Home სხვადასხვა დაიჯესტი რაგბის ვარსკვლავმა დაარწმუნა 15 წლის გოგონა, რომ კიბოთია დაავადებული და თავისი ბინძური...

რაგბის ვარსკვლავმა დაარწმუნა 15 წლის გოგონა, რომ კიბოთია დაავადებული და თავისი ბინძური განზრახვა აღისრულა

1068
რაგბისტი

29 წლის რიან ნოქსი, რომელიც უელსში ქალთა რაგბის ვარსკვლავად არის აღიარებული, სამი წლის განმავლობაში ხვდებოდა არასრულწლოვან გოგონას. ბავშვი სექსუალურ ურთიერთობაში რომ ჩაეთრია, სპორტსმენმა თავი შეაცოდა და დაარწმუნა, რომ ტვინის კიბოთი იყო დაავადებული.

The Sun იუწყება, რომ პირველი სექსი მათ შორის მოხდა მაშინ, როცა გოგონა მხოლოდ 15 წლისა იყო. ბოლოს და ბოლოს, მსხვერპლი მიხვდა, რომ მოატყუეს და პოლიციას საჩივრით მიმართა.

მორაგბემ თავდაპირველად უარყო ბრალდება, მაგრამ მხილებათა უტყუარობამ აიძულა, ეღიარებინა დანაშაული. რიან ნოქსს შვიდი წლით პატიმრობა მიუსაჯეს. ამასთანავე, იგი სამუდამოდ გარიცხეს უელსის მორაგბეთა კავშირიდან.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here