Home რუბრიკები საზოგადოება რატომ არის ცუდი კა-გე-ბეს, ხოლო კარგი აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს მეტასტაზები

რატომ არის ცუდი კა-გე-ბეს, ხოლო კარგი აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს მეტასტაზები

1026
ნათია ფანჯიკიძე

2012-2014 წლებში საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრის, შევარდნაძისა და სააკაშვილის რეჟიმებისდროინდელი სახელმწიფო უშიშროების მაღალჩინოსნის, პარტიათავისუფალი დემოკრატებისთავმჯდომარის _ ირაკლი ალასანიას მეუღლემ, ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრის _ მაია ფანჯიკიძის დამ და მწერალ გურამ ფანჯიკიძის შვილმა, ნათია ფანჯიკიძემ, სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა განცხადება, რომელმაც ქართველი საზოგადოების დიდი ნაწილი აღაშფოთა.

“მიხარია, რომ ახალი თაობის უმეტესობამ არ იცის რუსული. ეს ერთგვარი გარანტიაა, რომ კა-გე-ბეს მეტასტაზები მალე თავისი სიკვდილით განადგურდება. მანამდეა შესანარჩუნებელი ქვეყანა, სანამ ეს თაობა გახდება ამომრჩეველიც და ქვეყნის მფლობელიც”. აი ეს არის იმ ქალის გონების ნაჟური, რომლის მეუღლის მამა _ მამია ალასანია, კა-გე-ბეს პოლკოვნიკი იყო და სოხუმში სეპარატისტებმა  სიცოცხლეს გამოასალმეს; ეს არის გონების ნაჟური მწერლის შვილისა და “ტიგრიცად” ცნობილი  ფილოლოგ-დიპლომატის დისა.

“რუსული ენა _ ეს არის ენა, რომელიც პოეზიისთვის არის შექმნილი, ის არაჩვეულებრივად მდიდარია და შესანიშნავია მრავალფეროვნებით”. ეს გამოჩენილმა ფრანგმა მწერალმა და მთარგმნელმა, “კარმენისა” და “მატეო ფალკონეს” ავტორმა პროსპერ მერიმემ თქვა XIX საუკუნეში. ნათია ფანჯიკიძეს, მწერლის შვილს, კი უხარია, რომ ქართველთა ახალგაზრდა თაობა რუსული ენის უცოდინარობის გამო ორიგინალში ვერ წაიკითხავს ლევ ტოლსტოის “მამა სერგის”, “ანა კარენინასა” და “ომი და მშვიდობას”; დოსტოევსკის “იდიოტს”, გოგოლის “რევიზორს”, ილფისა და პეტროვის “12 სკამს”, ჩეხოვის “პალატა #6”-ს… თუმცა იმ თაობას, რომელსაც ქალბატონი ნათია გულისხმობს და რომელიც, განათლების ოდიოზური მინისტრის _ ალექსანდრე ჯეჯელავას გულის გასახარად, “ ჰარი პოტერსა” და “ბეჭდების მბრძანებელზე” გაიზარდა (ფილმები აქვს ნანახი) და არა “ნაცარქექიასა” და “რწყილი და ჭიანჭველაზე”, დიდი ალბათობით, არა მხოლოდ ო. ჰენრის, ჯერომ სელინჯერის, მარკ ტვენის, ერნესტ ჰემინგუეისა და სხვა ამერიკელი კლასიკოსი მწერლების ნაწარმოებები არ აქვს წაკითხული, არამედ არც ვაჟას, ილიას, აკაკის შემოქმედებას იცნობს… გურამ ფანჯიკიძის ნაწარმოებებზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია, გაგონილიც არ ექნება.

ნიშანდობლივია, რომ თავის ე.წ. ფეისბუქგანცხადებაში “ტიგრიცას” (ასე მიმართა მაია ფანჯიკიძეს ბიძინა ივანიშვილმა საგარეო საქმეთა მინისტრად წარდგენისას. სხვათა შორის, “ტიგრიცა” რუსული სიტყვაა და ძუ ვეფხვს ნიშნავს. ეს _ რუსული ენის უცოდინარი თაობისთვის) დაიკო “კა-გე-ბეს  მეტასტაზებში” რუსული ენის მცოდნეთ გულისხმობს, ანუ იმ თაობის წარმომადგენლებს, რომელთა წლოვანებაც 45 წელზე მეტია და ნატრობს, ეს ხალხი, რაც შეიძლება მალე განადგურდეს… თუმცა, ქალბატონ ნათიას არ დაუკონკრეტებია, რატომ უნდა განადგურდეს “კა-გე-ბეს მეტასტაზები”, ხოლო განვითარდეს აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამსახურის სიმსივნური წარმონაქმნები.

სწორედ ჩეხოვის პალატა #6-შია ამ ქალბატონის ადგილი…

ლუკა მაისურაძე

3 COMMENTS

  1. ეგ პალატაც დიდი პატივია მაგ ლემჩისათვის,აფსუს გურამ ფანჯიკიძე ასეთი შვილის უნდა გყოლოდაა?

  2. მე მგონი თვითონაც არ იციან მაგ ჯეჯელავამ და ფანჯიკიძემ ისე არიან ხალხის მტრები ნუ შეიძლება შეგნებულადაც მტრობენ საკუთარ ქვეყანას!!!,ყოჩაღ!!!

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here