Home რუბრიკები პოლიტიკა რას უმზადებს საქართველოს ბედი მუხთარლი?

რას უმზადებს საქართველოს ბედი მუხთარლი?

3980
აქცია

მუხთარლი კი არა, ნახევარი საქართველო აწამეს დაშავი პავიაზკაცარავის გაუკეთებია ეთერში

აზერბაიჯანის მოქალაქის, ვინმე აფგან მუხთარლის შესახებ სტატიის დაწერას არ ვაპირებდი და ასე განსაჯეთ, ერთი პატარაფეისბუქპოსტიცკი არ დამიწერია ამ თემაზე, რადგან უმნიშვნელოდ მიმაჩნია, რომელი ქვეყნის სპეცსამსახურებთან ითანამშრომლეს ქართულმა სპეცსამსახურებმა და ვის და რატომ გადასცეს იმ ქვეყნის ძებნილი მოქალაქე. მით უფრო უინტერესოა ყოველივე ეს, თუ საქართველოს პრემიერმინისტრი მართალია და აფგან მუხთარლის დაპატიმრებაში ქართული სპეცსამსახურები უბრალონი არიან.

თუმცა, რამდენადაც უინტერესოა ეს ფაქტი და თემა, იმდენად უფრო საინტერესო ხდება ქართული მედიის, ე.წ. არასამთავრობო სექტორისა და გარკვეული ოდიოზური პერსონების შეუსაბამოდ მძაფრი და ხანგრძლივი რეაქცია ამ უინტერესო ფაქტის გამო.

მოდი, ავხსნათ: როდესაც რაიმე არც ისე მნიშვნელოვან ფაქტს ასე კვირების განმავლობაში ატრიალებს თანამედროვე ტუტუცი ქართული მედია, ეს პირდაპირ მიანიშნებს იმაზე, რომ ჩვენს ქვეყანაში უკვე მხილებული ავანტიურისტული ძალები ე.წ. ვარდების რევოლუციისთვის ემზადებიან.

გავიხსენოთ 2003 წლის წინა პერიოდი, ასე, დაახლოებით 2000 წლიდან რა დღეში იყო “თავისუფლების ინსტიტუტი”, “კმარა”, მოგვიანებით, ზურაბ ჟვანიას მიერ ორგანიზებული ვითომ “სტუდენტური” ჯგუფები, ბოლოს კი სააკაშვილის მიერ უკვე ოფიციალურად დარეგისტრირებული “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” დამსჯელი ზონდერ-ჯგუფები.

გავიხსენოთ, როგორ არბევდნენ ისინი ბაზრობებზე იმ მოვაჭრეთა დახლებს, რომლებიც სააკაშვილის მხარდამჭერ მიტინგებზე გასვლაზე უარს აცხადებდნენ.

გავიხსენოთ პოლიციის განყოფილებებთან “პოლიციის მიერ პატიმრების ცემის გასაპროტესტებლად” მივარდნილი გივი თარგამაძე, გიგა ბოკერია და სხვა “აქტივისტები”, რომლებიც მოგვიანებით, “ნაციონალური” ხელისუფლების პირობებში, უკვე თვითონ მოგვევლინენ უსამართლოდ დაპატიმრებული ადამიანების სასტიკი წამების ინიციატორებად და ტაშის დამკვრელებად.

ზოგი “მოძალადე პოლიციის წინააღმდეგ მებრძოლი გმირი” კი საზოგადოებამ ინტერნეტით გავრცელებულ ვიდეოკადრებში მოგვიანებით, უკვე 2012 წლის შემდეგ, ამოიცნო, რადგან 2003 წელს ისინი “ცნობადი სახეები” ჯერ არ იყვნენ. მაგალითად, ასე გაირკვა, რომ თურმე “ვარდების რევოლუციის” იმ “გმირთა” შორის, რომლებმაც “შევარდნაძის მოძალადე პოლიცია” დაამარცხეს, იდგა “ნაცების” ყველაზე ცნობილი ზონდერი და ქალთა მცემელი “მიშას პოლიციელი” გოგა ონიანი. აგრეთვე, მანიაკური სისტემის ერთ-ერთი ფუძემდებლის, ზურაბ ადეიშვილის, მოადგილე ოთო კახიძე და სხვ.

