Home რუბრიკები პოლიტიკა რას ფიქრობს პატრიარქობის ყველაზე რეალური კანდიდატი ე.წ. ლიბერალური დემოკრატიის შესახებ?

რას ფიქრობს პატრიარქობის ყველაზე რეალური კანდიდატი ე.წ. ლიბერალური დემოკრატიის შესახებ?

მეუფე შიო

გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ გიორგობის დღესასწაულზე ქაშუეთის ტაძრის ამბიონიდან საქართველოს კათოლიკოსპატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის განცხადებამ მოწმენდილ ცაზე მეხის გავარდნის ეფექტი იქონია. პატრიარქის მოსაყდრედ ჩხოროწყუსა და სენაკის ეპარქიის მიტროპოლიტის, მეუფე შიოს გამოცხადება, გნებავთ, დანიშვნა მოულოდნელი აღმოჩნდა არა მხოლოდ სინოდის წევრებისთვის, არამედ მრევლისთვისაც. რა იყო ეს? როგორც ბევრს ჰგონია, სპონტანური გადაწყვეტილება თუ

აქ “თუ” გამორიცხულია, რადგან, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი პატრიარქის სიბრძნე საყოველთაოდ ცნობილია, საქართველოს დედაეკლესიის საჭეთმპყრობელი ასეთ მნიშვნელოვან ნაბიჯს სპონტანურად არ გადადგამდა და აი შედეგი უწმინდესის აწონილ-დაწონილი პოლიტიკური (დიახ, არ შეგვშლია, სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, ჩვენში, სადაც დედაეკლესიაა, იქვეა დიდი პოლიტიკაც) სვლისა _ ციანიდის სკანდალით გარკვეულწილად კომპრომეტებული ეკლესიის მესაჭემ ზემორე ხსენებული განცხადებით მტერმოყვარეს დაანახვა, რომ ხმები მისი ქმედუუნარობის შესახებ, რბილად რომ ვთქვათ, სინამდვილეს არ შეესაბამება. ეს ერთი. მეორე _ საფუძველშივე აღკვეთა მითქმა-მოთქმა პატრიარქის ანდერძის შესახებ, რომელშიც ვითომდა მისი შემცვლელის ვინაობა იყო დასახელებული; და მესამე (შეიძლება ყველაზე მნიშვნელოვანიც კი) _ პატრიარქის გარდაცვალების (ღმერთმა დიდხანს აცოცხლოს) შემდეგ, წმინდა სინოდის ლიბერალურ და კონსერვატიულ დაჯგუფებებს შორის, ანდერძის არსებობის შემთხვევაში, საპატრიარქო ტახტის მაძიებელ მეუფეებსა და მათ გუნდებს შორის დაიწყებოდა დავა, სპეკულაციები ანდერძის ავთენტურობაზე, რომელიც შეიძლება ისეთ მწვავე დაპირისპირებაში გადაზრდილიყო, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ერთიანი სხეულის რღვევაც კი გამოეწვია.

მოვლენათა მსგავსი სცენარით განვითარება სრულად არც ხვალაა გამორიცხული, მაგრამ მისმა უწმინდესობამ ესხვალამ არაორდინალური ქმედებით შორს გადასწია და, ამასთანავე, ქართველ ერს დაგვანახვა, რომ მას არაფერი აქვს ჩვენგან დასამალავი და თავის სიცოცხლეშივე დაასახელა საპატრიარქო ტახტზე მისთვის სასურველი კანდიდატი.

თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მეუფე შიო ილია მეორის შემდეგ ავტომატურად დაიკავებს საქართველოს ეკლესიის ტახტს. ეს იქიდანაც ჩანს, რომ გიორგობის მეორე დღესვე დაიწყო ლიბერალურ (თუმცა სხვანაირი არის კი საქართველოში?) ტელევიზიებში ამ თემაზე, ერთი შეხედვით, კეთილგანწყობილი დებატები თუ კომენტარები; ერთი შეხედვით, რადგან მათი კეთილგანწყობის მაქსიმუმი არის ფარისევლური “დიდხანს აცოცხლოს ჩვენი პატრიარქი”, როდესაც უწმინდესის შესაძლო გარდაცვალებაზე საუბრობენ.

