Home რუბრიკები პოლიტიკა პუტინის ოლიმპიური ოქრო

პუტინის ოლიმპიური ოქრო

მზე დასავლეთში ჩადის

912

ვალერი კვარაცხელიას პუბლიცისტური წერილები. საავტორო გვერდი

მეოთხე გამოშვება

წალენჯიხის მერი აცხადებს: “უკრაინას მხარდაჭერას ვუცხადებთ რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში. უკრაინის გარშემო რუსეთის მიერ ინსპირირებული მოვლენები საფრთხეს უქმნის რეგიონის მშვიდობასა და უსაფრთხოებას. რუსეთის მხრიდან უკრაინის მიერ სამხედრო პოლიტიკურ ალიანსში გაწევრება და უფლებების შეზღუდვა პოლიტიკური ულტიმატუმებით კატეგორიულად მიუღებელია და ეს შეზღუდვა ეხება არამხოლოდ უკრაინას, არამედ ქართველი ხალხის არჩევანს, გახდეს დასავლეთისა და ნატოს ღირსეული ნაწილი. რუსეთი ოკუპანტია!” წალენჯიხის ნაციონალი მერი, სანამ დიდ პოლიტიკაში გაიჭრებოდა, აჯობებდა, ქართული ენის გრამატიკაში გაწაფულიყო, მაგრამ, როგორც ჩანს, იგი ცხოვრებაში უფრო მნიშვნელოვანი პრიორიტეტებით ხელმძღვანელობსრა სახის სიგიჟე არ ახსოვს საქართველოს ისტორიას. მაგალითად, 2008 წელს მიხეილ სააკაშვილის მთავარსარდლობით რუსეთთან ომში გამარჯვებისთვის მიძღვნილი ზეიმი რუსთაველის პროსპექტზე ან დამოუკიდებელი გურიის მიერ მეოცე საუკუნის დასაწყისში ინგლისისთვის ომის გამოცხადება. ახლა წალენჯიხის ნაციონალმა მერმა ათასგვარი დანაშაულის ჩადენის გამო ციხეში ჩაყუდებული თავისი ბელადის გულის მოსაგებად შეიძლება, დამოუკიდებელი გურიის პრეზიდენტისა და მეფის(!) _ ბენია ჩხიკვიშვილის მსგავსად, რუსეთს ომი გამოუცხადოს. რა დაუშლის?!

4 თებერვალს პეკინში ზამთრის ოლიმპიადა გაიხსნა. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის თავმჯდომარე სი ძინპინის მიწვევით პეკინში რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ჩავიდა. მსოფლიომ იცის, რომ ეს ვიზიტი გაცილებით მეტს ნიშნავდა, ვიდრე ოლიმპიადის გახსნის ცერემონიაზე დასწრებაა. 2022 წლის 4 თებერვალს პეკინში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკისა და რუსეთის ლიდერების შეხვედრაზე ახალ მსოფლიო წესრიგს დაედო სათავე. საბჭოთა კავშირის დაშლისა და აშშის მიერ მსოფლიო წესრიგის მიზანმიმართული რღვევის შედეგად საერთაშორისო არენაზე გამეფებულ ქაოსსა და განუკითხაობას მსოფლიო ან უფსკრულში უნდა გადაეჩეხა, ან ახალი მსოფლიო წესრიგისთვის მიეცა ბიძგი. პეკინში ორ ზესახელმწიფოს _ ჩინეთსა და რუსეთს შორის გაფორმებულმა ხელშეკრულებამ ფრთა შეაკვეცა მესამე ზესახელმწიფოსაშშის ყოვლად უპასუხისმგებლო პარპაშს მსოფლიოში და მის აღვირახსნილ ლტოლვას ერთპიროვნული ჰეგემონიისკენ წერტილი დაუსვა.

