20 გადამდგარი ფრანგი გენერლის ღია წერილი სამოქალაქო ომის საფრთხეზე ზოგს შეიძლება მოწყენილი გენერლების ეპატაჟად მოჩვენებოდა, მაგრამ რესპუბლიკის მთავრობამ ეს ასე არ აღიქვა და წერილს მუქარით უპასუხა. ხელისუფლების მუქარა გამომდინარეობდა იქიდან, რომ ყველაფერი, რაც წერილშია ნათქვამი, ძალიან სერიოზულია. ის იმედოვნებდა, რომ საპროტესტო მუხტის ჩაცხრობას მუქარით შეძლებდა, მაგრამ ხელისუფლების მუქარას საფრანგეთის მოქმედი არმიის 1000-ზე მეტმა ოფიცერმა ვეტერანი სამხედროების მხარდამჭერ წერილზე ხელმოწერით უპასუხა, შემდეგ კი ანალოგიურად მოიქცნენ პოლიციის ოფიცრებიც.
ვიღაცამ შეიძლება პარალელი გაავლოს შარლ დე გოლის წინააღმდეგ სამხედროების მიერ მოწყობილ შეთქმულებებთან, როცა ის დაეთანხმა ალჟირის თვითგამორკვევას და დაასრულა 8-წლიანი (1954-1962) ომი, თუმცა აქ უფრო ზუსტი იქნება ანალოგიის დანახვა ფრანგების მიერ ნაპოლეონის პატივსაცემად გამართულ ზეიმთან მისი სიკვდილის დღეს _ 5 მაისს.
დე გოლმა შეწყვიტა ომი და საფრანგეთს ჩამოაშორა უცხო კულტურის მოსახლეობა, ჩამოაშორა ტერიტორიასთან ერთად _ ალჟირელებს საფრანგეთის მოქალაქეობაზე უარი უთხრა. დე გოლის მოწინააღმდეგე სამხედროებს კი სურდათ, ალჟირელები ქვეყნის მოქალაქეებად დაეტოვებინათ.
გენერლები და ოფიცრები, რომლებმაც საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს მიმართეს, უფრო ახლოს არიან დე გოლთან, ვიდრე მის ოპონენტებთან. მათ არ სურთ, საფრანგეთის მოქალაქეები იყვნენ ისინი, ვისთვისაც უცხოა ამ ქვეყნის კულტურა და ტრადიციები.
გენერლებსა და ოფიცრებს მოწინააღმდეგეები ადანაშაულებენ “დაუშვებელში” _ პოლიტიკაში სამხედროების ჩარევაში, მაგრამ ნაპოლეონის ხსოვნის თარიღი საფრანგეთში არის სიმბოლო იმისა, როგორ ერეოდა არმია პოლიტიკაში და ქვეყანას ქაოსისგან იცავდა. ამ გენერალმა ბონაპარტემ, რომელსაც იმხანად “რობესპიერების ფავორიტი” შეარქვეს, 1793 წელს კარტეჩით დახვრიტა კონტრრევოლუციაში მონაწილენი და საპარლამენტო არჩევნების უკმაყოფილო მონარქისტები. ეს ბონაპარტეს მიერ გაგზავნილმა გენერალ ოჟეროს შენაერთმა ჩაახშო 1797 წელს როიალისტების ახალი აჯანყება პარიზში. ბონაპარტემ 1799 წელს გაატარა სასიცოცხლოდ აუცილებელი რეფორმები და ამით საფრანგეთი აქცია სიმბოლოდ იმისა, როგორი შეიძლება იყოს ქვეყანა, რომელსაც პატრიოტი გენერალი მართავს.
ასეთივე სიმბოლოდ იქცა საფრანგეთისთვის გენერალი დე გოლი, რომელმაც ორჯერ _ მეორე მსოფლიო ომის პერიოდში და 1950-იანი წლების ბოლოს _ გადაარჩინა საფრანგეთი. ქვეყნის სამოქალაქო ხელისუფლების სამომავლო წარმატების საფუძველს გენერლები ქმნიდნენ.