დიახ, ფარისევლური, რადგან მეუფე პეტრეს (იმავე მეუფე ყანდურის კლონს თუთაშხიადან), რომელმაც ამას წინათ ტელეკომპანია “პირველის” პირდაპირ ეთერში მთელი საათის განმავლობაში “იჟღურტულა”, სხვა რომ არაფერი, თვალების ბოროტ ცეცებაზე ეტყობა, რა წმინდა სულის პატრონია და როგორ “უყვარს” ჩვენი მხცოვანი პატრიარქი, ისევე, როგორც “ტაბულას” ეთერში მოტლიკინე “უფლებადამცველ თეოლოგ” ბექა მინდიაშვილს, რომელმაც “დიდი სიყვარულით” განაცხადა, საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში ქრისტეს ხატება ილია მეორის ხატებამ ჩაანაცვლაო.

მინდიაშვილის მსგავს ხლისტებს აწუხებთ ის, რომ მეუფე შიოს მოსკოვის სასულიერო აკადემია აქვს დამთავრებული და, აქედან გამომდინარე, მისი რუსული კავშირების საფრთხეზე აპელირებენ იმის გათვალისწინებით, რომ ერის კაცობაში ელიზბარ მუჯირი ლევან ვასაძის კლასელი და ახლო მეგობარია. ვასაძის, რომელიც საპატრიარქოსთან, პირადად ილია მეორესთან დაახლოებული კაცია, რომელსაც ქართველი ლიბერასტები რუსული ნარატივის ერთერთ მთავარ ლობისტად მიიჩნევენ საქართველოში და, აქედან გამომდინარე, სვამენ კითხვას: ხომ არ არიან გუშინდელი კლასელები დღეს თანამოაზრენი?

რა უნდა თქვას კაცმა ასეთ სისულელეზე?

ჯერ ერთი, იქნებ მიპასუხოს ვინმემ: მართლმადიდებლური სასულიერო აკადემია, მოსკოვს გარდა, სად არის _ ბრიუსელში თუ სტრასბურგში? და მეორეც, ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე ვიტყვი, რომ მე და ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი, მეუფე გრიგოლი (მეუფე პეტრეს მსგავსიყანდური”, ერისკაცობაში გურამ ბერბიჭაშვილი) ოდესღაც კლასელები ვიყავით და მერე რა, დღეს ერთ ჭკუაზე ვართ?

როცა ჩემს კლასელს ტაძრის ეზოში საქართველოს ამომგდების, მიშა სააკაშვილის, დიდი ბანერიესვენა”, მე მაშინ ქართველთა სისხლსა და ცრემლში მოვასვასე მიშას ფაშისტურ რეჟიმს ვებრძოდი