რუსეთის ფედერაციისა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ერთობლივი განცხადება შემდეგი სიტყვებით იწყება: დღეს მსოფლიო განიცდის მასშტაბურ ცვლილებებს. კაცობრიობამ შეაბიჯა განვითარებისა და გარდაქმნების ახალ ეპოქაში. ვითარდება მრავალპოლუსიანობის, ეკონომიკური გლობალიზაციის, საზოგადოების ინფორმიზაციის, კულტურული მრავალფეროვნების, გლობალური მართვისა და მსოფლიო წესრიგის სისტემების ტრანსფორმაციის პროცესები. ძლიერდება სახელმწიფოთა ურთიერთკავშირები და ურთიერთდამოკიდებულებები. ჩნდება მსოფლიო ძალთა ბალანსის გადანაწილების ტენდენციები. იზრდება მოთხოვნილება მსოფლიო თანამეგობრობის ლიდერობაზე მშვიდობიან და თანმიმდევრულ განვითარებაში”.

არც ისე ძნელია, რომ ამ სიტყვებში აშშ-ისთვის პირდაპირ სახეში მიხლილი სხვა შინაარსი ამოიკითხო ქართული კინოკლასიკიდან: რაც გინახავს, ვეღარ ნახავ!”

ერთობლივ განცხადებაში განსაკუთრებულ ყურადღებას “ამერიკულ დემოკრატიაზე” ნათქვამი იქცევს, რომელიც თავიდან ბოლომდე შიფრავს მის არსს, მის ფსევდომეცნიერულობასა და ფარისევლურ ხასიათს: მხარეები ერთნი არიან იმის გაგებაში, რომ დემოკრატია ცალკეული სახელმწიფოების პრივილეგია კი არ არის, საერთო საკაცობრიო ღირებულებაა”. ეს იმას ნიშნავს, რომ ამიერიდან აშშ-ს არავინ ჩათვლის მსოფლიოში დემოკრატიის გამავრცელებელ სახელმწიფოდ, ანუ დემოკრატიის დამკვიდრების საბაბით დედამიწის ამა თუ იმ გეოგრაფიულ წერტილში იგი ვერ გააჩაღებს უსასტიკეს ომებს და ლინჩის წესით ვერ გაასამართლებს კანონიერ პრეზიდენტებს, როგორც აქამდე აკეთებდა. დემოკრატია არ შენდება ტრაფარეტებით, _ ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში, _ დემოკრატია შენდება კონკრეტული სახელმწიფოს საზოგადოებრივპოლიტიკური მოწყობის, ისტორიის, ტრადიციებისა და კულტურული თავისებურებების გათვალისწინებით. ხალხი უფლებამოსილია, აირჩიოს დემოკრატიის რეალიზების ისეთი ფორმები, რომლებიც შეესაბამება მოცემული სახელმწიფოს სპეციფიკას. ამა თუ იმ სახელმწიფოს დემოკრატიულობაზე მსჯელობის უფლება აქვს მხოლოდ ამ სახელმწიფოში მცხოვრებ ხალხს. ცალკეულ სახელმწიფოთა მცდელობა _ სხვა სახელმწიფოებს თავზე მოახვიონ თავიანთიდემოკრატიული სტანდარტები”, მათ შორის ვიწროფორმატიანი ბლოკებისა და სიტუაციური ალიანსების ჩამოყალიბების გზით, სხვა არაფერია თუ არა ხელყოფა დემოკრატიისა, მისი ნამდვილი შინაარსისა და ჭეშმარიტი ღირებულებისა. მსგავსი მცდელობები ჰეგემონის როლში გამოსვლისა შეიცავს სერიოზულ საფრთხეს რეგიონული და გლობალური მშვიდობისა და სტაბილურობისთვის და საფუძვლებს ურყევს მსოფლიო წესრიგს”.

