Home ახალი ამბები მსოფლიო “რამდენი უდანაშაულო ადამიანი მოკლეს ამ დემონმა უნდღეურებმა! ბოროტების იდეოლოგია სრულად უნდა აღმოიფხვრას!”

“რამდენი უდანაშაულო ადამიანი მოკლეს ამ დემონმა უნდღეურებმა! ბოროტების იდეოლოგია სრულად უნდა აღმოიფხვრას!”

მსოფლიოს ლიდერები სოლიდარობას უცხადებენ დიდ ბრიტანეთს 22 მაისს მანჩესტერ არენაზე  განხორციელებული ტერორისტული აქტის გამო, რომელსაც 22 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ხოლო 60 მეტი დაშავდა (დაშავებულთა შორის არიან ბავშვებიც). აფეთქება მანჩესტერის დროით 22:35 საათზე, კონცერტის დასასრულს მოხდა. ასობით მსმენელი პანიკამ მოიცვა და დარბაზი დატოვა.


2005 წლის შემდგომ ეს პირველი მაშტაბური ტერაქტია, რომელიც დიდ ბრიტანეთში განხორციელდა. ინგლისში, ქალაქ მანჩესტერში მომხდარ აფეთქებას მსოფლიო ლიდერები ეხმაურებიან.

ისრაელში ვიზიტით მყოფმა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ქალაქ მანჩესტერში მომხდარი ტერორისტული აქტი დაგმო და სამძიმარი გამოუცხადა დაღუპულთა ოჯახის წევრებს.

მომხდარის შესახებ დონალდ ტრამპმა პალესტინის პრეზიდენტთან მაჰმუდ აბასსთან, ბეით-ლაჰმში შეხვედრისას, პრესკონფერენციაზე გააკეთა. ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ „აბსოლუტურ სოლიდარობას“ უცხადებს ბრიტანელ ხალხს.

„მე ღრმა მწუხარებას და თანადგომას ვუცხადებ მათ ოჯახებს, ვინც ამ ტერორისტული აქტის შედეგად დაზარალდნენ და დაიღუპნენ, მათ ვინც ემსხვერპლა მომხდარს. რამდენი ახალგაზრდა, ლამაზი, უდანაშაულო ადამიანი მოკლეს ამ დემონმა უნდღეურებმა, რომლებიც უბრალოდ დროს ატარებდნენ და სიცოცხლე სწყუროდათ. ვინც ეს ჩაიდინა, მათ მონსტრებს არ ვუწოდებ, ვინაიდან მათ სურთ ასე რომ დაუძახონ, ფიქრობენ, რომ ეს მათთვის დიადი სახელია. მე მათ „ლუზერებს“ ვუწოდებ“. – განაცხადა ტრამპმა.

მისივე თქმით, „მსგავს სისხლისღვრებთან დაკავშირებით საზოგადოებაში შემწყნარებლობას არ უნდა ჰქონდეს ადგილი. ბოროტების იდეოლოგია სრულად უნდა აღმოიფხვრას“, – დასძინა ტრამპმა.

აშშ-ს პირველი ლედი მელანია ტრამპიც გამოეხმაურა მომხდარს „ტვიტერში“:

„ჩემი ფიქრები და ლოცვები მიმართულია მანჩესტერის ტერაქტში დაზარალებული ოჯახებისკენ“.

გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი შოკირებულია მომხდარის გამო. მერკელმა პირობა დადო, რომ ის იბრძოლებს მათ წინააღმდეგ ვინც ამგვარ ქმედებებს ორგანიზებას უწევს.

„ამ ტერორისტულმა აქტმა დაგვანახა და კიდევ უფრო ძლიერად შეგვმატა ძალა ვიბრძოლოთ, ჩვენს ბრიტანელ მეგობრებთან ერთად მათ წინააღმდეგ, ვინც გეგმავს და ორგანიზებას უწევს მსგავს არაადამიანურ ქმედებებს. მე მინდა დავარწმუნო ბრიტანელი ხალხი, რომ გერმანია მათ გვერდით დგას“. – განაცხადა მერკელმა.

კანადის პრემიერ-მინისტრი ჯასტინ ტრიუდო შოკირებულია სტადიონზე მომხდარი აფეთქებით.

„კანადელები შოკირებული არიან მანჩესტერში საზარელი თავდასხმით. გახსოვდეთ, ტრაგედიის მსხვერპლი და მათი ოჯახის წევრები“, – დაწერა კანადის პრემიერ-მინისტრმა ტვიტერის პირად გვერდზე.

იაპონიის მთავრობამ ასევე დაგმო მანჩესტერში მომხდარი ტერორისტული აქტი.

„ეს უღირსი თავდასხმაა. ჩვენ ვერ შევეგუებით ამას. იაპონიის მთავრობა გმობს ამ ტერორისტულ აქტს“, – განაცხადა იაპონიის მინისტრთა კაბინეტის გენერალურმა მდივანმა იოსიხიდე სუგამ.

