Home ახალი ამბები საქართველო რამდენი უცხოელი სტუდენტი სწავლობს საქართველოში

რამდენი უცხოელი სტუდენტი სწავლობს საქართველოში

1608
უნივერსტიტეტი

ბოლო წლებია, თბილისში თვალში საცემად მომრავლდნენ უცხოელები. მათი უმრავლესობა სტუდენტია.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, ბაკალავრიატის, მაგისტრატურის, დიპლომირებული მედიკოსის (ვეტერინარის) რეზიდენტებისა და პროფესიულ პროგრამებში სულ ჩართულია 6 643 უცხოელი. კერძოდ, ბაკალავრიატის პროგრამაში _ 3822; მაგისტრატურა, დიპლომირებული მედიკოსის და რეზიდენტურის პროგრამებში _ 2805; პროფესიულ პროგრამაში _ 16, მათ შორის 1861 ქალია. ყველაზე მეტი უცხოელი ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სპეციალობებზე სწავლობს _ 3805 კაცი (1164 _ ბაკალავრიატზე, 2641 _ მაგისტრატურაზე, დიპლომირებული მედიკოსის პროგრამაზე, რეზიდენტურაზე); შემდეგ მოდის სოციალური მეცნიერებები: ბიზნესი და სამართალი _ სულ 2044 ახალგაზრდა. ყველაზე ცოტა უცხოელი სოფლის მეურნეობის სპეციალობებს ეუფლება _ 3 კაცი. სულ კი 2015_2016 წლებში საქართველოს სახელმწიფო უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში 90 ათასი სტუდენტი სწავლობდა, კერძო სასწავლებლებში _ 42 ათასი.

ლუკა მაისურაძე

P.S. “ტერორიზმისა და პოლიტიკური ძალადობის კვლევის ცენტრისდირექტორ ბადრი ნაჭყებიას განცხადებით, ერაყიდან _ 50, სირიიდან _ 28, ლიბიიდან 14, ხოლო ავღანეთიდან 1 პირი საქართველოს მოქალაქეობის მიღებას ითხოვს. 2015 წლის 1 მარტიდან 2017 წლის 1 მარტამდე კი 724 თურქმა მოითხოვა საქართველოს მოქალაქეობა; რუსეთიდან 6.280 მოქალაქე ითხოვს საქართველოს მოქალაქეობას; ასევე, 934 სომეხს სურს საქართველოს მოქალაქეობის მიღება; ინდოეთიდან 21 პირი ითხოვს საქართველოს მოქალაქეობას, ირანიდან _ 250, იორდანიიდან კი _ 35.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here