ერთი სიტყვით, განცხადებაში ყველაფერი ისეა ნათქვამი, როგორც სინამდვილეშია. გაშიფრულია ამერიკული ცხოვრების წესი და გაკეთებულია ერთმნიშვნელოვანი დასკვნა, რომ “დემოკრატიით” მანიპულირების უფლება აღარ მიეცემა იმ სახელმწიფოს (სახელმწიფოთა ჯგუფს), რომელიც საუკუნეა, ამგვარი პოლიტიკურ-იდეოლოგიური ჟონგლიორობითაა დაკავებული და ამ სათაკილო საქმიანობისგან დივიდენდებს იღებს. ამერიკელებმა დემოკრატიის ცნებას მისი ნამდვილი შინაარსი გამოაცალეს და მისგან ამერიკანიზაციის სინონიმი შექმნეს. ისინი დემოკრატიულ სახელმწიფოდ მხოლოდ იმ ქვეყანას აღიარებენ, რომელიც ხელს აწერს ამერიკის კოლონიად ქცევას. ამის საუკეთესო მაგალითებია საქართველო და უკრაინა. სააკაშვილის სადისტურ რეჟიმს, რომელმაც “თავი გამოიჩინა” პატიმრების წამებითა და გაუპატიურებით, პრეზიდენტმა ბუშმა (უმცროსი) “დემოკრატიის შუქურა” უწოდა, ხოლო უკრაინის ფაშისტურ რეჟიმს, რომელიც ამერიკელებმა ხელისუფლებაში მოიყვანეს ე.წ. ფერადი რევოლუციის გზით, დღემდე აიარაღებენ, აფინანსებენ და რუსეთისთვის ფართომასშტაბიანი პროვოკაციის მოსაწყობად ამზადებენ. ასეთია ამერიკული დემოკრატიის ბუნება, რომელიც რუსეთისა და ჩინეთის ერთობლივ განცხადებაში თავიდან ბოლომდე გაშიფრულია.

გარდა ამისა, ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია რუსეთისა და ჩინეთის იმ გლობალურ პროექტებზე, რომელთა რეალიზება საგრძნობლად შეამცირებს მსოფლიოზე აშშის ეკონომიკურ გავლენებს. “მხარეებს განზრახული აქვთევრაზიული ეკონომიკური კავშირისადა ჩინური ეკონომიკური ინიციატივის _ “ერთი სარტყელი _ ერთი გზასაქმიანობის დაახლოება იმ მიზნით, რომ მოხდეს გაღრმავება ჩინეთსა დაევრაზიულ ეკონომიკურ კავშირსშორის, რაც ასწევს აზიაწყნარი ოკეანისა და ევრაზიის რეგიონებს შორის თანამშრომლობის დონეს”.

საქმე არც ამით მთავრდება. პირიქით _ ყველაზე საინტერესო, რაც ამ დოკუმენტშია ნათქვამი, ახლა იწყება: მხარეები ღრმად არიან შეშფოთებულნი სერიოზული გამოწვევებით საერთაშორისო უსაფრთხოების სფეროში და ამოდიან იქიდან, რომ ყველა ქვეყნის ხალხთა ბედი ურთიერთდაკავშირებულია. არც ერთ სახელმწიფოს არც შეუძლია და არც უნდა სცადოს, ააგოს საკუთარი უსაფრთხოება მსოფლიო უსაფრთხოებისგან მოწყვეტით და დანარჩენ სახელმწიფოთა უსაფრთხოების ხარჯზე”. დოკუმენტში ხაზგასმითაა ნათქვამი: ჩინეთის მხარე გაგებით ეკიდება და მხარს უჭერს რუსეთის მიერ წამოჭრილ წინადადებას ხანგრძლივ პერსპექტივაში იურიდიულად დამავალდებულებელი გარანტიის შესახებ ევროპაში უსაფრთხოების გარანტიებზე. მხარეები გამოთქვამენ შეშფოთებას აშშის მიერ რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემების ელემენტების მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონებში განთავსების გამო”. განა ეს ჩინეთის მხრიდან რუსეთისთვის ერთმნიშვნელოვანი მხარდაჭერა არ არის იმ საკითხებში, რომლებიც დაკავშირებულია ნატოს აღმოსავლეთით გაფართოების შეჩერებასთან, უკრაინისა და საქართველოს ნატოს შემადგენლობაში შესვლაზე უარის თქმასა და დასავლეთის უგუნური და აგრესიული პოლიტიკისთვის აღვირის ამოდებასთან?! ერთი სახელმწიფოს მიერ მეორე სახელმწიფოსთვის მხარის დაჭერისა და თანადგომის უფრო მკვეთრი და ნათელი მაგალითი არც ისე ბევრია მსოფლიოს ისტორიაში.

