Home რუბრიკები სამართალი რატომ არ დაჰკითხეს ელენე თევდორაძე და სოზარ სუბარი ე.წ. ციხის ბუნტის საქმეზე?

რატომ არ დაჰკითხეს ელენე თევდორაძე და სოზარ სუბარი ე.წ. ციხის ბუნტის საქმეზე?

ელენე თევდორაძე

კორონავირუსის პანდემიის ფონზე ყურადღების მიღმა დარჩა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზეკუხალაშვილი და სხვები საქართველოს წინააღმდეგ”, რომელიც 2 აპრილს გამოქვეყნდა. საქმე ეხება 2006 წლის 27 მარტს #მე-5 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში .. ციხის ბუნტისას პატიმრების _ 23 წლის ზურაბ კუხალაშვილისა და 29 წლის არსენ ბუხრაშვილის _ გარდაცვალებას .. ბუნტის დროს მიღებული ჭრილობების შედეგად. ისინი სასიკვდილოდ დაჭრეს #მე-5 დაწესებულების როგორც ეზოში, ასევე სარეჟიმო კორპუსში შესული სპეცდანიშნულების რაზმების წევრებმა ცეცხლსასროლი იარაღიდან ქაოსური სროლისას.

სოზარ სუბარი

ოფიციალური მონაცემებით, .. ბუნტის დროს დაიღუპა 7 პატიმარი, დაიჭრა 22 პატიმარი და ციხის ორი თანამშრომელი. სტრასბურგის სასამართლომ მიიჩნია, რომ 2006 წლის 27 მარტსბუნტისჩახშობის სპეცოპერაცია, რომელსაც ხელმძღვანელობდა ბაჩანა ახალაია, იყო უკონტროლო, გამოყენებული ძალა კი _ გადაჭარბებული. სასამართლოს გადაწყვეტილებაში მოხსენიებულია ბაჩანა ახალია, მაგრამ არაფერია ნათქვამიევროპული საქართველოსლიდერ გიგა ბოკერიაზე, რომელიცციხის ბუნტისასადგილზე იმყოფებოდა და, როგორც პატიმრები ამბობდნენ, სროლის ბრძანებაც მან გასცა. ვინ და რატომ აფარებს ხელს გიგა ბოკერიას? რატომ არ დაჰკითხეს ადამიანის უფლებათა დაცვის იმჟამინდელი საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ელენე თევდორაძე და სახალხო დამცველი სოზარ სუბარი? ვის აძლევს ხელს დამნაშავე ოპოზიციონერის ყოფნა პარლამენტში? _ ამ და სხვა საინტერესო თემებზე უფლებადამცველები გელა ნიკოლიშვილი და ნანა კაკაბაძე გვესაუბრებიან.

გელა ნიკოლაიშვილი
გელა ნიკოლაიშვილი

ელენე თევდორაძემ რაც ილაპარაკა, იყო პოსტსაუბარი და ისიც პრესითსოზარ სუბარმაც განაცხადა, რომ მან დაინახა იქ გიგა ბოკერია, მაგრამ კატეგორიულად უარყოფს ბოკერიას მონაწილეობას იმ პროცესებში

გელა ნიკოლიშვილი, ადვოკატი:

_ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებები არ ეხება კონკრეტულ პიროვნებებსა და ორგანიზაციებს, საქმე ყოველთვის ეხება სახელმწიფოს მიერ ჩადენილ გადაცდომებსა და დანაშაულებს. ამ კონკრეტულ საქმეში საუბარია, რომ სახელმწიფოს სახელით მოქმედმა სტუქტურამ თუ პიროვნებებმა ხელყვეს ადამიანების სიცოცხლე, დაარღვიეს ევროპული კონვენციის მე-2 მუხლი, ამიტომ აქაც, როგორც სხვა შემთხვევებში, არის საუბარი იმაზე, რომ სახელმწიფომ კომპენსაცია გადაუხადოს დაზარალებულებს. ამ შემთხვევაში სახელმწიფოს წარმოადგენდა ბაჩანა ახალაია, რადგან პენიტენციური დაწესებულების ხელმძღვანელი ის იყო. სტრასბურგის სასამართლო არ იძიებს საქმეს ვარაუდით, შემთხვევის ადგილზე ვინ იყო და რას სჩადიოდა, ვინ გადაამეტა უფლებამოსილებას და ა.შ.

