Home რუბრიკები საზოგადოება რას გამოიწვევს ახალი რეგულაციები “ტაქსისტებისთვის”

რას გამოიწვევს ახალი რეგულაციები “ტაქსისტებისთვის”

1546
ტაქსი

 როგორი უნდა იყოს თბილისისტაქსიდა რა უნარებს უნდა ფლობდეს ადამიანი, რომელიც მოქალაქეებს ამ სერვისს შესთავაზებს

დედაქალაქის მთავრობის სატრანსპორტო პოლიტიკის რეგულირების ერთერთი მიმართულება სატაქსომოტორო სფეროს მოწესრიგებას გულისხმობს. საქართველოს პარლამენტმა სამი მოსმენით მიიღო კანონპროქტი, რომელიც .. M1 კატეგორიის მსუბუქი ავტომობილებით საზოგადოებრივსამგზავრო გადაყვანას დაარეგულირებს. რეფორმის პირველი ეტაპიტაქსებისრეგისტრაციაა, რომელიც ზაფხულში დაიწყება, ხოლო ლიცენზიის ღირებულება 50 ლარი იქნება. მანამდე დედაქალაქის საკრებულომ შესაბამისი აქტები უნდა მიიღოს. ასევე, საკრებულოს აქტში გაიწერება ის პირობა, რომელიც რეფორმის მეორე ეტაპზე, ანუ 2019 წლის ბოლოს ამოქმედდება და შეეხება ავტომობილის ფერს, ერთიან სტანდარტსა და უსაფრთხოების სხვა ნორმებს.

სფეროს ექსპერტები ამბობენ, რომ, უხეში გათვლებით, მხოლოდ თბილისში 40 000-მდე თვითდასაქმებული “ტაქსისტი” მოძრაობს, რომლებსაც აქამდე ხელისუფლება არ აკონტროლებდა და არც ბეგრავდა, თუმცა, პარლამენტის მიერ მიღებული კანონით, თბილისის თვითმმართველობას უკვე ლეგიტიმური უფლება აქვს, თამაშის გარკვეული წესები შემოიღოს. რა კრიტერიუმს უნდა აკმაყოფილებდეს თბილისის “ტაქსი”, კანონის დარღვევის შემთხვევაში რა სანქციები ელოდება მათ და დაიბეგრებიან თუ არა ისინი?

აღნიშნულ საკითხზე საქართველო და მსოფლიოს თბილისის ვიცემერი მაია ბითაძე და საავტომობილო სფეროს ექსპერტი შალვა ოგბაიძე ესაუბრნენ.

მაია ბითაძე
მაია ბითაძე

ცენტრალური მთავრობისგან გვაქვს მხარდაჭერა, რომელიც დაუბეგრავ სისტემას შეუნარჩუნებსტაქსისმძღოლებს

მაია ბითაძე, თბილისის ვიცემერი:

_ პარლამენტის შემდგომ ჯერი დედაქალაქის მერიაზეა. საკრებულოს მიერ გამოსაცემ აქტებზე მუშაობა მიმდინარეობს. დაახლოებით 10 დღეში პროექტი საჯარო იქნება და დავიწყებთ განხილვას, რომელშიც ყველა დაინტერესებული პირი ჩაერთვება. საკრებულოს აქტში პირველ ეტაპზე განისაზღვრება, მიმდინარე წლის შემოდგომიდან რა კრიტერიუმს უნდა აკმაყოფილებდეს პირი, რომელსაც სურს, საკუთარი მანქანით “ტაქსის” მომსახურების სერვისი განაგრძოს. ტაქსითსარგებლობის ლიცენზიისთვის საჭიროა პირადობის მოწმობა და ერთჯერადი მოსაკრებლის გადახდა 50 ლარის ოდენობით, ჰიბრიდული ავტომობილებისთვის იქნება თანხის 50 პროცენტი, ხოლო ელექტრო ავტომობილებისთვის _ სრულიად უფასო. ამის შემდგომ მათ მიეცემათ ნებართვა, რომელიც მანქანაში უნდა იყოს გაკრული, რათა მომხმარებელმა ნახოს, რომ მანქანა ავტორიზებულია. რაც შეეხება სანებართვო პირობას, ეს არის ავტომობილის სახურავის შუა ნაწილზე “ტაქსის” ნიშნის განთავსება. რეგისტრაციის ეს მარტივი პროცედურა მოგვცემს საშუალებას, ავღრიცხოთ, რამდენ ადამიანს სურს 2019 წლის შემდგომაც განაგრძოს მუშაობა. მიმდინარე წლის პირველი ნოემბრიდან უნებართვო საქმიანობად ჩაითვლება “ტაქსის” სერვისი ამ რეგისტრაციის გარეშე. უნებართვო საქმიანობა კი 200-ლარიან სანქციას დაექვემდებარება.