მხარდაჭერა მეორე მხრიდანაც მხარდაჭერას ითხოვს და იმსახურებს. ჩინეთის წინაშე რუსეთი ვალში არ დარჩენილა. დოკუმენტში ჩაწერილია: რუსეთი მხარს უჭერსერთი ჩინეთისპრინციპს, ადასტურებს, რომ ტაივანი არის ჩინეთის განუყოფელი ნაწილი და გამოდის ტაივანის დამოუკიდებლობის წინააღმდეგ, რა ფორმითაც უნდა იყოს იგი წარმოდგენილი. ეს უკვე რუსეთის მხრიდან არა მხოლოდ ჩინეთის ტერიტორიული მთლიანობის აღიარება და მისთვის მტკიცე მხარდაჭერის გამოცხადებაა, არამედ ჩინეთის მიმართ აშშ-ის ბოროტი ჩანაფიქრის წინააღმდეგ ღია გამოსვლის დემონსტრირებაც, რომელიც რუსეთს ჩინეთის მხრიდან სტრატეგიულ საკითხებში ასევე აშკარა მხარდაჭერის გარანტიას აძლევს.

ამერიკელთა ძირგამომთხრელი საქმიანობის წინააღმდეგ რუსეთისა და ჩინეთის ერთად დგომის გამოხატულებაა ერთობლივი განცხადების შემდეგი დებულებაც: რუსეთი და ჩინეთი გამოდიან მიმდებარე რეგიონებში უსაფრთხოებისა და სტაბილურობისთვის გარეშე ძალების ძირგამომთხრელი საქმიანობისა დაფერადი რევოლუციებისწინააღმდეგ. მხარეები გამოდიან ნატოს შემდგომი გაფართოების წინააღმდეგ და ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს მოუწოდებენ, უარი თქვასცივი ომისდროინდელი იდეოლოგიზირებული მიდგომებისგან, პატივი სცეს სხვა ქვეყნების სუვერენიტეტს, უსაფრთხოებასა და ინტერესებს”. გარდა ამისა: “მხარეები სერიოზულად არიან შეშფოთებულნი აშშის, დიდი ბრიტანეთისა და ავსტრალიის მიერ სამმხრივი პარტნიორობის (AUKUS) შექმნით, კერძოდ, მისი იმ ნაწილით, რომელიც ითვალისწინებს თანამშრომლობას ატომური წყალქვეშა ნავების სფეროში, რაც ეწინააღმდეგება გლობალური უსაფრთხოების საქმეს”.

ერთბლივ განცხადებაში რუსეთი და ჩინეთი საერთაშორისო ურთიერთობების ყველაზე მტკივნეულ საკითხებს ეხებიან და თითქმის ყოველთვის აშშ-ის წინააღმდეგ გამოდიან: მხარეები ხაზს უსვამენ, რომ აშშისა და მისი მოკავშირეების საშინაო და საგარეო სამხედრობიოლოგიური საქმიანობა სერიოზულ შეშფოთებას იწვევს. განსაკუთრებულ შეშფოთებას კი ბიოლოგიური და ქიმიური იარაღის წარმოებაშენახვის შესახებ 1972 წლის კონვენციის დაცვის საკითხი იწვევს. რუსეთი და ჩინეთი აშშისგან, რომელიც ერთადერთი ქვეყანაა, ვისაც არ დაუმთავრებია ქიმიური იარაღის განადგურების პროცესი, დაჟინებით მოითხოვენ, დააჩქაროს ქიმიური არსენალის ლიკვიდაცია”.

