ჟურნალისტ მაკა რაზმაძის განცხადებით, დოდო გუგეშაშვილის ოჯახზე მომხდარი შეიარაღებული თავდასხმის ფაქტზე მას სავარაუდო ვერსიები გააჩნია და გარკვეულ ინფორმაციასაც ფლობს, თუმცა გაჟღერებისგან თავს იკავებს.
ამის შესახებ მან გადაცემა “რეაქცია”-ში სტუმრობისას ისაუბრა.
კითხვაზე, უკავშირდება თუ არა მკვლელობა დოდო გუგეშაშვილის წარსულ საქმიანობას, მაკა რაზმაძე ამ დეტალის დაკონკრეტებისგან თავს იკავებს და ამბობს, რომ დაელოდება გამოძიების ოფიციალურ ვერსიას.