Home სხვადასხვა დაიჯესტი პუშილინი: “იარაღის ჟღარუნი” უკრაინას ძვირი დაუჯდება

პუშილინი: “იარაღის ჟღარუნი” უკრაინას ძვირი დაუჯდება

257
პუშილინი: “იარაღის ჟღარუნი” უკრაინას ძვირი დაუჯდება

დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ლიდერის თქმით, კიევი ფართომასშტაბიანი ომისთვის ემზადება

თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ლიდერ დენის პუშილინის განცხადებით, კიევი სრულმასშტაბიანი სამხედრო კონფლიქტისთვის ემზადება.

პუშილინის განცხადებით, დონბასისა და კიევის დაპირისპირება მწვავე ფაზაში შევიდა. ახლა ე.წ. დაპირისპირებული მხარეების შეხების ხაზთან უკრაინის შეიარაღებული ძალების უამრავი სამხედრო ტექნიკაა თავმოყრილი, რაც არ ყოფილა დიდი ხნის განმავლობაში.

პოლიტიკოსის განცხადებით, მოლაპარაკებების წინ ეს “იარაღის ჟღარუნი” უკრაინას ძვირი დაუჯდება, რადგან ამ ქვეყნის ეკონომიკა ისედაც საშინელ დღეშია და საომარი მოქმედებების დაწყება ქვეყანას საბოლოოდ გააჩანაგებს.

თებერვლიდან ვითარება დონბასის გარშემო სულ უფრო იძაბება. დონბასისა და უკრაინის საზღვართან გადასროლილია უკრაინის შეიარაღებული ძალები. იყო ცეცხლის გახსნის შემთხვევებიც.

topnews.ruზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა გიორგი გაჩეჩილაძემ

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here