_ 2019 წლიდან რომელი მოთხოვნების დაკმაყოფილება მოუწევთ პირებს, რომლებსაც სურთ, რომ სატაქსომოტორო სფეროში განაგრძონ მუშაობა?

_ 2019 წლის შემდგომ რა პირობებიც იქნება განსაზღვრული, ჩაიწერება საკრებულოს იმ აქტში, რომელიც კონსესუსის შედეგად უნდა გამოვცეთ. ბუნებრივია, საუბარი იქნება უფლება-მოვალეობებზე და არა მაინცდამაინც სანებართვო პირობებზე. ეს შეიძლება იყოს გარკვეული უნარ-ჩვევები, რათა ელექტრონული ან პირადი ცოდნის მიხედვით აღქმული იქნეს თბილისის ქუჩები. საუბარი იქნება მანქანის ერთიან სტანდარტზე, რომ მანქანა სანიტარულ-ჰიგიენურად მოწესრიგებული იყოს. საბოლოო ჯამში, ყველაფერი ინტეგრირებული იქნება ტექნიკურ მახასიათებლებთან, რასაც ადმინისტრირებას ეკონომიკის სამინისტრო გაუკეთებს.

_ ახალი რეგულაციით, დაიბეგრებიან თუ არა თვითდასაქმებულიტაქსისმძღოლები?

_ რაც შეეხება დაბეგვრის სისტემას, იცით, რომ, მოქმედი საგადასახადო სისტემის მიხედვით, უკვე რამდენიმე წელია, მიკრობიზნესი, რომლის წლიური შემოსავალი 30 ათას ლარს არ აღემატება, გათავისუფლებულია ყველანაირი ვალდებულებისგან. მერმა ცენტრალურ მთავრობას მიმართა თხოვნით, რათა ლიცენზიისა და ნებართვის აღების შემთხვევაში “ტაქსის” მძღოლები მოექცნენ ამ რეჟიმში. შესაბამისად, ცენტრალური მთავრობისგან გვაქვს მხარდაჭერა და ველოდებით საგადასახადო სისტემაში საკანონმდებლო ცვლილებებს, რომლებიც დაუბეგრავ სისტემას შეუნარჩუნებს “ტაქსის” მძღოლებს.

შალვა ოგბაიძე
შალვა ოგბაიძე

ტაქსაობამეტად საპატიო და მძიმე შრომაა. თვით ამ სფეროში დასაქმებული ადამიანები მოითხოვდნენ, კონკრეტული წესები შეგვემუშავებინა

შალვა ოგბაიძე, საავტომობილო სფეროს ექსპერტი:

_ ბატონო შალვა, ფაქტია, რომ სატაქსომოტორო სფერო აქამდე უკონტროლო იყო. ახალი რეგულაციის მიხედვით, იქნება თუ არა დაცული, როგორც მგზავრის, ასევე “ტაქსის” მძღოლის უფლებები?

_ სწორად აღნიშნეთ, რომ სატაქსომოტორო საქმიანობა, რომლითაც ჩვენი თანამოქალაქეები არიან დაკავებულნი და ამით ოჯახებს ინახავენ, უკონტროლო სფერო იყო. მას თავისი ხიბლი ჰქონდა, მაგალითად, ტექნიკური დათვალიერებისგან გათავისუფლება ან 5-ლარიანი დაზღვევა, რომელიც არაფრის მომცემი არ იყო და ასევე, 17 წლის ადამიანებისთვის მართვის მოწმობის იოლად აღების უფლება _ ეს ყველაფერი სოციალურ პაკეტად იყო წარმოჩენილი, ამ სფეროს რეგულირებაც _ მათ შორის. ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ე.წ. ტაქსაობა მეტად საპატიო და მძიმე შრომაა. თვითონ ამ სფეროში დასაქმებული ადამიანები მოითხოვდნენ, რომ შეგვემუშავებინა რეგულაციები, კონკრეტული წესები, რომლებითაც ადამიანებს, რომლებმაც არც მართვა იციან, არც მანქანა უწყობს ხელს და არც ჯანმრთელობა, აეკრძალებოდათ “ტაქსაობა”.

