Home რუბრიკები ბლოგი „პუტინი ყოველთვის ხაზს უსვამდა იმ ფაქტს, რომ ქართველ ხალხს უდიდეს...

„პუტინი ყოველთვის ხაზს უსვამდა იმ ფაქტს, რომ ქართველ ხალხს უდიდეს პატივს სცემდა“

12708
ვაჟა ლორთქიფანიძე - ვლადიმერ პუტინი

საქართველოს ყოფილი ელჩი რუსეთში ვაჟა ლორთქიფანიძე  აცხადებს, რომ ის პუტინს კარგად იცნობს, მისი თქმით რუსეთის პრეზიდენტი ყოველთვის ხაზს უსვამდა თავის დიდ პატივისცემას ქართველი ხალხის მიმართ. პუტინი კარგად არის გათვითცნობიერებული აფხაზეთის საკითხში და საერთოდ ისტორიაში, მან შესანიშნავად იცის, რომ აფხაზეთი ქართული ძირძველი მიწაა.

,,ვიდრე რუსეთში საქართველოს ელჩი ვიყავი, პუტინმა ბევრი თანამდებობა გამოიცვალა, და  როცა ის გავიცანი პუტინი რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე იყო.

შემდეგ “ეფესბე”-ს ხელძღვანელი გახდა და მერე უშიშროების საბჭოს მდივნად დაინიშნა.

მთელი ამ პერიოდის განმვალობაში პუტინთან საკმაოდ ინტენსიური ურთიერთობა გვქონდა და ხშირად ვხვდებოდით ერთმანეთს.

ჩვენი ურთერთობა მას შემდეგაც გაგრძელდა, რაც მე საქართველოს პრემიერ-მინისტრი გავხდი, პუტინმა კი რუსეთის პრემიერ-მინიტრის პოსტი დაიკავა.

დაბეჯითებით შემიძლია გითხრათ, რომ პუტინი დეტალებშია გათვითცნობიერებული აფხაზურ პრობლემაში. აფხაზეთის ისტორიასაც შესანიშნავად იცნობს. ისიც კარგად იცის ,რომ აფხაზეთი ძირძველი ქართული მიწაა. როგორც გითხარით, პუტინს საკმაოდ კარგად ვიცნობ და ქართველების მიმართ ანტაგონისტული დამოკიდებულება მისთვის არასდროს შემიმჩნევია.

პირიქით, პირად საუბრებშიც და ოფიციალურ შეხვედრებზეც, ის ყოველთვის ხაზს უსვამდა იმ ფაქტს, რომ ქართველ ხალხს უდიდეს პატივს სცემდა“, – აცხადებს საქართველოს ყოფილი ელჩი რუსეთში.

ქართულ პრესაში დაბეჭდილი მასალების მიხედვით მოამზადა

კონსტანტინე ჩიკვილაძემ

2 COMMENTS

  1. ბატონო ვაჟა სამაგიეროდ არ იცნობ სულგაყიდულ ქართველ პოლიტიკოსებს ჩვენ არ ვიცით რამდენად გაყიდეს და დღესაც რამდენად ყიდიან სინდის გირსებას და ღირებულებას ქვეყანასთან ერთად საჭიროა საქართველო გაიწმინდოს სარეველებისან რომელიც ძალიან მომრავლდა და შემდეგ გონიერი ხალხიდაალაგებს სიტუაციას თავის ადგილს მიუჩენს ყველას

გაიარეთ ავტორიზაცია კომენტარის დასამატებლად: ანონიმური Cancel reply

Please enter your comment!
Please enter your name here