Home რუბრიკები საზოგადოება ჟიუსტ ფონტენის 60 წლისწინანდელი რეკორდი, ჩემპიონატების საუკეთესო ბომბარდირი და პელეს 3 ტიტული

ჟიუსტ ფონტენის 60 წლისწინანდელი რეკორდი, ჩემპიონატების საუკეთესო ბომბარდირი და პელეს 3 ტიტული

1611
მარიო ზაგალო

მსოფლიოს განვლილ საფეხბურთო ჩემპიონატებზე, რომელთა რაოდენობაც 1930 წლიდან დღემდე 20-ია, უამრავი რეკორდი დამყარდა. გაგაცნობთ მათგან ყველაზე საინტერესოს.

* მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულების მხრივ რეკორდსმენია ბრაზილიის ნაკრები. მის ანგარიშზეა 5 გამარჯვება მსოფლიოს ჩემპიონატებში _ 1958, 1962, 1970, 1994 და 2002 წლებში. 4-ჯერ მოიპოვეს ჩემპიონობა იტალიელებმა _ 1934, 1938, 1982 და 2006 წლებში. ამდენივე ტიტული აქვს ამჟამინდელ ჩემპიონს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ნაკრებს _ 1954, 1974, 1990 და 2014 წლებში. 2-ჯერ მოიპოვეს ჩემპიონის ტიტული ურუგვაისა (1930, 1950) და არგენტინის (1978, 1986) ეროვნულმა ნაკრებებმა.

პელე
პელე

თითოჯერ: ინგლისმა _ 1966 წელს, საფრანგეთმა _ 1998 წელს და ესპანეთმა _ 2010 წელს.

* ბრაზილიის საფეხბურთო ნაკრები ერთადერთია, რომელიც ყველა მსოფლიოს ჩემპიონატში მონაწილეობდა. რამდენიმე დღეში რუსეთში გასამართი მუნდიალი ამ გუნდისთვის 21-ე იქნება. ბრაზილიელებმა პირველებმა მოიგეს ჩემპიონატის ტიტულები მსოფლიოს სხვადასხვა ნაწილში _ ამერიკაში, ევროპასა და აზიაში.

* მსოფლიოს ჩემპიონატების ისტორიაში ყველაზე დიდი ანგარიშით _ 9:0 გაიმარჯვეს უნგრეთმა (მოუგო სამხრეთ კორეას 1954 წელს) და იუგოსლავიამ (მიუგო ზაირს 1979 წ.). აღსანიშნავია, რომ უნგრეთმა 1982 წელს 10:1 დაამარცხა სალვადორი.

ჯიჯი ბუფონი
ჯიჯი ბუფონი

* 2014 წლის ბრაზილიის საფეხბურთო ჩემპიონატზე 171 ბურთი გაიტანეს. ეს 1998 წლის მსოფლიო ჩემპიონატის რეკორდის გამეორებაა.

* ფინალში ყველაზე მეტჯერ _ 3-ჯერ ერთმანეთს შეხვდნენ არგენტინა და გერმანია. 2-ჯერ გაიმარჯვეს გერმანელებმა, ერთხელ _ არგენტინელებმა.

* მსოფლიოს ჩემპიონის ყველაზე მეტი ტიტული აქვს ბრაზილიელ პელეს _ 1958, 1962 და 1970 წლები.

* ჩემპიონატების ფინალურ ეტაპზე ყველაზე მეტჯერ მონაწილეობდა მექსიკელი ანტონიო კარბახალი (1950-1966), გერმანელი ლოთარ მათეუსი (1982-1998) იტალიელი ჯანლუიჯი ბუფონი _5-5-ჯერ.

ლოთარ მათეუსი
ლოთარ მათეუსი

* ერთ ჩემპიონატში (1958 წ.) ყველაზე მეტი ბურთი გაიტანა ფრანგმა ჟიუსტ ფონტენმა _ 13 (6 მატჩში). ეს რეკორდი 60 წელიწადია, ვერავინ მოხსნა. საერთოდ კი, მსოფლიო ჩემპიონატების საუკეთესო ბომბარდირები არიან გერმანელი მიროსლავ კლოზე (2002-2014) _ 16 ბურთი (24 მატჩში); ბრაზილიელი რონალდო ლუის ნაზარიო დე ლიმა 15 (19 მატჩში) და გერმანელი გერდ მიულერი _ 14 (13 მატჩში).

