Home სხვადასხვა ყვითელი გვერდი რატომ არ უნდა გავალოკვინოთ ძაღლს სახე

რატომ არ უნდა გავალოკვინოთ ძაღლს სახე

2888
ძაღლი

შესაძლოა, იფიქროთ, რომ, თუკი თქვენი მოსიყვარულე ძაღლი სახეზე ენას გაგისვამს, ამაში ცუდი არაფერია, პირიქით _ ეს კეთილგანწყობის ერთგვარი გამოხატვაა. მართალია, თქვენი ერთგული ოთხფეხა მეგობარი თქვენთვის ზიანის მოყენებას სულაც არ ფიქრობს, მაგრამ, სამწუხაროდ, ამას ვერ ვიტყვით იმ ბაქტერიებზე, რომლებიც ძაღლის ენაზე ცხოვრობენ. მართალია, რომ ძაღლის ნერწყვი ადამიანისაზე უფრო სუფთაა? ეს მითია.

როგორც მარტი ბეკერი, ავტორი წიგნისა “ქათმის წვნიანი ძაღლის პატრონისთვის”, ამბობს, “ძაღლები დარბიან ნაგვის ყუთების გარშემო. ადამიანები ერთმანეთს ლოყაზე კოცნით ესალმებიან, ძაღლები კი ერთმანეთს ცხვირს უკანალზე ადებენ”.

ჯონ ოქსფორდი, ვირუსოლოგიისა და ბაქტერიოლოგიის პროფესორი ლონდონში, ასევე, ხაზს უსვამს იმას, თუ რამდენი ბაქტერია შეიძლება იყოს ძაღლის ცხვირზე და პირის ღრუში: “საქმე მხოლოდ ნერწყვში არ არის. ძაღლები თავიანთი ცხოვრების ნახევარს რაღაცების დაყნოსვაში ატარებენ. ასე რომ, მათი თავი სავსეა სხვადასხვა მიკრობით, ბაქტერიითა და ვირუსით”. ამ ბაქტერიებმა, მიკრობებმა და ვირუსებმა, შესაძლოა, ადამიანის ჯანმრთელობას სერიოზული პრობლემები შეუქმნას.

ყველაზე მარტივი დაავადება, რომელიც შეიძლება ძაღლის კოცნის შედეგად აიკიდოთ, არის კანის იშვიათი, ანთებითი ხასიათის დაავადება ლიქენი. თუ ძაღლს ლიქენის ბაქტერიები ჰყავს და თქვენ მას აკოცებთ, ეს დაავადება გარანტირებული გაქვთ.

მეტიცილინ-რეზისტენტული ოქროსფერი სტაფილოკოკი გსმენიათ? ეს ინფექცია აზიანებს ადამიანის კანს. ძაღლებისთვის ეს ბაქტერიები განსაკუთრებულ საშიშროებას არ წარმოადგენენ, მაგრამ, როცა მათთან კონტაქტი მოუწევთ, “ჰეფი ენდს” არ უნდა ელოდონ. ეს არის სტაფილოკოკი, რომელიც ჰგავს მეტიცილინ-რეზისტენტულ ოქროსფერ სტაფილოკოკს, ოღონდ ეს ბაქტერიები პრაქტიკულად არ ექვემდებარება მკურნალობას. ამიტომ, გულწრფელად რომ ვთქვათ, აჯობებს, არ დავუშვათ ამ ინფექციების ჩვენს ორგანიზმში შეღწევა. რაც შეეხება Capnocytophaga Canimorsus-ს _ ეს არის ყველაზე დიდი საშინელება, რომელიც კი შეიძლება დაგემართოს ადამიანს.

ასე რომ, არ გირჩევთ, ძაღლს აკოცოთ, თუმცა ვერ აგიკრძალავთ. არჩევანი თქვენზეა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here