Home ახალი ამბები მსოფლიო რადას დეპუტატი ჩივის, რომ ევროპაში უკრაინის ხსენება უკვე გაღიზიანებას იწვევს

რადას დეპუტატი ჩივის, რომ ევროპაში უკრაინის ხსენება უკვე გაღიზიანებას იწვევს

1138
ნესტორ შუფრიჩი

უკრაინის საკითხი ევროპას უკვე აღიზიანებს, განაცხადა უკრაინის უმაღლესი რადას დეპუტატმა პარტიაოპოზიციის ბლოკი”-დან _ ნესტორ შუფრიჩმა ტელეარხ “112. უკრაინა”- ეთერში.

“კიდევ კარგი, რომ იქ [პრეზიდენტ დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის მოლაპარაკებებზე ჰელსინკში] უკრაინის საკითხი ჯერ კიდევ დგას, რადგან მე ახლახან დავბრუნდი ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ბერლინის სამიტიდან, და იცით რა, უკრაინის საკითხი იქ უკვე ყველას აღიზიანებს”, _ თქვა შუფრიჩმა.

მისი თქმით, ევროპაში “არავის არ ესმის”, რატომ არ სრულდება მინსკის შეთანხმებები და უკრაინის პარლამენტი რატომ არ იღებს შესაბამის კანონებს. “თუმცა, ჩვენ (პარლამენტარებს) ამის გაკეთება არ შეგვიძლია, რადგან ამ საკითხს ბლოკავს კოალიცია და პრეზიდენტი”, _ განმარტა შუფრიჩმა.

გარდა ამისა, ბრიუსელში ნატოს სამიტზე ტრამპისა და პოროშენკოს შეხვედრის კომენტირებისას დეპუტატმა იმედი გამოთქვა, რომ უკრაინის ლიდერის მომდევნო შეხვედრა რუსეთის პრეზიდენტთან შედგება.

ადრე იტყობინებოდნენ, რომ ტრამპის პოროშენკოსთან 20-წუთიანი შეხვედრისას, ამ უკანასკნელის თქმით, ორივე ლიდერმა “დეტალურად” განიხილა ამერიკის პრეზიდენტისა და პუტინის შეხვედრა ჰელსინკში და გაზსადენი “ჩრდილოეთის ნაკადი -2”-ის პრობლემაც.

rbc.ru

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here