Home ახალი ამბები მსოფლიო პუტინი: რუსეთი არ დაუშვებს ნატოს გაფართოებას აღმოსავლეთით

პუტინი: რუსეთი არ დაუშვებს ნატოს გაფართოებას აღმოსავლეთით

123

რუსეთი მოითხოვს აშშისა და მისი ნატოელი მოკავშირეებისგან, უარი თქვან აღმოსავლეთით გაფართოებაზე”, _ განაცხადა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ დასავლეთმა უნდა წარმოადგინოს უსაფრთხოების საიმედო და ხანგრძლივვადიანი გარანტიები.

“აშშ-სა და მის მოკავშირეებთან დიალოგისას ჩვენ მოვითხოვთ კონკრეტულ შეთანხმებას, რომელიც გამორიცხავს სამომავლოდ ნატოს ნებისმიერ წინ წაწევას აღმოსავლეთით და რუსეთის ფედერაციის ტერიტორიის ახლოს იარაღის განლაგებას”, _ თქვა პუტინმა ელჩებისთვის სიგელების გადაცემის ცერემონიაზე.

“ნატოს ქვეყნები სიტყვით გვარწმუნებდნენ, რომ აღმოსავლეთით წინ აღარ წაიწევდნენ, მაგრამ პირიქით იქცევიან, _ აღნიშნა რუსეთის სახელმწიფო მეთაურმა. _ ახლა მოსკოვს დასავლელი კოლეგებისგან სურს არა შეუსრულებელი სიტყვიერი დაპირებები, არამედ “სამართლებრივი, იურიდიული გარანტები”.

“უსაფრთხოების სფეროში რუსეთის კანონიერი შეშფოთება იგნორირებული იყო და ახლაც განაგრძობენ იგნორირებას”, _ დასძინა რუსეთის ლიდერმა.

მანამდე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ ნატო რუსეთის საზღვრებთან “თავს უყრის მნიშვნელოვანი რაოდენობის ქვედანაყოფებსა და სამხედრო ტექნიკას, მათ შორის ამერიკულსა და ბრიტანულს”. ამასთანავე, ალიანსის წევრები ანტირუსული მოქმედებებისკენ უბიძგებენ კიევს, რომელმაც, მისი თქმით, შეიძლება დაიწყოს სამხედრო ავანტიურები. “თუ დასავლეთი ვერ შეძლებს უკრაინის შეჩერებას და პირიქით _ წააქეზებს, მაშინ მოსკოვი იძულებული იქნება, მიიღოს აუცილებელი ზომები თავისი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად”, _ აღნიშნა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ria.ruზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა ნიკა კორინთელმა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here