Home სხვადასხვა Facebook ფრაზები რაზმაძე გუგეშაშვილზე: ვერ გადარჩება ვერ! გაიხარეთ, ვერ გადარჩება!

რაზმაძე გუგეშაშვილზე: ვერ გადარჩება ვერ! გაიხარეთ, ვერ გადარჩება!

14149

ჟურნალისტი მაკა რაზმაძე დოდო გუგეშაშვილის ოჯახზე შეიარაღებულ თავდასხმას სოციალური ქსელში ეხმაურება.

”საავადმყოფოდან ერთი წამით შემოვიხედე აქ და მივხვდი რატომაც არასდროს არაფერი გვეშველა და სავარაუდოდ, აღარც გვეშველება… რეებს წერთ, ხალხო? არ გრცხვენიათ? ვერ გადარჩება ვერ! გაიხარეთ, ვერ გადარჩება! რა გადაარჩენს ერთადერთი ანგელოზი შვილის საკუთარ თვალწინ დამკარგავს?! იმ წუთიდან მკვდარია, რა წამსაც ნოდარიკოს სული აღმოხდა… უწყინარი, უსაყვარლესი ნოდარიკო დედას თვალწინ მოუკლეს. ნოდარიკო, რომელიც უსინათლო ბებიას ხელით დაატარებდა, ბანდა და პატრონობდა, ნოდარიკო რომელსაც ადამიანისთვის არ უწყენინებია… უთბილესი, უწესიერესი ნოდარიკო 5 ტყვიით თავში მოკლულია და აქ ხალხი ცივად არჩევს რაღაც სამარცხვინოს იმის ნაცვლად ყველამ ერთად მკვლელის დაჭერა მოსთხოვოს პოლიციას! დღისით მზისით დედას საკუთარი შვილი მოუკლეს თვალწინ თქვენს ქალაქში თქვენს ქვეყანაში… რეებისთვის გცალიათ ხალხო…”, – წერს მაკა რაზმაძე.

2 COMMENTS

  1. Bichi dzalian shemecoda,mag sazuzgar qals ki uamravi cudi rame aqvs chadenili da im sxvebsac yavdat shvilebi da ojaxebi,tumca metodi miugebelia namdvilad ai cixeshi ki siamovnebit bixilavdi mag araqals…

  2. მართლა არაფერი არ გვეშველება!!!!!!!!!!!!! რა გვეშველება ამდენ გაბოროტებულ, დაღვარძლიანებულ, ამდენ აშარს!!!!!!!!!!!!!!!! შვილს გველს ნუ მოუკლავ ღმერთო!!!!!!!!!! შვილის სიკვდილი, როგორიც არ უნდა ყოფილიყო როგორ გიხარიათ!!!!!!!!! რით განსხვავდებით მტაცებელი ცხოველებისგან????? არ გყავთ შვილები??? არ იცვით რა არის დედაშვილობა???? მაგ ქალს თუ მართლა ამხელა ცოდვები აქვს, თავის გაჭირვება ეყოფოდა, დაეჭირათ, თვითონ მოსვლოდა რამე, ანღმერთო შემინდე თვითონ არ გადარჩენილიყო…..მაგრამ თქვენ როგორ გიხარიათ საერთოდ ვინმეს სიკვდილი?????? ღმერთო შეგვინდე, რამეთუ არა ვიცით რას ჩავდივართ!!!!!!!!!!! ებრძოლეთ ეშმაკს თქვენს სულში და სხეულში!!!!!!!!!!!!!

გაიარეთ ავტორიზაცია კომენტარის დასამატებლად: ანონიმური Cancel reply

Please enter your comment!
Please enter your name here