Home სხვადასხვა დაიჯესტი პუტინი: ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებისთვის გაერთიანების შედეგად კონკურენტუნარიანობის ამაღლება ბუნებრივი საქმეა

პუტინი: ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებისთვის გაერთიანების შედეგად კონკურენტუნარიანობის ამაღლება ბუნებრივი საქმეა

3187
პუტინი: ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებისთვის გაერთიანების შედეგად კონკურენტუნარიანობის ამაღლება ბუნებრივი საქმეა

ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნების ძალისხმევის გაერთიანება ყველასთვის სასარგებლო იქნება, მიუხედავად წარსულის მიმართ ფობიებისა სსრკის აღდგენის თაობაზე. 2019 წლის 1 ოქტომბერს რუსეთის სახელმწიფო მეთაურმა ვლადიმერ პუტინმა მოკლე ინტერვიუ მისცა, მაგრამ ეს განცხადება ეთერში პირველად ახლა გაისმა.

“რაღაც ფობიების დაძლევა, შიშის დაძლევა საბჭოთა იმპერიის აღორძინების თაობაზე და იმის გაგება, რომ ძალისხმევის გაერთიანება ყველას წაადგება, აუცილებლად გაიკვალავს თავის გზას. და ამ უპირატესობის გათვითცნობიერებით, ამ უპირატესობას კი აღნიშნული პროცესის ყველა მონაწილე აცნობიერებს, ჩვენ წავიწევთ წინ, გადავდგამთ ახალ ნაბიჯებს და წავალთ წინ”, _  განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.

ყველგან, სადაც კი ეს შეიძლება, ქვეყნები გაერთიანებით ამაღლებენ თავიანთი კონკურენტუნარიანობის დონეს და ყოფილი სსრკ-ის რესპუბლიკებისთვის ეს “აბსოლუტურად ბუნებრივი საქმეა”, _ აღნიშნავს პუტინი.

“ჩვენ გვაქვს საერთო ენა ეროვნებათაშორისი, სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობებისთვის _ ეს არის რუსული. ყველა ქვეყანაში თავისუფლად ლაპარაკობენ რუსულად, ეს უზარმაზარი უპირატესობაა. ჩვენ გვაქვს ერთიანი ქვეყნიდან დარჩენილი საერთო სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა, ენერგეტიკის, კავშირგაბმულობის სტრუქტურები. ეს კიდევ ერთი უზარმაზარი უპირატესობაა ინტეგრაციისთვის”, _ განაცხადა რუსეთის ლიდერმა და აღნიშნა, რომ ეს ყველაფერი ხელს შეუწყობს კონკურენტუნარიანობის ამაღლებას. რაც შეეხება “დასავლური კოლეგების წინააღმდეგობას”, რომლებსაც აქამდე საერთოდ არ სურდათ ლაპარაკი ჩვენს ეკონომიკურ, სახელდობრ, ეკონომიკურ და არა პოლიტიკურ ან სამხედრო გაერთიანებასთან”, მათ, უბრალოდ, ეშინიათ კონკურენციის.

“მათ არ სურთ კონკურენტის გაძლიერება, მაგრამ ჩვენ ეს გვინდა, იმიტომ, რომ ეს არის ჩვენი ხალხების კეთილდღეობისკენ მიმავალი გზა, ამიტომ ამაში გასაკვირი არაფერია, გარდა იმისა, რომ აქამდე წინ ვერ წავიწიეთ ისე, როგორც შეგვეძლო, გაცილებით ეფექტიანად”, _ განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.

მოამზადა

გიორგი გაჩეჩილაძემ

2 COMMENTS

  1. ვიბრძოდი კომუნისტების და საბჭოთა კავშირის წინაამღდეგ წარსულში, ძალიან ბევრი ტერიტორია წაგვართვა რუსეთმა. დღევანდელი გადასახედიდან თუკი დააბრუნებს წართმეულ ტერიტორიებს და შემდეგ მოხდება რაღაც პრინციპით მსგავსი გაერთიანება
    ჩათრევას ჩაყოლა ჯობია)))))

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here