მექსიკის პრეზიდენტმა ენრიკე პენია ნიეტომ სამძიმარი გამოუცხადა ბრიტანელ ხალხს.

„ვწუხვარ, მანჩესტერში მომხდარი ტრაგიკული მოვლენების გამო. სოლიდარობას ვუცხადებთ დიდი ბრიტანეთის საზოგადოებასა და მთავრობას“, – დაწერა მექსიკის პრეზიდენტმა ტვიტერის პირად გვერდზე.

ჩინეთის ლიდერმა სი ძინპინმა დიდი ბრიტანეთის დედოფალს ელისაბედ მეორეს სამძიმარი გამოუცხადა.

„ჩინეთის სახელმწიფოს მეთაურმა გულწრფელი სამძიმარი გამოუცხადა დაშავებულებისა და დაღუპულების ოჯახის წევრებს“, – ნათქვამია განცხადებაში.

საფრანგეთის ახლად არჩეული პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი  მომხდარს სოციალურ ქსელში, ტვიტერზე გამოეხმაურა.

„მე მინდა ჩემი თანადგომა გამოვუცხადო ბრიტანელ ხალხს, დაზარალებულებს და მათ ოჯახებს. ჩვენ ერთად ვიბრძოლებთ ტერორისტების წინააღმდეგ“. – განაცხადა მაკრონმა.

პრეზიდენტ მაკრონის ადმინისტრაცია აცხადებს, რომ მაკრონი პირადად გაესაუბრება ტერეზა მეის დღის ბოლოს მომხდართან დაკავშირებით.

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ღრმა მწუხარება გამოუცხადა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ, ტერეზა მეის მანჩესტერში მომხდარი ტერორისტული აქტის გამო. აღნიშნულის შესახებ კრემლის პრესსამსახური იუწყება. პუტინმა პირობა დადო, რომ მხარში ამოუდგება ბრიტანეთს, რათა მომხდარი გამოიძიონ. პუტინის განცხადებით, კრემლი გმობს მომხდარს.

„მტკიცედ ვგმობთ ამ ცინიკურ და არაადამიანურ დანაშაულს. ვიმედოვნებთ, რომ დანაშაულის შემკვეთები დამსახურებულ სასჯელს არ ასცდებიან“, – ნათქვამია ვლადიმერ პუტინის განცხადებაში.

რუსეთის პრეზიდენტმა დაადასტურა მზაობა “ბრიტანელ პარტნიორებთან ერთად ანტიტერორისტული თანამშრომლობა განავითაროს როგორც ორმხრივი, ასევე საერთაშორისო ძალისხმევის ფარგლებში“.

ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟან-კლოდ იუნკერმა განაცხადა, რომ მომხდარმა მას გული ატკინა. მისი თქმით, ტერორისტები კიდევ ერთხელ  შეეცადნენ  შეექმნათ და დანერგათ შიში იქ, სადაც ამას ნაკლებად იყო მოსალოდნელი, სადაც ერთობიან ახალგაზრდები.

იტალიის პრემიერმინისტრი პაოლო ჯენტილონის განცხადებით, იტალიის მთქავრობა მხარში ამოუდგება დიდ ბრიტანეთს. იტალიელი ხალხი უთანაგრძნობს დაღუპულტა ოჯახებს.

ესპანეთის პრემიერმინისტრი მარიანო რახოის განცხადებით, ესპანეთი გმობს მანჩესტერის ტერაქტს და თანადგომას უცხადებს დაღუპულთა და დაზარალებულთა ოჯახებს.

ავსტრალიის პრემიერმინისტრის მალკომ ტრუნბულის განცხადებით, განხორციელებული ტერორისტული აქტი იყო იაერიში მთელი მსოფლიოს ახალგაზრდების წინააღმდეგ მიმართული.

„ეს ინციდენტი, ეს ტერორისტული აქტი, განსაკუთრებით შემაძრწუნებელი და დანასაულებრივია, განსაკუთრებით საშინელი, რადგან მიმართულია ჩვენი თინეიჯერების, თავისუფლების წინააღმდეგ მთელი მსოფლიოს მაშტაბით. ეს იყო იერიში უდანაშაულო თინეიჯერებზე, ბავშვების მკვლელობაზე მძიმე დანაშაული რა უნდა იყოს“. – განაცხადა მალკომმა.

ინდოეთის პრემიერმინისტრის ნარენდრა მოდი მომხდარს ტვიტერში გამოეხმაურა.

„შეძრწუნებული ვარ მანჩესტერის ტერაქტით. ჩვენ ვგმობთ მომხდარს. ჩვენი იქრები და ლოცვები მიმართულია დაღუპულთა და დაზარალებულთა ოჯახებისკენ, რომელთაც თანაგრძნობას ვუცხადებთ“. – განაცხადა ინდოეთის პრემიერმინისტრმა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here