ამავე განცხადებაში სერიოზული ადგილი აქვს დათმობილი ინტერნეტის განვითარებას: მხარეები მხარს უჭერენ ინტერნეტის მართვის ინტერნაციონალიზაციას. მიუღებლად მიაჩნიათ ინტერნეტის ნაციონალური ქსელის რეგულირებასა და უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე მათი სუვერენული უფლებების შეზღუდვის ნებისმიერი მცდელობა”.

თითქმის არ დარჩენილა საერთაშორისო ცხოვრების ასპექტი, რომელზეც ორ ზესახელმწიფოს ყურადღება არ გაემახვილებინოს. ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია: “მხარეები მზად არიან, მტკიცედ დაიცვან მეორე მსოფლიო ომის შედეგებისა და მის შედეგად ჩამოყალიბებული მსოფლიო წესრიგის უცვლელობა, დაიცვან გაეროს ავტორიტეტი და სამართლიანობის პრინციპი საერთაშორისო ურთიერთობებში, წინ აღუდგნენ მეორე მსოფლიო ომის ისტორიის უარყოფის, დამახინჯებისა და გაყალბების მცდელობებს. იმისთვის, რომ არ დაუშვან მსოფლიო ომის ტრაგედიის განმეორება, მხარეები გამოდიან ფაშისტი აგრესორების, მილიტარისტი მტაცებლებისა და მათი დამქაშების მიერ ჩადენილი ბოროტმოქმედების გამო პასუხისმგებლობის ნიველირებისა და გამარჯვებული სახელმწიფოების ღირსების შებღალვის წინააღმდეგ”.

ყველაფერი ზუსტად არის ნათქვამი. აშშ-ისა და კოლექტიური დასავლეთის სპეკულანტი მეცნიერებისა და ნამუსგარეცხილი ჟურნალისტების მცდელობა მიმართულია ფაშიზმის დამარცხების წმინდათაწმინდა საქმეში საბჭოთა კავშირის როლის მიჩქმალვა-დაკნინებისა და აშშ-ინგლისის როლის გაზვიადებულად წარმოჩენისაკენ. ეს იმ დროს, როდესაც ცნობილია, რომ ეს ორი დასავლური სახელმწიფო საბჭოთა კავშირის მოკავშირეებად მხოლოდ მას შემდეგ მოგვევლინენ, როდესაც მეორე მსოფლიო ომის ბედი, პრაქტიკულად, გადაწყვეტილი, ანუ საბჭოთა კავშირის გამარჯვება გარდაუვალი იყო. იქამდე კი, სწორედ აშშ და დიდი ბრიტანეთი იყვნენ ის სახელმწიფოები, რომლებმაც უდიდესი როლი შეასრულეს ჰიტლერის აღზევებაში, შემდგომ კი მის შეიარაღებასა და დაფინანსებაში. დღეს კი ისინი ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ, ერთი მხრივ, საბჭოთა კავშირი და ევროპული ფაშიზმი, მეორე მხრივ, სტალინი და ჰიტლერი ერთნაირ ბოროტებად წარმოაჩინონ. ახალ, რევოლუციურ დოკუმენტში კი, როგორც იქნა, ვხედავთ, რომ მსოფლიოს ორი ზესახელმწიფო – რუსეთი და ჩინეთი ამ ისტორიული უსამართლობის წინააღმდეგ მხარდამხარ გამოდიან. აი, ამ ერთობასა და ერთად დგომას ეს ქვეყნები მსოფლიო ზესახელმწიფოებს შორის ახალი ტიპის ურთიერთობას უწოდებენ: მხარეები გამოდიან მსოფლიო დერჟავათა შორის ახალი ტიპის ურთიერთობათა ფორმირების მოწოდებით, რომელიც დაფუძნებული იქნება ურთიერთპატივისცემაზე, მშვიდობიან თანაარსებობასა და ურთიერთხელსაყრელ თანამშრომლობაზე. ადასტურებენ, რომ რუსეთსა და ჩინეთს შორის ახალი ტიპის სახელმწიფოებრივი ურთიერთობები აღემატებაცივი ომისდროინდელ სამხედროპოლიტიკურ კავშირებს. მეგობრობას ორ სახელმწიფოს შორის არ აქვს საზღვრები, თანამშრომლობაში არ არის აკრძალული ზონები, ორმხრივი სტრატეგიული ურთიერთმოქმედება არ არის მიმართული მესამე სახელმწიფოთა წინააღმდეგ და არ ექვემდებარება ცვალებადი საერთაშორისო გარემოს გავლენას. მხარეები გამოდიან საერთაშორისო ურთიერთობებში იმ მდგომარეობის დაბრუნების წინააღმდეგ, როდესაც ძლიერი სახელმწიფოების ერთმანეთის წინააღმდეგ ბრძოლაში სუსტები მათ ნადავლად იქცევიან”.