უნდა განისაზღვროს შემდეგი:

პირველი _ როგორი უნდა იყოს თბილისის “ტაქსი”, როგორც ბრენდი;

და მეორე _ რა გამოცდილებასა და უნარებს უნდა ფლობდეს ადამიანი, რომელიც ჩვენს თანამოქალაქეებს ამ სერვისს შესთავაზებს.

_ როგორია მსოფლიო სტანდარტები, რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდესტაქსი”?

_ ავტომობილი უნდა იყოს აუცილებლად გამართული, ეკოლოგიურად უსაფრთხო, უნდა აკმაყოფილებდეს ტექნიკურ მოთხოვნებს, რომელთა შესრულება არც ისე რთულია; მუხრუჭი, სანათი ხელსაწყოები, გამონაბოლქვი, ვიზუალური მხარე, მინები მხედველობას არ უნდა ზღუდავდეს. უმთავრესი კომპონენტია მძღოლის უნარები: 17 წლის ახალგაზრდას, რომელსაც არავითარი გამოცდილება არ აქვს, არ უნდა ჰქონდეს უფლება, მართავდეს “ტაქსის”. “ტაქსის” მძღოლს პირველადი დახმარების გაწევა უნდა შეეძლოს, ამას კანონი გვავალდებულებს. “ტაქსისტებზე” ძველად იღებდნენ ფილმებს, რომლებშიც ისინი დადებითი პერსონაჟები იყვნენ, ფსიქოლოგებიც კი. წარმოიდგინეთ, რამდენნაირი ადამიანი უჯდება მას ავტომობილში დღის განმავლობაში _ ახალგაზრდა, მოხუცი, ტურისტი… აღელვებული, ნასვამი და სხვ. მთავარია, “ტაქსის” მძღოლმა იცოდეს დედაქალაქის ქუჩები. თანამედროვე ეპოქაში სანავიგაციო ტექნოლოგიების გამოყენება არ არის რთული, მაგრამ თბილისში მნიშვნელოვანი საკვანძო ადგილები “ტაქსის” მძღოლმა აუცილებლად უნდა იცოდეს. ჩვენი მოქალაქეების ლეგიტიმური უფლებაა, რომ კომფორტულად იმგზავრონ.

_ მოქალაქეები უკმაყოფილებას გამოთქვამენ სამარშრუტოტაქსებისმომსახურებით. საუბარია მერიის კონტრაქტორ კომპანიაზე. თუ კონტროლდება ეს მიმართულება და როგორ?

_ მქონდა საუბარი მერიის კონტრაქტორი კომპანიის წარმომადგენელთან და მონიტორინგის სამსახურთან. მათი ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ სამარშრუტო “ტაქსების” რამდენიმე მძღოლი პირნათლად იხდიდა დაკისრებულ გადასახადს, ისინი გათავისუფლებულ იქნენ სამსახურიდან. მიზეზი კი მგზავრებთან უხეშობა, სიჩქარის გადაჭარბება და სხვა რამ გახდა. მთავარია, პროცესი დაიწყო და თანახმანი არიან თანამშრომლობაზე.

მოამზადა სოფიო კაკაჩიამ

ცნობისთვის: თბილისის მეტროპოლიტენმა, 2016 წლის მონაცემებით, 105 მილიონი მგზავრი გადაიყვანა. მუნიციპალური ავტობუსებით იმგზავრა 160-მა მილიონმა კაცმა, 180 მილიონი მგზავრი ჰყავდათ მიკროავტობუსებს. რადგანტაქსებისოფიციალური აღრიცხვა აქამდე არ ხდებოდა, უცნობია, რამდენი მოქალაქე მგზავრობსტაქსითწელიწადში.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here