Home სხვადასხვა დაიჯესტი “რასკოლნიკები” როვნოში მართლმადიდებელი ტაძრის მიტაცებას შეეცადნენ

“რასკოლნიკები” როვნოში მართლმადიდებელი ტაძრის მიტაცებას შეეცადნენ

877
“რასკოლნიკები” როვნოში მართლმადიდებელი ტაძრის მიტაცებას შეეცადნენ

.. უკრაინის ახალი ეკლესიის მხარდამჭერები როვნოს ოლქის სოფელ ბერეჟნიცაში უკრაინის კანონიკური მართლმადიდებელი ეკლესიის ტაძრის მიტაცებას შეეცადნენ. სოციალურ ქსელში უკრაინის კანონიკური ეკლესიის ჩერნოვეცკის ეპარქიის გვერდზე წერია, რომ ბერეზნიცაში ტაძრის მიტაცებას 100-მდე ადამიანი შეეცადა.

“წარმმართველ ძალას წარმოადგენენ მილიევსკისა და კიბაცკის აქტივისტები (არაადგილობრივები), მათი 80%. ტერიტორიაზე, აგრეთვე, შემოიჭრა ანაფორებში გამოწყობილი 2 პირი”, _ ნათქვამია ეპარქიის განცხადებაში.

მოძალადეებისთვის წინააღმდეგობის გაწევას შეეცადა მრევლის წინამძღოლი, მამა კონსტანტინე, მრევლთან ერთად. მორწმუნეებმა გამოიძახეს პოლიცია, რადგან “ახალი ეკლესიის” აქტივისტები აგრესიულად იყვნენ განწყობილნი.

“რელიგიური თემის წარმომადგენლები განაგრძობენ ლოცვას კარდაკეტილ ტაძარში. ტაძრის მიტაცება ვერ შეძლეს”, _ განაცხადეს ეპარქიის წარმომადგენლებმა.

უკრაინის კანონიკური მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმსახურებზე თავდასხმისა და ეკლესიების მიტაცების მცდელობის შემთხვევებმა მას შემდეგ მოიმატა, რაც კონსტანტინოპოლის პატრიარქმა ავტოკეფალია მიანიჭა უკრაინის ე.წ. ახალ მართლმადიდებელ ეკლესიას.

მოამზადა ნიკოლოზ აბაშიძემ

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here