ერთ მატჩში ყველაზე მეტი ბურთ გაიტანა რუსმა ოლეგ სალენკომ _ 5; ეს მოხდა 1994 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მატჩში კამერუნსა და რუსეთს შორის (1I6).

* კამერუნელი როჟე მილა 42 წლისა და 39 დღის იყო, როცა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ბურთი გაიტანა. ეს მოხდა 1994 წელს რუსეთთან მატჩში (1:6).

ანტონიო კარბალახი
ანტონიო კარბალახი

* მსოფლიოს ჩემპიონატების ყველაზე ახალგაზრდა ბომბარდირია პელე, რომელიც 17 წლისა და 239 დღის იყო, როცა ბურთი გაუტანა უელსის ნაკრებს (1958 წ.).

* მსოფლიოს ჩემპიონატების ოქროს მედლების ყველაზე მეტი კოლექცია აქვს ბრაზილიელ მარიო ზაგალოს _ 4. ორი როგორც მოთამაშეს (1958, 1962) ერთი როგორც მთავარ მწვრთნელს (1970) და ერთიც, როგორც მე-2 მწვრთნელს (1994 წ.).

* მწვრთნელთა შორის ყველაზე მეტ მატჩში გამარჯვება მოიპოვა გერმანელმა ჰელმუტ შიონმა _ 16 (1966-1978).

სერბი ბორა მილუტინოვიჩი მსოფლიოს ჩემპიონატების ფინალურ ეტაპზე 5 სხვადასხვა ქვეყნის გუნდს წვრთნიდა: მექსიკას _ 1986, კოსტა-რიკას _ 1990 წ; ნიგერიას _ 1998; ჩინეთს _ 2002.

ჟიუსტ ფონტენი
ჟიუსტ ფონტენი

* მსაჯებმა მინდვრიდან ყველაზე მეტი ფეხბურთელი გააძევეს 2006 წლის ჩემპიონატზე.

* მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ყველაზე მეტი მატჩი იმსაჯა უზბეკმა არბიტრმა რავშან ირმატოვმა _ 9.

* ბრაზილიაში გამართულ 2014 წლის საფეხბურთო ჩემპიონატი მეორეა მაყურებელთა დასწრების მხრივ. ერთ მატჩს საშუალოდ ესწრებოდა 52 762 ადამიანი. ამ მაჩვენებლით კი პირველია აშშ-ში 1994 წელს გამართული ჩემპიონატი _ საშუალოდ 68 991 მაყურებელი 1 მატჩზე.

* მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში ყველაზე მეტჯერ ითამაშა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საფეხბურთო ნაკრებმა _ 8-ჯერ: 1954, 1966, 1974, 1982, 1986, 1990, 2002, 2014 წლებში. მეორეა ბრაზილია _ 7-ჯერ: 1950, 1958, 1962, 1970, 1994, 1998, 2002 წლებში.

მიროსლავ კლოზე
მიროსლავ კლოზე

ყველაზე სწრაფი გოლის ავტორია თურქი ჰაკან შაქერი. მან 2002 წელს სამხრეთ კორეის კარში მე-11 წამზე შეაგდო ბურთი. მატჩი დამთავრდა თურქეთის გამარჯვების – 3:2.

ბრაზილიის ნაკრები
ბრაზილიის ნაკრები

* 2014 წელს ბრაზილიაში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე ყველაზე სწრაფი ავტოგოლი გავიდა მსოფლიოს ჩემპიონატების ისტორიაში. ეს მოხდა ბოსნია-ჰერცეგოვინასა და არგენტინის მატჩში, როცა მესამე წუთზე ბოსნიელთა მცველმა სეად კოლაშინაცმა ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა.

მოამზადა

ნიკა კორინთელმა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here