X საუკუნის საფრანგეთი _ ეს არ არის ნაპოლეონის საფრანგეთი, არც დე გოლისა და არც ფრანსუა მიტერანის. ის საფრანგეთი X ასწლეულის დასაწყისში გაქრა, გოლისტი ჟაკ შირაკი საფრანგეთის ბოლო ეროვნული პრეზიდენტი იყო.
2002 წელს აღმოჩნდა, რომ დამკვიდრებული სისტემა _ პარტიული ბლოკებით ერთმანეთის შეცვლა _ დაინგრა. სოციალისტების პარტია პირველ ტურში დამარცხდა ჟან–მარი ლე პენის “ნაციონალურ ფრონტთან” და სოციალისტების მომხრეები იძულებულნი იყვნენ, მხარი ჟაკ შირაკისთვის დაეჭირათ. სამი წლის შემდეგ სოციალისტებმა ქვეყანა გაყიდეს, როცა მხარი დაუჭირეს საფრანგეთის აფრო–არაბულ ოკუპაციას. 2007 წელს გაირკვა, რომ მათ არაფერი აქვთ ქვეყნისთვის შესათავაზებელი, გარდა დაპირებისა, შექმნან ცხოვრება უფრო “კომფორტული”. სარკოზიმ ვერ შეძლო ქვეყნის დაცვა მიგრანტების უზარმაზარი ნაკადების შემოსევისგან. ის, ისევე, როგორც ფრანსუა ოლანდი, როგორც მაკრონი, გლობალური ძალის სატელიტი აღმოჩნდა.
ფრანგმა სოციალისტებმა კარგა ხნის წინათ თქვეს უარი მომავლის ეროვნულ პროექტებზე. მათ დარჩათ ორი რამ: ან დაემუქრონ მმართველ კლასს (“სხვებსაც გაუნაწილეთ! წინაამდეგ შემთხვევაში, მოვლენ კომუნისტები და ისე მოიქცევიან, როგორც რუსეთში”), ან ბუნდოვნად დაჰპირდნენ ამომრჩევლებს: “მეტი უფლება, კარგი და სხვადასხვა!”, მათ შორის უფლება სექსუალური გარყვნილისთვის, შეწყვიტოს ადამიანად ყოფნა და სხვას მოახვიოს თავს თავისი ცხოვრების წესი.
ფრანგი სოციალისტების მთავარი პრობლემა იყო ის, რომ მათ არ შეეძლოთ ხალხისთვის რამე ახლის თქმა. მათ ვერ შეძლეს ეპასუხათ კითხვაზე _ როგორ საფრანგეთს ხედავენ X საუკუნეში? მათ X საუკუნე წარმოედგინათ XX ასწლეულის ბოლო მესამედის მიტერანის პრეზიდენტობის პერიოდის გაუმჯობესებულ ვარიანტად.
მაგრამ 1980 წელს მიტერანის გამარჯვებისას საერთაშორისო ძალების კონფიგურაცია სრულიად სხვაგვარი იყო. იმხანად მსოფლიო საბჭოთა კავშირს შესცქეროდა; ხან ერთი, ხან მეორე ქვეყანა ირჩევდა სოციალისტურ ორიენტაციას. საფრანგეთში მოქმედებდა გავლენიანი კომუნისტური პარტია, რომელიც, ხელისუფლების სათავეში მოსვლა თუ არ შეეძლო, არჩევნებში 2-ჯერ მაინც აუმჯობესებდა სოციალისტების შედეგებს. ფრანსუა მიტერანის უკან იდგა კომუნისტების ლიდერი ჟორჟ მარშე, სსრკ, 1968 წლის მრისხანე აჩრდილი (მწვავე სოციალური კრიზისი _ ნ.კ.).
საფრანგეთი ევროპაში პირველი სახელმწიფო იყო, რომელმაც კანონმდებლობით გაამყარა რასობრივი და ეროვნული თანასწორობა და ეს ფრანგებს კარგად ახსოვთ.
მაგრამ, როცა უცხოელებს, როგორც ჩაგრულებს, იღებდი, იცავდი, აძლევდი უფლებებს, ისინი კი საპასუხოდ შენგან მოითხოვენ სუდანის ან ალჟირის კულტურული და საყოფაცხოვრებო ნორმების აღიარებას ფრანგულის ნაცვლად, შემწყნარებლობას (ე.ი., ტოლერანტობას), ამას ბოლო მოეღება.