_ როგორც ცნობილია, ამ საქმის გაგრძელება შეიძლება, თუ ხელისუფლების ნება იქნება. შესაძლოა, დაიკითხოს მაშინდელი სახალხო დამცველი სოზარ სუბარი და ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე ელენე თევდორაძე, რომლებმაც კარგად იციან, რა ჩაიდინა გიგა ბოკერიამ

_ მე იქ ვიყავი მთელი ღამისა და დღის განმავლობაში, იქ იყვნენ პატიმრების ოჯახის წევრებიც, ვცდილობდით, შეგვეღწია შიგნით, იყო შეხლა-შემოხლაც, ჩვენი დაკავების მუქარაც, მაგრამ, მიუხედავად ყველაფრისა, ვერ შევძელით შიგნით შესვლა. შესაბამისად, რაც შიგნით ხდებოდა, გადმოცემით ვიცით ყველამ. მოსმენილი და წაკითხული გვაქვს სოზარ სუბარისა და ელენე თევდორაძის საუბრები. ვიდრე მათ საუბრებზე ვილაპარაკებ, ვიტყვი, რომ როდესაც ციხეში ბუნტის მოწყობის ბრალდებით ექვსი პატიმარი გაასამართლეს, ერთ-ერთის ადვოკატი მე გახლდით. დაიკითხა ბაჩანა ახალაიაც. მან თქვა, რომ არაპროპორციული ძალა არ იყო გამოყენებული და ბუნტის აღსაკვეთად იძულებულნი იყვნენ, სათანადოდ ემოქმედათ. ელენე თევდორაძემ უკვე მომხდარის შემდეგ ილაპარაკა, ისიც პრესაში… სოზარ სუბარმაც განაცხადა, რომ მან დაინახა იქ გიგა ბოკერია, მაგრამ უარყოფს ბოკერიას მონაწილეობას იმ პროცესებში. ეს ყველაფერი პრესიდან ვიცი. აქედან გამომდინარე, ვერ ვიტყვი, რა გაგრძელებას ჰპოვებს ეს საქმე ხელისუფლების მხრიდან. როგორც ჩემთვის ცნობილია, აღნიშნულ საქმეზე დაკითხულია ყველა, მათ შორის, ბოკერიაც. ჩვენებები, რომლებიც პროკურატურამ მოიპოვა, საკმარისი არ არის ბოკერიას დასადანაშაულებლად.

_ ინტერვიუში, რომელიც მე ჩამოვართვი ელენე თევდორაძეს, შეკითხვაზე _ გასცა თუ არა ბოკერიამ სროლის ბრძანება, ქალბტონმა ელენემ თანხმობის ნიშნად თავი უხმოდ დამიქნია

_ თქვენ, ჟურნალისტებმა, მეტი იცით, მაგრამ აქვე გეტყვით: ელენე თევდორაძის თავის დაქნევა არ არის საკმარისი სასამართლოსთვის. აუცილებელია სხვა სახის მტკიცებულებები, რათა სამართალი აღსრულდეს. აუცილებელია, იყოს მოწმე, რომელიც იტყვის – ვინ ვის რა უბრძანა. საუბრები იმაზე, რომ ავტომატი მას ეჭირა, ის მივარდა და ხელიდან გამოჰგლიჯა, რომ “კარმუშკებში” ესროდნენ, საკმარისი არ არის.

_ რისთვის სჭირდებოდა ციხეში მყოფი ადამიანების დაშინება სააკაშვილის ხელისუფლებას? პატიმარი ხომ ისედაც დატყვევებული და შეშინებულია?