მეუფე შიო დღემდე არ გამოირჩეოდა პრესასა თუ არასამთავრობო სექტორთან აქტიური კომუნიკაციით და აქამდე მისი კლასელის, ლევან ვასაძის, გარდა, არავინ იცის, გულში რა უდევს (ეს, რა თქმა უნდა, ხუმრობით), მაგრამ მას შემდეგ, რაც პატრიარქის მოსაყდრე გახდა, მამა შიოს მოუწევს მტერ-მოყვრის მიერ დასმულ ისეთ ფუნდამენტურ კითხვაზე პასუხის გაცემა, როგორიცაა _ რას ფიქრობს პატრიარქობის ყველაზე რეალური კანდიდატი ე.წ. ლიბერალური დემოკრატიის შესახებ? და, აქედან გამომდინარე, სხვა კონკრეტულ თემებზე ლაპარაკი, როგორიცაა: საქართველოს ეკლესიის საგარეო პრიორიტეტები, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოსთან ევქარისტული ძმობა თუ კონსტანტინოპოლის ე.წ. მსოფლიო საპატრიარქოს (დიახ, ე.წ., რადგან კონსტანტინოპოლის საპატრიარქო და მისი პატრიარქი ბართლომე სინამდვილეში აშშ-თურქეთის სპეცსამსახურების ქოლგის ქვეშაა შეფარებული და მათგან მართულია) გავლენის ქვეშ მყოფ ფსევდომართლმადიდებელ, ეკუმენიზმით მოწამლულ ეკლესიებთან ურთიერთობა? როგორია პატრიარქის მოსაყდრე შიოს რეაქცია იმაზე, რომ ხელისუფლება გაისად, 17 მაისს, დღეს, რომელიც ჩვენმა უწმინდესმა პატრიარქმა ოჯახური სიწმინდისა და ტრადიციების დაცვის დღედ გამოაცხადა, გეიაღლუმის ჩატარებას აპირებს რუსთაველზე? აქედან გამომდინარე, რას ფიქრობს ერთი და იმავე სქესის პირებს შორის ქორწინების დაკანონებაზე? კითხვა ბევრია და მასზე პასუხები ხლისტებზე მეტად ჩვენ, მორწმუნე საზოგადოებას, გვაინტერესებს.

ზემოთ წმინდა სინოდში ლიბერალებისა და კონსერვატორების დაჯგუფებები ვახსენე და მოდი, ყველაფერს თავისი სახელი დავარქვათ…

ლიბერალებს კოლექტიურ მეუფე ყანდურებს ვუწოდებ, რაც პროდასავლურ ორიენტაციას, ანუ არცთუ შორეულ მომავალში ქართველი ერის გადაჯიშება-გადაგვარებას ნიშნავს იმ ეკლესიის წარმომადგენელთა ხელშეწყობით, რომელიც საუკუნეების განმავლობაში იდგა მართლმადიდებლობის (იგივე ქართველობის) შენარჩუნების სადარაჯოზე.

ბოლო 25 წლის განმავლობაში ნატო-ევროპა-ამერიკის ფუჭ იმედად ყოფნამ რაც მოგვიტანა, ვნახეთ: დავკარგეთ ტერიტორიები, მოლიონ ქართველზე მეტი გაექცა (ძირითადად, რუსეთში) სამშობლოში დუხჭირ ცხოვრებას, დარჩენილები ფიზიკური გადაშენებისა და მენტალური გადაგვარების რეალური საფრთხის წინაშე ვართ და ა.შ.

ხოლო, მეორე მხრივ, 200 წლის წინათ სულმნათმა მეფე ერეკლემ ქართველი ერის “ნარჩენები” რუსეთის იმპერიაში შესვლით ფიზიკურ-მენტალურ განადგურებას გადაარჩინა და ჯერ მეფის რუსეთში, შემდეგ სტალინის იმპერიაში, როგორცუდელნი კნიაზები”, ისე ვცხოვრობდით ქართველები _ რუსეთის იმპერიაში ყოფნისას რამდენსაც ვაწარმოებდით, იმაზე ოთხჯერ მეტს მოვიხმარდით.

დავით მხეიძე

P.S. აგვისტოს ომის შემდეგ რუსეთში მყოფმა ჩვენმა ბრძენმა პატრიარქმა ვლადიმერ პუტინთან აუდიენციისას საქართველოს ოკუპაციას ორ მოძმე ხალხს შორის გაუგებრობა უწოდა. რატომ? _ იმიტომ, რომ გაუგებრობის მოგვარება მოლაპარაკებების მაგიდასთან არის შესაძლებელი, ხოლონატონატოსადაოკუპანტო, ოკუპანტოსწარამარა ძახილიგაუგებრობას”, დიდი ალბათობით, ახალ სამხედრო დაპირისპირებაში გადაზრდის.

ეს _ მოსაყდრის საყურადღებოდ, საქართველოს კათოლიკოსპატრიარქს უშიშრად რომ მიბაძოს

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here