აქვე ჩაწერილია: მხარეები ისწრაფვიან ბრიჩსის (ორგანიზაცია, რომელშიც გაერთიანებულია 5 ქვეყანა _ ბრაზილია, რუსეთი, ინდოეთი, ჩინეთი და სამხრეთი აფრიკა _ ვ.კ.) ფორმატის შემდგომი გაძლიერებისთვის. აგრეთვე, თანამშრომლობის შანხაის ორგანიზაციის როლის შემდგომი ამაღლებისა და პოლიცენტრული მსოფლიო წესრიგის ჩამოყალიბებისკენ, რომელიც საყოველთაოდ აღიარებულ საერთაშორისო სამართლის ნორმებს დაეყრდნობა”.

ამ განცხადებაში არის უაღრესად მნიშვნელოვანი დეტალი: “მხარეებს განზრახული აქვთ, განავითარონ თანამშრომლობა ფორმატის ჩარჩოში “რუსეთი _ ინდოეთი _ ჩინეთი”. აგრეთვე, უსაფრთხოების საკითხებში განავითარონ ურთიერთობა აღმოსავლეთ აზიისა და რეგიონული ფორუმის _ ACEAN -ის (სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაცია, რომელშიც გაერთიანებულია 23 სახელმწიფო _ ვ.კ.) მოედნებზე”.

ვფიქრობ, რუსეთისა და ჩინეთის სტრატეგიული პარტნიორობის გრანდიოზული მონახაზი ამ დოკუმენტში ნათლად ჩანს.

გარდა ამისა, რუსეთსა და ჩინეთს შორს მიმავალი სტრატეგიული გეგმები აქვთ: “რუსეთი და ჩინეთი განაგრძობენ კოოპერაციას ისეთ საინტერესო თემებზე, როგორიცაა გრძელვადიანი კოსმოსური საქმიანობა და კოსმოსური სივრცის რესურსების ათვისება-გამოყენება”.

აქ ცოტა ამოვისუნთქოთ.

ამოსუნთქვა აუცილებელია პოლიტიკური და გეოპოლიტიკური პროცესების იმ მასშტაბის გასააზრებლად, რომლებიც 2022 წლის 4 თებერვალს პეკინში მოხდა. მსოფლიოს გეოპოლიტიკური ლანდშაფტი პრინციპულად და თვისობრივად შეიცვალა. ეს თარიღი (2022 წლის 4 თებერვალი) ისტორიულ ეპოქათა წყალგამყოფია. 2022 წლის 3 თებერვალს ვინმეს ჯერ კიდევ თუ ეგონა, რომ აშშ მსოფლიოს ერთპიროვნული ჰეგემონია, 2022 წლის 4 თებერვალს ყველამ (გარდა წალენჯიხის ნაციონალი მერისა) დაინახა, რომ მსოფლიოს გეოპოლიტიკურ რუკაზე რუსეთისა და ჩინეთის სტრატეგიული კავშირის სახით წამოიმართა არნახული გიგანტი, რომელიც მასშტაბით დიდად აღემატება დედამიწის ზურგზე აქამდე არსებულ იმპერიებს, კავშირებს, ალიანსებს. აღემატება ტერიტორიით, ხალხით, შეიარაღებით, ტექნოლოგიით. ამ გიგანტის წინაშე აშშ, მისი ყავლგასული იდეოლოგიით, ისე საცოდავად და საბრალოდ გამოიყურება, როგორც, ალბათ, გულივერის თვალში ის ლილიპუტები გამოიყურებოდნენ, რომლებიც პირველი შეხვედრისას მის სხეულზე აბობღებას ცდილობდნენ. შედარება სიზუსტით, შეიძლება, ვერ დაიკვეხნის, მაგრამ, 2022 წლის 4 თებერვლის მოვლენების შემდეგ აშშ რომ დაპატარავდა და დაკნინდა, ფაქტია. არა მხოლოდ მასშტაბით, გავლენითა და მდგომარეობით, არამედ, პირველ რიგში, ღირსებით დაკნინდა. ამ თვალსაზრისით გოლიათი არც არასოდეს ყოფილა, მაგრამ რუსეთისა და ჩინეთის ერთ გეოპოლიტიკურ პლატფორმაზე აღმოჩენის შემდეგ სულ დაკარგა თუ იქამდე ღირსების რამე ნასახი მოეპოვებოდა.

