Home სხვადასხვა დაიჯესტი პუტინი მერკელს ნორმანდიული ოთხეულის სამიტის მომზადების მნიშვნელობაზე ესაუბრა

პუტინი მერკელს ნორმანდიული ოთხეულის სამიტის მომზადების მნიშვნელობაზე ესაუბრა

202
პუტინი მერკელს ნორმანდიული ოთხეულის სამიტის მომზადების მნიშვნელობაზე ესაუბრა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელთან სატელეფონო საუბრისას განაცხადა, რომ პოზიტიური შედეგების მისაღებად საჭიროა სერიოზული მომზადება ნორმანდიული სამიტის ჩასატარებლად.

რუსეთის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა მოსამზადებელი სამუშაოების მნიშვნელობას ნორმანდიული ოთხეულის მორიგი სამიტის ჩასატარებლად, რათა ამ შეხვედრამ მოიტანოს კონკრეტული პოზიტიური შედეგები.

ამ კონტექსტში მან ხაზი გაუსვა კიევის მიერ  იმ შეთანხმებების შესრულებას, რომლებიც მიღწეული იქნა 2015 და 2018 წლებში პარიზსა და ბერლინში ამ ფორმატით გამართულ უმაღლეს დონის შეხვედრებზე.

პუტინმა და მერკელმა აღნიშნეს უალტერნატივობა მინსკის შეთანხმების კომპლექსური ზომებისა, როგორც შიდაუკრაინული კონფლიქტის მოგვარების საფუძვლის. გერმანიისა და რუსეთის ლიდერებმა გამოხატეს საერთო განწყობილება ერთობლივი მუშაობის შესახებ ნორმანდიული ოთხეულის ჩარჩოებში, მათ შორის რუსეთის, გერმანიის, საფრანგეთისა და უკრაინის ლიდერების თანაშემწეთა ხაზით.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here