სწორედ იმ ეპოქაში იხილა ქართველმა საზოგადოებამ და ტელემაყურებელმა პირველად საჯარო პოლიტიკური პერფორმანსები, დადგმული დებატები და ა.შ.

ჰოდა, კუკარაჩასი არ იყოს, ნაციონალური მოძრაობამეთოდებმოძველებული მურტალოსავით იქცევა. ისევ ნაცნობი ფრაზები _ პოლიციის მოძალადეობის, რუსეთის აგრესიის, საქართველოს ხელისუფლების სისუსტისა და დანაშაულებრივი მოქმედების შესახებ.

რა თქმა უნდა, არ ვაპირებ ვამტკიცო, რომ ყოველივე ამის დამადასტურებელი ფაქტები ან შევარდნაძის მმართველობის პერიოდში არ არსებობდა, ან ახლა არ არსებობს, მაგრამ სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ “შევარდნაძის პოლიცია” ისეთი “ურჩხული” არ იყო, როგორადაც ის მაშინ ხალხს წარმოუჩინეს.

ამის მაგალითად თუნდაც კახა თარგამაძის წინააღმდეგ აგორებული დემაგოგიაც გამოდგება. გახსოვთ, ალბათ, საქართველოს შინაგან საქმეთა იმჟამინდელ მინისტრს დაცინვით “რკინის კაცი” შეარქვეს და საბოლოოდ სწორედ ამ ინციდენტის გამო გადადგა იგი.

“როგორ ელაპარაკება ხალხს და საზოგადოებას ეს თავხედი მინისტრი?!” “რკინის კაცი ვარ, ვერ მომერევითო _ ასე რომ მიმართავს საზოგადოებას, ის მინისტრი და ხელისუფლება უნდა გადადგეს!” და სხვა მსგავსი პოპულისტური ფრაზებით აჭრელდა პრესა და ტელევიზია. ეს ფრაზები გაისმოდა მიტინგებზეც.

სინამდვილეში კი, კახა თარგამაძემ სიტყვებით “იცოდეთ, მე რკინის ვარ და თქვენნაირები ვერ მომერევიან” კონკრეტულად ზურაბ ჟვანიასა და მიხეილ სააკაშვილს მიმართა და ამ ფრაზაში არანაირად, ქვეტექსტითაც კი, არ იგულისხმებოდა ხალხი და საზოგადოება.

შინაგან საქმეთა მინისტრზე გამახსენდა და ნიშანდობლივია, რომ გასულ კვირაში კიდევ ერთი ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის, კობა ნარჩემაშვილის, თემაც წამოატივტივა ქართულმა მედიამ. კერძოდ, მოკლული ჟურნალისტის, გიორგი სანაიას, საქმე. ჩემი დაკვირვებით, გიორგი სანაიას მკვლელობის ამბავს პერიოდულად მაშინ წამოატივტივებენ ხოლმე, რიდესაც გარკვეულ ძალებს სიტუაციის მეტისმეტად დაძაბვის სურვილი უჩნდება.

ამჯერად კობა ნარჩემაშვილს, როგორც “ოცნების” სიით გასულ პარლამენტარს, ბრალად უყენებენ გიორგი სანაიას საქმის რელური გარემოებების “მიჩქმალვას” და კიდევ ერთხელ ცდილობენ, ამ საქმეს პოლიტიკური სარჩული გამოაკერონ.

სხვათა შორის, ნარჩემაშვილის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მას, როგორც 2003 წელს, ფაქტობრივად, ერთადერთ ვერშეშინებულ მინისტრს, არც ამჯერად შეეშინდა წამოსეული “არასამთავრობოების”, ჟურნალისტების და ისევ პირდაპირ განაცხდა, რომ სანაიას საქმე არ იყო პოლიტიკური მკვლელობა და ჟურნალისტი, სამწუხაროდ, პირად ურთიერთობებს შეეწირა. მისი მკვლელი კი ნამდვილად არის ის, ვინც ამ ბრალდებით ნარჩემაშვილის მინისტრობისას დააპატიმრეს, პროკურატურამაც წაუყენა ბრალი, სასამართლომაც დაუმტკიცა ბრალდება და ამ ადამიანმა მოიხადა კიდეც 13-წლიანი პატიმრობა.