ჯერ “ბლუმბერგის” გამოხდომა და მის მიერ მოხდილი ბოდიში რად ღირს, (“ბოდიში შეცოდებაზე უარესიაო”, _ ქართული ანდაზა). ბლუმბერგმა ჯერ მყვირალა სათაური გააშანშალა, რომელიც გარკვეული დროით გამოკიდა საიტზე: “რუსეთი უკრაინაში შეიჭრა”, _ იუწყებოდა ეს სათაური. შემდეგ კი ბოდიში მოიხადა არასწორი ინფორმაციის გამო და ამას სარედაქციო შეცდომა უწოდა. ეს თუ შეცდომა იყო, თეთრი სახლის მიერ ჯენიფერ ფსაკის პირით გაცხადებული ეს ნონსენსი რითი აიხსნება: აშშ შეახსენებს ჩინეთს, რომ ევროპაში სიტუაციის დესტაბილიზაცია ზიანს მიაყენებს ჩინეთის ინტერესებს მთელ მსოფლიოში”. ვაჰ, აკი გაიძახოდნენ, ყველა სახელმწიფოს აქვს უფლება, თავისი უსაფრთხოების გარანტიები თვითონ ეძებოს და პარტნიორული კავშირიც იმასთან შეკრას, ვისთანაც საჭიროდ ჩათვლისო. ჩინეთმაც აიღო და სტრატეგიული კავშირი რუსეთთან შეკრა. ამის გამო უნდა დაზიანდეს მისი ინტერესები მთელ მსოფლიოში? აშშთან რომ შეეკრა კავშირი, ასეთ შემთხვევაში ხომ არ დაზიანდებოდა მისი ინტერესები?! ჟარგონით რომ ვთქვათ, ამერიკელები ძალიან აიჭრნენ. სახელმწიფო მოღვაწეები, პოლიტიკოსები და ჟურნალისტები ერთმანეთს ეჯიბრებიან უპასუხისმგებლო და უთავბოლო განცხადებების კეთებაში. ეს გარდაუვალი მარცხის ნიშანია. პუტინმა პეკინის ზამთრის თამაშებზე ისეთი ოქრო მოიპოვა, ჯერ არც ერთ ოლიმპიელს რომ არ მოუპოვებია. მსოფლიო ომში გამარჯვების ტოლფასია ეს ოქრო, ვინაიდან ეს შეიძლება ის ოქრო აღმოჩნდეს, რომელიც მსოფლიოს ახალ გლობალურ დაპირისპირებას აარიდებს, რადგან ძნელი წარმოსადგენია, რომ ჩრდილოეთ კორეის მისადგომებიდან უთავმოყვარეოდ გამობრუნებულმა, სირიაში სასტიკად დამარცხებულმა, ვენესუელასა და ბელარუსში ბოლომდე გაბითურებულმა და ოცწლიანი ომის შემდეგ ავღანეთიდან სამარცხვინოდ გამოპანღურებულმა ამერიკელებმა სამხედრო-სტრატეგიული პარტნიორობით შეკავშირებულ რუსეთსა და ჩინეთთან ერთდროულ ომზე იფიქრონ. მართალია, რუსეთისა და ჩინეთის ერთობლივი განცხადების შემდეგ ამერიკელებმა გერმანიასა და პოლონეთში ორი ათასი ჯარისკაცი გადმოსხეს, მაგრამ ეს შიშის გასაქარწყლებელ იმ წამოყვირებას ჰგავს, ღამის სიბნელეში მარტო დარჩენილ მგზავრს, მისდა უნებურად რომ აღმოხდება. მიუხედავად ამისა, ისიც უნდა ითქვას, რომ გლობალური ომის საშიშროება ბოლომდე მოხსნილი არ არის. ამ თვალსაზრისით ყველაზე საშიში წერტილი ყირიმია. დასავლეთიდან შემოზიდული იარაღით გაძეძგილი უკრაინის უპასუხისმგებლო ხელისუფლება დასავლეთმა შესაძლებელია ისევე აცდუნოს, როგორც 2008 წელს სააკაშვილი აცდუნა და ცხინვალისთვის საარტილერიო ცეცხლი გაახსნევინა. ყირიმზე თავდასხმა რუსეთზე თავდასხმაა, რომელსაც რუსეთის მყისიერი პასუხი მოჰყვება. ასეთ შემთხვევაში რას იზამს აშშ _ თავზეხელაღებულ ზელენსკისაც ისევე შეატოვებს ხელში რუსეთს, როგორც თავზეხელაღებული სააკაშვილი შეატოვა თუ, საქართველოში მიღებული მწარე გაკვეთილის გათვალისწინებით, ამჯერად უკან არ დაიხევს და რუსეთთან ფართომასშტაბიან ომზე წავა? ურთულესი შეკითხვაა, მით უფრო იმ ფონზე, რომ, როგორც The Wall Street Journal-ი იუწყება, აშშ-მა და ნატოს სახელმწიფოებმა უკრაინასთან საჰაერო ხიდი დაამყარეს კიევისთვის შეიარაღების მისაწოდებლად იმ შემთხვევაში, თუკი რუსეთი აგრესიას განახორციელებს. თუმცა, ამ ვითარებაშიც იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ პუტინის ოლიმპიურო ოქრო თავისას გააკეთებს და მსოფლიოს გლობალური კატასტროფისგან იხსნის.