_ დაშინება იმისთვის სჭირდებოდათ, რომ ძალა ეჩვენებინათ ხალხისთვის; რომელიც მათი მომხრე არ იყო, ყველა მტრად მიაჩნდათ, პატიმრებში ბევრი ეგულებოდათ ასეთი, ამიტომ საჭირო იყო ამ ადამიანების დაშინება. სურდათ, დაენახვებინათ საზოგადოებისთვის, რომ უკან არაფერზე დაიხევდნენ და გააკეთეს კიდეც ეს. არ ვიცი, მართლა გასცა თუ არა სროლის ბრძანება ე.წ. ციხის ბუნტის დროს ბოკერიამ, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ ის “ნაციონალური მოძრაობის” მთავარი მამოძრავებელი ძალა და იდეოლოგი იყო. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ ის ციხეში მივიდოდა და მთავარი თუ არა, ერთ-ერთი მაინც იქნებოდა გადაწყვეტილების მიმღებთა შორის.

რასაც ახლა ვამბობ, ე.წ. ქურდების ნალაპარაკევია, მაგრამ, თუ იქნება კეთილი ნება იმისა, რომ “ციხის ბუნტის” საქმეზე სამართლებრივი გადაწყვეტილება დადგეს, ეს აუცილებლად უნდა გააკეთონ. ამისთვის საჭიროა, ჩვენებები იმ ადამიანებისა, რომლებიც შიგნით იყვნენ.

_ კეთილი ნება ახსენეთ, რატომ არ აქვს ხელისუფლებას ეს კეთილი ნება, რათა .. ოპოზიციის წევრებს შორის დანაშაულის ჩამდენები დაისაჯონ?

_ კრიმინალთან თანაარსებობა არ შეიძლება, მაგრამ, როდესაც ხელისუფლებაში “ქართული ოცნება” მოვიდა, ყველა საკვანძო ადგილას ნაციონალები იყვნენ, სანამ ხელახალი არჩევნები არ დაინიშნა, მათ შორის საპრეზიდენტოც. თუმცა, არჩევნები ჩატარდა და ვეღარ მოხერხდა დამნაშავეების დევნა. არსებობს მეორე მხარეც _ ამბობენ, რატომ არ აიკრძალა “ნაციონალური მოძრაობა”-ო. როდესაც ფაშისტური პარტია გასამართლდა და აიკრძალა, მაშინ მთელი მსოფლიო იყო ამ პარტიის წინააღმდეგი. ვფიქრობ, არანაკლები დანაშაულები აქვსნაციონალურ მოძრაობასჩადენილი, მაგრამ მათ წინააღმდეგ მსოფლიო არ გამოსულა, სამწუხაროდ, მათ ბევრი მომხრე ჰყავდათ. გარდა ამისა, პარტია თუ აიკრძალებოდა, იყვნენ ამ პარტიაში ადამიანები, რომლებიც ხელახლა შექმნიდნენ სხვა პარტიას, თანაც აკრძალვა ასე ადვილი არ იყო _ მათ მსოფლიოში ბევრი ლობირებდა.

ნანა კაკაბაძე
ნანა კაკაბაძე

აუცილებლად გასარკვევია, თავისი ნებით მოქმედებდა ახალაია ასე დაუნდობლად თუ არა

ნანა კაკაბაძე, ადამიანის უფლებათა დამცველი:

_ ევროსასამართლოს ვერ დავადანაშაულებთ, რომ ბოკერია არ ახსენეს თავის გადაწყვეტილებაში, რადგან დანაშაულის შესახებ ინფორმაციას აწვდის მომჩივანი მხარე და სახელმწიფო, რომელიც შეკითხვებზე პასუხს იძლევა _ რაც მიაწოდეს სტრასბურგს, პასუხიც იმაზე გასცეს. ვისაუბოთ საქმის დეტალების მოწოდებაზე… სტრასბურგს არ დაესიზმრებოდა, რა ხდებოდა “ციხის ბუნტის” დროს არაოფიციალურად. იმხანად გიგა ბოკერიას არ ეკავა არანაირი ოფიციალური თანამდებობა, რომელიც “ციხის ბუნტთან” შეხების უფლებას მისცემდა. არის ვარაუდები, რომლებიც ევროსასამართლოსთვის მისაღები არ არის და ის ვერ იმსჯელებს ასეთ საქმეზე. სტრასბურგს სჭირდება უშუალო მოწმეები…