მას არც შემდგომ, სააკაშვილის მთავრობის პირობებში გაუპროტესტებია, _ უსამართლოდ დამსაჯესო და არც ივანიშვილის ხელისუფლება შეუწუხებია რეაბილიტაციის მოთხოვნით.

სხვათა შორის, 2003 წელსერთიანი ნაციონალური მოძრაობისლიდერებისა და აქტივისტების ერთერთი ეფექტიანი სავაჭროსასპეკულანტო თემა სწორედ გიორგი სანაიას მკვლელობა იყო. “რევოლუციური” ხელისუფლება საზოგადოებას ჟურნალისტის მკვლელობის “რეალურად” გახსნას დაჰპირდა, რადგან, როგორც “რევოლუციონერები” გვიმტკიცებდნენ, გიორგი სანაიას ნამდვილი მკვლელი გამოვლენილი და დაკავებული არ იყო.

მაშინვე გავრცელდა ვერსიები, თითქოს სანაიას ბინის გასაღები სადღაც იპოვეს, თითქოს იმ ბინაში, რომელშიც ჟურნალისტი მოკლეს ღამით, იმ დროს, როდესაც სანაია შინ არ იყო, მკვლელობამდე ცოტა ხნით ადრე ვიღაცამ შუქი დაინახა ანთებული და ასე შემდეგ. ლაპარაკობდნენ პანკისის ხეობაში არსებული ვითარების ამსახველ ვიდეოკასეტაზეც, რომელიც თიოთქოს ჟურნალისტს ჰქონდა…

თუმცა არც ერთი ამ “საეჭვო გარემოების” რეალური მტკიცებულება არავის წარმოუდგენია და არც არავის უნახავს.

მოკლედ, “ვარდების ხელისუფლება” ისე დამაჯერებლად საუბრობდა სანაიას საქმეში არსებულ ისეთ დეტალებზე, რომლებსაც შევარდნაძე-ნარჩემაშვილის გამოძიება თითქოს განგებ არ აქცევდა ყურადღებას და არ იძიებდა, რომ საზოგადოების დიდი ნაწილი 100 პროცენტით დარწმუნდა _ სააკაშვილ-მერაბიშვილის გამოძიება გიორგი სანაიას “ნამდვილ მკვლელს” რამდენიმე თვეში გამოავლენს, “უსამართლოდ დასჯილს” ციხიდან გაუშვებენ და ჟურნალისტის მკვლელობის გამოძიებას საბოლოოდ დაასრულებენო.

9 წლის განმავლობაში ვინმეს გსმენიათ, ნაცებს ერთხელ მაინც ეხსნებინოს გიორგი სანაია, მას შემდეგ, რაც ხელისუფლებაში მოვიდნენ?

ლოგიკურად ჩნდება კითხვა: რას გააკეთებდა სააკაშვილი, ხელისუფლებაში რომ ყოფილიყო აფგან მუხთარლის გარშემო დატრიალებული ამბების დროს? დავიჯეროთ, რომ მიშა მამასისხლად გადაიკიდებდა ილჰამ ალიევს, რომელსაც ლამის თვეში სამჯერ სტუმრობდა ხოლმე ბაქოში, ხოლო თბილისში ჩამოსულს, მუდამ განსაკუთრებული პატივით ხვდებოდა?

სააკაშვილი ნუთუ უარს ეტყოდა მისი პირადი მტრისა და აზერბაიჯანში დესტაბილიზაციის მოსურნე აფგან მუხთარლის გადაცემაზე იმ ილჰამ ალიევს, რომლის მამის სახელობის შევარდნაძის მიერ გახსნილი სანაპირო არ იკმარა თბილისში და, თავის მხრივ, ჰეიდარ ალიევის სახელობის სკვერი და ბიუსტი დაამატა?

რა თქმა უნდა, არა! სააკაშვილის ხელისუფლების პირობებში აფგან მუხთარლი არა მხოლოდ გაკოჭილი, არამედ კაი ნაცემ-ნაბეგვი, ნაწამები და ცოცხალ-მკვდარიც კი შეიძლება გადაეცათ ალიევისთვის. და, ვითომ მაშინაც ჩამოიცვამდნენ შავ ტომარას თავზე ქართული მედიის “კორიფე” ან მისი მხარდამჭერი “ენჯეოები”?

