Home ახალი ამბები მსოფლიო პუტინმა და ლუკაშენკომ ორმხრივი ურთიერთობები დაარეგულირეს

პუტინმა და ლუკაშენკომ ორმხრივი ურთიერთობები დაარეგულირეს

245
პუტინმა და ლუკაშენკომ ორმხრივი ურთიერთობები დაარეგულირეს

სოჭში რუსეთისა და ბელარუსის პრეზიდენტების _ ვლადიმერ პუტინისა და ალექსანდრე ლუკაშენკოს შეხვედრა გაიმართა, რომელიც გაფართოებულ ფორმატში მიმდინარეობდა და ხუთ საათზე მეტ ხანს გაგრძელდა.

რუსეთსა და ბელარუსს შორის ბევრი პრობლემა დაგროვდა, თუმცა ეს პრობლემები, მიუხედავად მათი სიმწვავის ხარისხისა, მეტწილად უფრო ტექნიკური ხასიათის იყო.

რუსეთის ეკონომიკური განვითარების მინისტრმა მაქსიმ ორეშკინმა მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ “ქვეყნებს შორის საკამათო საკითხების რაოდენობამ მნიშვნელოვნად იკლო”. კერძოდ, ორივე მხარემ მოახერხა, ერთმანეთის პოზიციები დაეახლოებინათ ნავთობისა და ბუნებრივი აირის საკითხებში.

როგორც რუსეთში ბელარუსის ელჩმა ვლ. სემაშკომ განმარტა, მხარეები სრულად შეთანხმდნენ ელექტროენერგეტიკისა და საბაჟო სამსახურების ინტეგრაციის გეგმაზე, შეუთანხმებელი დარჩა 8 პუნქტი 31-დან. სემაშკოს თქმით, მოიძებნა ბელორუსულ პროდუქტებზე შეზღუდვების გაუქმების გზები და ორ კვირაში შეთანხმდება რუსული გაზის ფასი ბელარუსისთვის.

ორი ქვეყნის ლიდერები ერთმანეთს კვლავ შეხვდებიან 20 დეკემბერს სანქტ-პეტერბურგში. მანამდე უმაღლეს დონეზე მიღწეული შეთანხმებების საექსპერტო დამუშავება მოხდება.

რუსეთსა და ბელარუსს შორის მწვავე ტონის შერბილება და მთელი რიგი საკითხების მოგვარება სიგნალი უნდა იყოს საქართველოსთვის _ რუსეთი პოსტსაბჭოთა სივრცეზე ძლიერდება.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here