Home რუბრიკები საზოგადოება რამაზ ღვალაძე: “ქართულ ოცნებას” დრო თითქმის აღარ დარჩა

რამაზ ღვალაძე: “ქართულ ოცნებას” დრო თითქმის აღარ დარჩა

“ხალხი ქუჩაში გამოვა და პროცესი შეიძლება უმართავი გახდეს”

რამაზ ღვალაძე

რუბრიკის სტუმარია თბილისელი რამაზ ღვალაძე, ადამიანი, რომელმაცნაცმოძრაობისსისხლიანი რეჟიმის სისატიკე საკუთარ თავზე იწვნია. ის ერთერთია იმ ადამიანთაგან, რომლებიცქართული ოცნებისხელისუფლებაში მოსვლას დიდი სიხარულით ელოდნენ, მხარს უჭერდნენ და უკეთესი მომავლის იმედი ჰქონდათ.

_ “ქართულმა ოცნებამ” ქართველ ხალხს ფოკუსი ჩაუტარა. ესენი არიან ჩვეულებრივი თაღლითები, ვწყევლი იმ დღეს, როდესაც ხელისუფლებაში მოვიდნენ, არადა, როგორ მიხაროდა. გადავხედოთ იმ ლოზუნგებს, რომლებითაც მოვიდნენ ხელისუფლებაში და რომელთა გამოც ქვეყნის მოსახლეობის უმეტესი ნაწილი მათ გვერდით დადგა, არც ერთი დაპირება არ შეასრულეს! პირიქით _ ყველაფერს აკეთებენ, რათა “გააპრავონ” “ნაცსექტის” დანაშაულებრივი რეჟიმი. ყველაზე აგრესიული ნაცები ისევ თანამდებობებზე არიან.

ქართული ოცნებისმაღალჩინოსნებმა იმხელა ბარიერები შექმნეს, ძალიანაც რომ მოინდომოს ადამიანმა, ვერ მიაწვდენს ხმას თავის სატკივარზე, თვითონ კი ისეთ სახეებს იღებენ, თითქოს ვერც ხედავენ ნაცებისგან გაუბედურებულ მოსახლეობას.

ყოფილი პოლიტპატიმარი ვარ და, 5 წელიწადია, ველოდები ჩემი საქმის გამოძიებას, რომელიც უკვე გამოძიებულიც გვაქვს და იდენტიფიცირებულიც არიან იმ დიდი პროვოკაციის მონაწილეები. 2016 წლის 26 მაისს ნაცრეჟიმის პროკურატურამ ქარელის პოლიციაში სპეცრაზმის მიერ ძალის გადამეტებაზე სისხლის სამართლის საქმე აღძრა და იცით, რატომ? _ ისე გვაწამეს ქარელის პოლიციაში ჩვენი მოძრაობის რამდენიმე წევრი, სპეცრაზმელებს ეგონათ, რომ შემოვაკვდით.

2013 წელსვე სპორტის სასახლეში ნანა კაკაბაძისა და პოლიტპატიმრების მიერ შეკრებილმა 15 ათასმა ადამიანმა მოაწერა ხელი პეტიციას “ნაცმოძრაობის” რეჟიმის გასამართლების თაობაზე, რეჟიმის და არა პიროვნებების. ხელმოწერილი დოკუმენტი გაეგზავნა მთავრობასა და პარლამენტს, მაგრამ ყურად არ იღეს ეს მოთხოვნა და იცით, რატომ? თვითონ “მოასხდნენ” გამზადებულ რეჟიმს და მათ წილებს. მოსამართლეებიც არ შეცვლილან, ისევ ისინი არიან, ვინც 300 ათასი ადამიანი გაასამართლა და გააუბედურა. სამართალდამცავებიც იგივენი არიან, არაფერი შეცვლილა არც გამგეობებსა და მერიებში. აღარაფერს ვამბობ, ტელევიზიების ე.წ. ჟურნალისტებზე.