როგორ გეკადრებათ! მუხთარლი კი არა, ნახევარი საქართველო აწამეს და, “მეშოკიკი არა, “შავი პავიაზკაცარავის გაუკეთებია ეთერში.

აბა, გავიხსენოთ, “რუსთავი 2”-მა, რომელიც 2003 წლის “ვარდების რევოლუციამდე” საინფორმაციო გამოშვებას ისე არ იწყებდა და ამთავრებდა, “პოლიტიკური მოტივებით მოკლული კოლეგა” რომ არ ეხსენებინა, “ვარდების” შემდეგ, მთელი 9 წლის განმავლობაში ერთხელ მაინც თუ მოითხოვა კოლეგის მკვლელობის პირუთვნელი გამოძიება?

არა! გიორგი სანაიას ტრაგიკული მკვლელობით სპეკულირებაც მხოლოდ იმისთვის სჭირდებოდათ მისკოლეგებსადა ავანტიურისტ პოლიტიკოსებს, რისთვისაც ახლა აზერბაიჯანელიჟურნალისტის”, აფგან მუხთარლის, ბედზე მოთქმაგოდება სჭირდებათ.

და კიდევ _ ყურადსაღებია ისიც, რომ უკვე დაიწყეს აპელირება “ევროპასთან უვიზო რეჟიმის” თემაზეც (მართალია, ეს, უვიზო რეჟიმი კი არა, გამარტივებული სავიზო რეჟიმია, მაგრამ ჩვენი “პროევროპელები” მაინც დიდი სიამაყოთ უწოდებენ მას “უვიზოს”).

ანუ, უკვე დაიწყეს ჩვენი შეშინება იმით, რომ აფგან მუხთარლის გამო, შესაძლოა, ევროპასთან საქართველოს მოქალაქეების თავისუფალ და შეუზღუდავ მიმოსვლას საფრთხე შეექმნას. გვახსოვს, “ვარდების რევლუციისწინაც სწორედ ასე გვაშინებდნენ, რომ, თუკიძირმომპალ შევარდნაძესარ ჩამოვაგდებდით, მაშინ ჩვენი უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის გარანტორები _ ევროპა და ამერიკის შეერთებული შტატები _ზურგს შეგვაქცევდნენ და ჩვენს ბედკრულ ქვეყანასსაშინელი და საზიზღარი რუსეთიგადაყლაპავდა

საინტერესოა, ეს “უვიზო ევროპა” მხოლოდ იმისთვის გვარგუნეს, რომ ამით ყოველდღე გვაშანტაჟონ და ჩვენს უშუალო მეზობელ სახელმწიფოსთან სისხლის სამართლის დამნაშავეებზე ელემენტარული მოლაპარაკებებიც ვეღარ ვაწარმოოთ იმის შიშით, რომ ევროპიდან გამოაგვაბუნძულებენ?

საზოგადოდ, როგორც შინაურიენჯეოებისადა მედიაპანიკიორების ასეთი შეუსაბამო გაქტიურება, აგრეთვე, ევროამერიკული სიგნალები უკვე იმის საფუძველს იძლევა, რომ მალე საქართველოში კვლავ მოხდება რაღაც ძირეული თუ მოჩვენებითი პოლიტიკური კატაკლიზმები.

აქამდე რაც მოხდა, იმან რომ კარგი არაფერი მოგვიტანა, ფაქტია და, ნეტავ, ამჟამად რაღას უმზადებს საქართველოს ბედი მუხთარლი?

ისევ და ისევ, 2003 წელთან შედარებით ძალიან გაზრდილი, აზრზე მოსული და პოლიტიკურად უკვე გაცილებით კარგად გათვითცნობიერებული ქართველი საზოგადოების იმედი დავიტოვოთ, რომ ისე მარტივად აღარ აჰყვება მედია-პერფორმანსებსა თუ პოლიტიკურ საცირკო წარმოდგენებს.

ბაკურ სვანიძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here