დამოკიდებულება ბევრი ფრანგისა, რომლებსაც სურთ, ფრანგებად დარჩნენ და არ იქცნენ ფრანგ-აფრიკელებად, სოციალისტების გამარჯვების მიმართ გამოიხატება შიშში, რომ ისინი წააქეზებენ უცხოელთა ჯგუფებს და საფრანგეთი საბოლოოდ დაკარგავს ეროვნულ-ისტორიულ თვითმყოფადობას. ფრანგებს, ანგლოსაქსებისგან განსხვავებით, არასოდეს მოუსურვებიათ, დემოკრატია ესწავლებინათ ერაყელი ქურდებისთვის ან არაბებისთვის, სუნიტების ან შიიტებისთვის, მაგრამ მათ ზუსტად ასევე არ სურთ, არაბებმა ან სხვა მუსლიმებმა ასწავლონ ჰიჯაბის ტარება და მეჩეთების აგება.
საფრანგეთი პირველი იყო, რომელმაც თავის ბარიკადებზე წითელი დროშა ააფრიალა არა იმისთვის, რომ პარტიას, რომელიც განაგრძობდა ამ დროშის ტარებას, ქვეყანა მიგრანტებით აევსო. შეუძლებელია, წარმოიდგინოთ, როგორ არ ესმით ფრანგ სოციალისტებს ის, რომ ე.წ. სექსუალური უმცირესობებისთვის ახალ–ახალი უფლებების მინიჭება ნორმალურ ადამიანებში დიდ ზიზღს იწვევს.
დღეს ბევრი ფრანგი თავს ოკუპირებულ ქვეყანაში მცხოვრებად მიიჩნევს. “მემარჯვენეებმა” და “მემარცხენეებმა” კი თითქოს ადგილები გაცვალეს 1940-1944 წლების ოკუპაციის შემდეგ: თუ იმხანად მემარჯვენეები თანამშრომლობდნენ გერმანელ ოკუპანტებთან, მემარცხენეები კი ხალხს მათთან საბრძოლველად მოუწოდებდნენ, ახლა “მემარჯვენე” მარინ ლე პენი ფრანგებს წინააღმდეგობის გაწევისკენ მოუწოდებს, სოციალისტები და ცენტრისტები კი _ კაპიტულაციისკენ.
ფრანგი გენერლები და ოფიცრები მართლები არ არიან ერთ რამეში: ისინი წერდნენ სამოქალაქო ომზე საფრანგეთში, მაგრამ ვერ აცნობიერებენ, რომ ლაპარაკი უნდა იყოს არა სამოქალაქო, არამედ განმათავისუფლებელ ომზე არაბ-აფრიკელი მუსლიმი ოკუპანტების წინააღმდეგ, რომელთაგან ზოგს აქვს საფრანგეთის პასპორტი, ზოგს _ არა.
დღეს საფრანგეთი ოკუპირებულია უცხო კულტურის წარმომადგენელთა მიერ, რომლებსაც არ სურთ ამ ქვეყნის ნორმებით ცხოვრება. გენერლებმა, როგორც დე გოლმა 1940 წელს, ფრანგებს წინააღმდეგობის გაწევისკენ მოუწოდეს. მათ მოწოდებას მხარი დაუჭირა მარინ ლე პენმა, “მემარცხენეებმა” კი მათ უღალატეს. მათი ლიდერი, ჟან–ლუკ მელანშონი, უცხოელთა მხარეს დადგა.
შეძლებს კი საფრანგეთი კულტურული ანაბიოზისგან (სიცოცხლისუნარიანობის შეჩერება, ბიოპაუზა _ ნ.კ.) თავის დაღწევას? გაიხსენებენ თუ არა ფრანგები, რომ საფრანგეთის არმიამ ორლეანთან სამდღიან ბრძოლაში შეაჩერა არაბი ისლამისტების შესევა ევროპაში?
fondsk.ru–ზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა
ნიკა კორინთელმა