სახელმწიფო ემსახურებოდა ხუშტურებს ერთი მუჭა ავადმყოფი ადამიანებისა, რომლებიც უცხო ქვეყნებიდან იღებდნენ დირექტივებსა და დავალებებს, ხოლო ამ ქვეყნებს, რომელთა უმაღლესი პირებიც დანაშაულებრივი ჯგუფის თავკაცსდემოკრატიის შუქურასუწოდებდნენ, ჩვენი ქვეყნისსტრატეგიული მეგობრებიჰქვია დღესაც. ახალმოსულმა ხელისუფლებამ ვერ დაანგრია ნაციონალების მიერ “აწყობილი” სისტემა, არც მისცეს ამის საშუალება ზემოთ აღნიშნულმა “მეგობრებმა”. ერთადერთი, რაც გააკეთეს, არის ის, რომ ქუჩაში ხალხს აღარ ხოცავენ სამართალდამცველები.

“მეგობრებისგან” მიღებულ დავალებებს კი კვლავ ასრულებენ, მაგრამ არაკომპეტენტურად, პროფესიონალიზმი არ ჰყოფნით.

დაივიწყეს ის ადამიანები, რომელთა დამტვრეულ ძვლებსა და დანგრეულ ცხოვრებაზეც “მოგრიალდნენ”, ისევ დევნილი და შევიწროებული ვართ, სამსახური ჩვენთვის არ არის და, თუ რამე საქმეს წამოვიწყებთ, ყველანაირად ხელს გვიშლიან.

_ რას იტყვით სოციალურ ფონზე, გაუარესდა ცხოვრება ბოლო რამდენიმე წელიწადში?

_ საშინელი უსამართლობაა, რომ აღარაფერი ვთქვა, მაღალჩინოსნების მიერ საკუთარი თავისთვის პრემიებისა და დანამატების გამოწერაზე, გუგული მაღრაძეებისა და ვიღაც უსაქმურების მიერ საქართველოს მოსახლეობის დაცინვაზე უფრო ვარ გამწარებული.

ბოლო 25 წლის განმავლობაში ასე უაზროდ გამდიდრებული უსაქმური პოლიტიკოსები კალოშების ამარა უნდა დატოვო, მაგრამ სადაა პატრონი.

ზუსტად ისეთი სისწრაფითა და მეთოდით მიმდინარეობს ხალხის გაღატაკება, როგორც ადრე. ბანკები ისევ ცდილობენ ადამიანების გატყავებას. ბენდუქიძის ეკონომიკური “სასწაული” და აგრესიული პრივატიზაცია კვლავ ხალხის წინააღმდეგ არის მიმართული.

ერს არაფერი შეარჩინეს, მოსახლეობის უმეტეს ნაწილს იპოთეკაში აქვს ჩადებული მამაპაპისეული სახლი და კარ-მიდამო, ერის სიმდიდრეს, რომელიც თაღლითური სქემებით “დაითრიეს”, დახლზე ყიდიან და ამას დაარქვეს უცხოური ინვესტიციები. მოსახლეობაც ყიდის ყველაფერს, რათა ოჯახი გამოკვებოს, მაგრამ საყოველთაო გაძვირებისა და ყველანაირი რესურსის ამოწურვის შემდეგ, მოხდება ძალიან ცუდი რამ _ ხალხი ქუჩაში გამოვა და პროცესი შეიძლება უმართავი გახდეს. ამას ჩვენი ქვეყნის საბოლოოდ განადგურება მოჰყვება. განმეორდება ის, რაც 25 წლის წინათ ვნახეთ.

ფონიც ისეთია, იფიქრებ, ყველას აძლევს ხელს მოვლენების ასეთი განვითარებაო. თითქოს მიზანმიმართულად აღიზიანებენ ხალხსქართული ოცნებისხელმძღვანელები. აბა, რას უნდა მივაწეროთ პროდუქტების ასე უაზროდ გაძვირება, მაღალჩინოსნების გაუმაძღრობა, გუგული მაღრაძის დაცინვა და ხალხის მასხარად აგდება?

მეშინია, რომ ასეთ ვითარებაში “ნაცმოძრაობის” წევრები, უკრაინაში “მოღვაწე” თავიანთი ლიდერის თავკაცობით, ყველაფერს იკადრებენ ხელისუფლებაში დასაბრუნებლად _ სისხლის გუბეებს დააყენებენ. ახლა მეტი სატელიტები ჰყავთ, მათ გვერდით არიან არასამთავრობოებიც.

_ საპრეზიდენტო არჩევნები ახლოვდება. ვის დაუჭერთ მხარს?