_ უშუალო მოწმე იყო იმხანად სახალხო დამცველი სოზარ სუბარი. მას შეეძლო, “ციხის ბუნტისდროს შენობაში ყოფილიყო

_ ვერ ვიტყვი, რომ სუბარს კარგი პოზიცია ეკავა, თავის დროზე ის “ნაციონალური მოძრაობის” გუნდის წევრი იყო… არ ვიცი, რა ჩვენება მისცა სუბარმა, ყველაფერი ჭორის დონეზეა, ამიტომ აუცილებელია საქმის გამოწვლილვით შესწავლა. სტრასბურგის სასამართლომ დაასკვნა, რომ ბაჩო ახალაია დამნაშავეა. მან ხელოვნურად გამოიწვია ჩხუბის პროვოცირება პატიმრებს შორის და ამ ნაწილში დადანაშაულებულია სახელმწიფო, თითქმის ყველა პუნქტში დაადანაშაულეს სახელმწიფო და ხელმძღვანელი პირებიც, მაგრამ არაფერია ნათქვამი არაოფიციალურ ავტორებზე… ასე რომ, რაც არ არის ოფიციალური, იმაზე ევროსასამართლო ვერ იმსჯელებს.

_ საქართველოში დიდხანს მიმდინარეობდა სასამართლო პროცესიბუნტისსაქმეზე

_ დიახ, “ბუნტის” საქმეზე ტარდებოდა სასამართლო სხდომები, მაგრამ სტრასბურგში გაიგზავნა მხოლოდ დარღვევები, იქ არ იგზავნება სისხლის სამართლის საქმე. შესაბამისად, ევროსასამართლომ გამოიტანა დასკვნა, რომ დაზარალებულებს სახელმწიფომ უნდა გადაუხადოს საკმაოდ დიდი კომპენსაცია.

ვფიქრობ, სტრასბურგის გადაწყვეტილების საფუძველზე შეიძლება აქ გაგრძელდეს საქმის გამოძიება _ აუცილებლად გასარკვევია, თავისი ნებით მოქმედებდა ახალაია ასე დაუნდობლად, თუ არა. იმ ხელისუფლებას სჭირდებოდა ადამიანების დაშინება. ხომ ხედავთ, რას უშვრება დღეს კორონავირუსი ხალხს _ შიში ცვლის ადამიანებს. შიშით ცარიელ ფურცლებზე აწერინებდნენ ადამიანებს ხელს, ვინც არ მოაწერდა, გაუპატიურება და სიკვდილი ელოდა. ეს აქსიომა იყო. ეს იყო შიშის დანერგვა მასობრივად, როგორც დღეს კორონათი დანერგეს, ოღონდ სრულიად მსოფლიოში. “ნაცმოძრაობის” ასეთი სისასტიკე ნიშნავდა _ “ყველაფერს ვიკადრებ ხელისუფლებისთვის!”

“ნაციონალური მოძრაობა” სერიოზული ძალაა. ჩვენ ვხედავთ, რომ ის მისნაირ ძალებთან ერთად პრეზიდენტ ტრამპსაც კი უპირისპირდება. აქედან გამომდინარე, მისთვის არაფერს წარმოადგენს ბიძინა ივანიშვილი. “ნაციონალური მოძრაობა” კრიმინალების მცირე ჯგუფი რომ ყოფილიყო, ადვილი იქნებოდა მისი განადგურება და წლების განმავლობაში ხელისუფლებასაც ვერ შეინარჩუნებდა. წინა ხელისუფლების უკან იდგა და დღესაც დგას ლიბერალების ექსტრემისტული, ბოროტი ძალა. რომ არა ეს ძალა, აუცილებლად მოერეოდა ეს ხელისუფლება მათ, მაგრამ დღეს, სამწუხაროდ, იძულებულნი არიან, ანგარიში გაუწიონ.

მოამზადა

ეკა ნასყიდაშვილმა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here