P.S. მსოფლიო გეოპოლიტიკური სურათი ჩვენ თვალწინ შეიცვალა. სამწუხაროდ, ამ ცვლილებებს საქართველოში ჯერ არ ჩამოუღწევია. საქართველოს ხელისუფლება და ოპოზიცია ერთმანეთს ეჯიბრებიან უკრაინის ფაშისტური რეჟიმის მხარდამჭერი რეზოლუციის ტექსტის შედგენაში. წალენჯიხის ნაციონალი მერის ანტირუსული და პროუკრაინული სულისკვეთებაქართული ოცნებისსაპარლამენტო უმრავლესობამაც გაიზიარა და უკრაინის ხელისუფლების მხარდამჭერი რეზოლუციაც გამოაცხო, რაც ამ პოლიტიკური ძალების ერთიანობის შესახებ მოღაღადე ფაქტია. სამწუხაროდ, მხოლოდ ეს არ არის. საქართველოს მართავენ პოლიტიკოსები, რომლებიც საბჭოთა დისიდენტების დროინდელი შაბლონებით აზროვნებენ და ისევე სწამთ დასავლეთიდან მზის ამოსვლისა, როგორც ოდესღაც ჯერ კიდევ კომუნისტ ედუარდ შევარდნაძეს სწამდა ჩრდილოეთიდან ამოსული მზისა. პეკინის ისტორიულმა შეხვედრამ დაგვარწმუნა, რომ მედროვე პოლიტიკოსებისთვის მზე საიდანაც გინდა ამოდიოდეს, ჩასვლით აუცილებლად დასავლეთში ჩადის.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here