_ იქიდან გამომდინარე, რაც 25 წლის განმავლობაში ვიხილეთ, კატეგორიული წინააღმდეგი ვარ პრეზიდენტის ინსტიტუტის არსებობისა ჩვენს ქვეყანაში, თანაც, ისედაც აღარ დაუტოვეს არანაირი ფუნქცია და, საერთოდ, მარგველაშვილი რა ფიგურაა, რას წარმოადგენს? _ მეცინება, როცა “სერიოზულ” და “ერის მამის” პოზაში გამოდის ხოლმე. სასაცილოა, მისი ვეტოები, სასაცილოა, ნათესავების შეწყალებაზე თავს რომ იმართლებს… მოკლედ, ისედაც გაღატაკებული ერი, ვალდებული არ არის, პრეზიდენტი არჩინოს.

სამწუხაროა, მაგრამ უნდა ითქვას: “ქართულ ოცნებას” არ შესწევს უნარი, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა აღადგინოს. არც ფიქრობს. ან ვინ უნდა გადაწყვიტოს ეს პრობლემა: კვირიკაშვილმა, აბაშიძე-კარასინის არაფრისმაქნისმა შეხვედრებმა თუ საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ, მეათეკლასელის ჰაბიტუსით დაჯდება მოლაპარაკების მაგიდასთან მსოფლოს დონის დიპლომატებთან?

“ქართულ ოცნებას” დრო თითქმის აღარ დარჩა. სასწრაფოდ უნდა “შემოიჭირონ ქამრები”, მოიშორონ გონებაარეული თანაპარტიელები, ფულზე დაგეშილი ბიძაშვილ-მამიდაშვილები და მაღალჩინოსნები, თორემ, როგორც კი დათბება, გამწარებული ადამიანები ქუჩაში გამოვარდებიან, არ ეგონოს ვინმეს, ლიდერს დაელოდებიან!

ესაუბრა

ეკა ნასყიდაშვილი

3 COMMENTS

  1. batono ramaz, pativiscemit , magram mainc migititebt upro gabedulad tkvat–kartulma ocnebam ki ara da bidzina ivanishvilma chagvitara pokusi. ratom eridebit kvela amis tkmas(garda zogierti martlac da gabeduli adamianisa?? ). ivanishvils davuchiret mxari ocneba vin iko aba mashin shegidzliat damisaxelot??
    ikavit martalni da gabedulni, kvelas mogmartavt, geshiniat?? mashin saertod daanebet mikib mokibuls tavi(nu mickent aseti pirdapirobistvis, imitom rom rac iavanishvilma kartvel xalxs akadtra mxolod sulit unamuso da mdabali tu izamda. sashineli adamini kopila es chveni miliardeli!!

  2. eh batono ramaz, ar gicnobt ise mogmartavt rogorc erti guldamcvari da kveknis bedze uzomod dadardianebuli kartveli kali… rogor ggonia t xalxi gamova kuchashi?? ar gamova , da icit ratom es kvelaperi kargad mogvigvares”dasavlelma partniorebma”.. bevri ramis gamo xalxi vegar gamodis, chamotvla shors cagvikvans..sakartvelos xsna isev da isev(visac unda rusetume:-) micodos ar managhvlebs)rusetis dzlevamosilebashia, da naxavt tu kartveli gasacodavebuli milionamde dasuli eri isev rusets mimartavs imitom rom imis iket sashveli agar ikneba ise rogorc erekle meoris dros.. samcuxarod, imitom rom kartveli kopila gaumadzgarida arasando, gamkidveli romelsac ar sheidzleba miando kvekniis patronoba!!!! amashi davrcmundi shua saukunes mitanebuli adamiani!

  3. რა თქმა უნდა ყველაფრის სათავე რაც ხდება ქვეყანაში არის პირადად ბიძინა ივანიშვილი . გრიგოლიჩის ” დაცვის უფროსი არის უშიშროების მინისტრი , მისი ” ბანკირები” არიან ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრები, ბერას “ძმობილი” არის თბილისის მერი ,რომელმაც საკუთარ კარში ორი გოლი “შეგვიგდო” და ა.შ. არც არასოდეს არ “მოვფერებივარ” არც ივანიშვილს და არც სააკაშვილს , მითუმეტეს არც ნაძირალა შევარდნაძეს .

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here