თითქმის ყველამ, ვისაც “ნაციონალები” არ “კრიშავდნენ” ან რეჟიმთან ახლო ურთიერთობაში არ იმყოფებოდა, ბიზნესი დაკარგა. როგორც ჩანს, “ოცნების მილიონერ მინისტრსაც” ახლო ურთიერთობა უნდა ჰქონდა სააკაშვილის რეჟიმთან.

ტარიელ ხეჩიკაშვილის წლიური შემოსავალი “იბერია ბიზნეს ჯგუფის” პრეზიდენტობიდან 87816.06 ლარია. შპს “ავტო ლიზინგ ჯორჯია” ბიზნეს კონსულტანტობიდან _ 6883.75 ლარი, ხოლო საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის წლიური შემოსავალი 50 000 ლარია.

ტარიელ ხეჩიკაშვილის სასესხო ვალდებულებების ნუსხა კი ასეთია: 800 000 ლარი, გასავალი ნული ლარი, 250 250 ლარზე წლიური გასავალი 559 016 ლარი; 600000 ლარიან სესხზე მინისტრის წლიური გასავალი 1327896 ლარია; 150000 ლარზე გასავალი _ 420223 ლარი; 450000 ლარზე კი ხეჩიკაშვილის წლიური გასავალი 326029 ლარს შეადგენს. ეკატერინე ინასარიძეს უძრავი ქონება 70 500 აშშ დოლარად შეუძენია, მის მიერ ნასყიდობის სანაცვლოდ დაფიქსირებული გასავალი კი 15000 აშშ დოლარია. 513000 აშშ დოლარის ოდენობის იპოთეკური სესხი აქვს “საქართველოს ბანკში” მილიონერ მინისტრს და აღნიშნულ სესხში მისი წლიური გასავალი 81979.55 აშშ დოლარია.

ტარიელ ხეჩიკაშვილს შპს “კავკასიის ავტოცენტრის” კაპიტალიდან 838500 ლარად წილი შეუსყიდია. შპს “იბერია ავტოს” კაპიტალში წილის ყიდვა 50000 ლარი დასჯდომია. ეკატერინე ინასარიძე შპს “იბერმობილის” კაპიტალში უყიდია წილი 225000 ლარად. მინისტრს წილი შპს “იბერია სერვისის” კაპიტალში 450 000 ლარად შეუძენია. მის მიერვე იქნა შეძენილი წილი შპს “იბერია ტექ ავტო მოტივის” კაპიტალში 374775.04 ლარად.

ტარიელ ხეჩიკაშვილს საქართველოში რეგისტრირებული ნებისმიერი იურიდიული პირის კაპიტალში წილის მართვა და მითითებული იურიდიული პირების კაპიტალში წილის განკარგვა ავთანდილ ხეჩიკაშვილისთვის მიუნდვია. მინდობილობა 2015 წელს გაფორმდა.

შპს “იბერია ბიზნეს ჯგუფში” მოთხოვნების გაქვითვის საფუძველზე ხეჩიკაშვილის გასავალი 1327896 ლარია. საფეხბურთო სკოლა “საბურთალოში” ურთიერთმოთხოვნების გაქვითვის შედეგად მინისტრის გასავალი 1327896 ლარია. შპს “სპორტ ინვესტში” ურთიერთმოთხოვნების გაქვითვის შედეგად ხეჩიკაშვილის გასავალი 1327896 ლარია. ეკატერინე ინასარიძეს შპს “სპორტ სალერ ცენტრის” კაპიტალიდან წილი 1 ლარად გამოუსყიდია, შპს “ტარო”-დან კი წილის გამოსასყიდად 11 ლარი გადაუხდია. “ბანკ რესპუბლიკაში” ინასარიძის სესხი 24000 აშშ დოლარია და მისი წლიური გასავალი ამ სესხზე 3393.26 აშშ დოლარია. ტარიელ ხეჩიკაშვილს 280000 აშშ დოლარი სესხი “თი-ბი-სი ბანკში” აქვს, მისი გასავალი აღნიშნულ სესხზე დეკლარაციის შევსების დროს ნული ლარი იყო.

ტარიელ ხეჩიკაშვილის ქონების გადასახადი 7120 ლარი გადაუხდია, ქველმოქმედებისთვის კი მისი გასავალი 60 000 და 35 000 ლარია.

საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრს განათლება სამოქალაქო ინსტიტუტ “კაბადონში” 1997-2002 წწლებში მიუღია, პროფესიით სამართალმცოდნეა.

პროფესიული გამოცდილება კი ასეთია:

* 1995-1999 წწ. _ შპს “ტარო”-ს დამფუძნებელი, პარტნიორი და დირექტორი;

* 1999-2001 წწ. _ შპს “იბერმობილის” დამფუძნებელი, პარტნიორი და დირექტორი;

* 2001-2015 წწ. _ “იბერია ბიზნეს ჯგუფი”, დამფუძნებელი;

* 2001-2015 წწ. _ “იბერია ბიზნეს ჯგუფი”, საფეხბურთო კლუბი “საბურთალოსა” და ავტობაზრობის (ქ. რუსთავი) მფლობელი.

გიორგი გელაშვილი

1 COMMENT

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here