Home რუბრიკები პოლიტიკა რატომ ამარცხებს ტრამპი თავის მოწინააღმდეგეებს აშშ-ში

რატომ ამარცხებს ტრამპი თავის მოწინააღმდეგეებს აშშ-ში

559
რატომ ამარცხებს ტრამპი თავის მოწინააღმდეგეებს აშშ-ში

აშშის ადმინისტრაციამ სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოს სახით ისარგებლა საგანგებო უფლებით და არად ჩააგდო ამერიკის კონგრესის აზრი იორდანიისთვის, გაერთიანებული არაბული საამიროებისა და საუდის არაბეთისთვის 8,1 მლრდ დოლარის ღირებულების იარაღის მიყიდვის შესახებ. იარაღი გაიყიდებაირანის აგრესიის შესაკავებლად და პარტნიორების თავდაცვის პოტენციალის გასაზრდელად”.

როგორც წესი, იარაღის შესახებ გარიგება აშშ-ის კონგრესში უნდა შეთანხმდეს, მაგრამ კანონი აძლევს საშუალებას თეთრ სახლს, გვერდი აუაროს ამ მოთხოვნას. დონალდ ტრამპს ამ შემთხვევაში სხვა გამოსავალი არ ჰქონდა, რადგან კონგრესთან შეთანხმების შანსი ნულის ტოლია.

ტრამპის მოწინააღმდეგეების რეაქცია ჩვეულებრივი იყო. პრეზიდენტი დაადანაშაულეს ეროვნული უსაფრთხოების პრიორიტეტების არასწორად განსაზღვრაში, უუნარობაში _ დაიცვას ადამიანის უფლებები დაავტორიტარული ქვეყნების დახმარებაში”. საერთო ჯამში, ეს სარის სტანდარტული პრაქტიკა მორალიზატორული რიტორიკის გამოყენებით სრულიად პრაგმატული მიზნების დასაფარავად.

ანალოგიურად მოქმედებს თეთრი სახლიც: მიზანმიმართულად ანგრევს საერთაშორისო შეთანხმებებს ირანისა და მისი ბირთვული პროგრამის შესახებ; შეგნებულად ცდილობს, მოაწყოს პროვოკაცია სპარსეთის ყურეში და ამ ყველაფერს მაღალი მოტივებითა და იდეალებით ნიღბავს, თუმცა უკვე არასპეციალისტებისთვისაც კი ნათელია, რომ ვაშინგტონის ჭეშმარიტი მიზნები არის სარგებელი, რომელიც ამერიკის ეკონომიკამ უნდა მიიღოს.

საერთოდ კი, ეს არის ამერიკული ფარისევლობა: მორალურეთიკური და იდეოლოგიური არგუმენტების გამოყენება პრინციპისთვის: “ეს _ მე, ესეც _ მე, ეს _ კვლავ მე”.

თითქოს ახალი არაფერია.

მაგრამ ეს _ ერთი შეხედვით.

საქმე ის არის, რომ თეთრი სახლისა და საშინაო არენაზე მისი პოლიტიკური ოპონენტების პოზიციებს შორის არის პრინციპული სხვაობა. შეგიძლიათ, რამდენჯერაც მოისურვებთ და აბსოლუტურად სამართლიანადაც, დაგმოთ ამერიკის პრეზიდენტი და მისი ადმინისტრაცია, მაგრამ თვალს ვერ დახუჭავთ იმაზე, რომ ისინი მოქმედებენ ამერიკის პოლიტიკის ტრადიციულ ჩარჩოებში და მათი პრიორიტეტი არის აშშ-ის ინტერესები და სარგებელი. ტრამპი მზად არის, გამოიყენოს (ამას აკეთებს კიდეც) ნებისმიერი შესაძლებლობა, თუ ის სარგებელს მოუტანს ამერიკის შეერთებულ შტატებს. საკითხი _ რით დასრულდება შეხლაშემოხლა ირანის გარშემო და შეძლებს თუ არა ვაშინგტონი თავისი მიზნის მიღწევას _ ჯერჯერობით გადაწყვეტილი არ არის, მაგრამ ახლოაღმოსავლური 8,1 მლრდ ნებისმიერ შემთხვევაში ზედმეტი არ იქნება ამერიკის სამხედროსამრეწველო კომპლექსისა და ნაციონალური ეკონომიკისთვის.

ტრამპის მოწინააღმდეგეები კი ხელმძღვანელობენ იმ წუთიერი შიდაპოლიტიკური მოტივებით თვით საგარეო პოლიტიკურ საკითხებშიც კი. აშშ-სა და საუდის არაბეთს შორის მჭიდრო პარტნიორობა-მოკავშირეობის მრავალი ათეული წლის განმავლობაში კონგრესი არასოდეს შეშფოთებულა იმის გამო, რომ ეს სამეფო ძალიან შორს არის დასავლური დემოკრატიის სტანდარტებისგან.

ცხადია, რომ საუდის არაბეთის სახელმწიფო-პოლიტიკურ სისტემაში “არასწორი” ხასიათის მოულოდნელი აღმოჩენით ამერიკელი პოლიტიკოსები ურტყამენ არა ერ-რიადს, არამედ არასასურველ პრეზიდენტს, რომელიც წარმატებით “ქაჩავს” უამრავ ფულს “ავტორიტარული რეჟიმიდან”.

ამრიგად, ტრამპისთვის კვანტის დადების გამო ამერიკელი კანონმდებლები მიზანმიმართულად აზარალებენ ამერიკის ეკონომიკას, რომელსაც სახარბიელო პერიოდი არ უდგას.

აშშ-ის პოლიტიკური სისტემის თავისებურებებს შორის რეგულარულად აღნიშნავენ იმას, რომ ამერიკელი ამომრჩევლები პრაგმატულად მოქმედებენ, როცა ხმას აძლევენ იმ პოლიტიკოსებს, რომელთა იმედიც აქვთ, რომ ისინი გააუმჯობესებენ მათ ცხოვრებას. აქედან გამომდინარეობს ტრამპის საკმაოდ მაღალი რეიტინგი (მაისის დასაწყისში მიაღწია ისტორიულ მაქსიმუმს _ 46 პროცენტს), რომელიც მისი მხრიდან ამერიკის ეკონომიკის მხარდაჭერის შედეგია.

ამ ვითარებაში მოქმედი პრეზიდენტის ოპონენტების მხრიდან არაშორსმჭვრეტელური იქნება იმის იმედად ყოფნა, რომ ბევრ ამერიკელს არ ეცოდინება, რამდენია ორჯერ ორი და ვერ დაინახავს კონგრესის ინიციატივებს _ ფორმალურად საუდის არაბეთის საწინააღმდეგოს, რეალურად კი _ ანტიტრამპულს; ნაბიჯებს, რომლებიც აზარალებს ამერიკის ეკონომიკას და, საბოლოო ჯამში, მათ.

იმის გათვალისწინებით, რომ პრეზიდენტის არჩევნებამდე წელიწად-ნახევარია დარჩენილი, ტრამპის მოწინააღმდეგეების ამგვარი მოქმედებები კი არ ვნებს, არამედ ხელს უწყობს მოქმედ პრეზიდენტს, მიაღწიოს სასურველ მიზანს, რომელსაც “მეორე ვადით პრეზიდენტობა” ჰქვია.

ria.ruზე გამოქვეყნებული მასალების მიხედვით მოამზადა ნიკა კორინთელმა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here