Home რუბრიკები პოლიტიკა პუტინის ეპოქა

პუტინის ეპოქა

პუტინის ეპოქა

პიროვნების როლის, გნებავთ, ფაქტორის არსებობა მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე კაცობრიობის მრავალსაუკუნოვან ისტორიაში მრავალგზის დადასტურებული ფაქტია. რას ნიშნავს ისტორიულ პროცესებზე დიდი ადამიანების გავლენა? იმას, რომ მათ მოსვლამდე .. მსოფლიო წესრიგი, მსოფლიო პოლიტიკური რუკის კონტურები სხვა იყო, ხოლო მათი მოღვაწეობის პერიოდში ისე შეიცვალა, რომ ამ ცვლილებებმა ათეული, ზოგჯერ ასეული წლების გამოცდას გაუძლო.

ამიტომაც არის, რომ დიდი ადამიანების მმართველობის პერიოდებს შთამომავალნი მათი სახელობის ეპოქას უწოდებენ ხოლმე: ალექსანდრე მაკედონელის ეპოქა, იულიუს კეისრის, პეტრე პირველის, ნაპოლეონ ბონაპარტის, სტალინისა და .. შორს არ წავალ, მთავრის სათქმელად უახლესი წარსულისა და სავალალო დღევანდელობის მიმოხილვას ვიმყოფინებ.

მას შემდეგ, რაც კონსტანტინოპოლი თურქებმა აიღეს და დიდებული აია-სოფიას ტაძრიდან ქრისტიანული გალობა თურქ მუეძინთა ყივილმა შეცვალა, ხატოვნად თუ ვიტყვით, მსოფლიო მართლმადიდებელი ქრისტიანული რელიგია უპატრონოდ დარჩა. ეს ფუნქცია _ მართლმადიდებლობის დაცვა თავის თავზე რუსეთის სახელმწიფომ აიღო ცნობილი დევიზით _ რუსეთი მესამე რომი, მეოთხე არ იქნება! და სწორედ აქედან დაიწყო რუსეთის წინააღმდეგ კათოლიკური დასავლეთ ევროპის ფარული თუ აშკარა შეთქმულება. იმ დასავლეთ ევროპის, რომლის მოღალატური უმოქმედობის გამო აიღეს კონსტანტინოპოლი ანუ ბიზანტიის იმპერია. რომის კათოლიკური იმპერიის მიზანი მართლმადიდებელი სარწმუნოების მოსპობა იყო მართლმადიდებელი ეკლესიის ვატიკანთან შეერთების გზით და, რომ არა რუსეთის საერო და საეკლესიო ხელისუფლებების მიერ გამოცხადებული პრეტენზია მესამე რომის შესახებ, დღეს მსოფლიო (მუსლიმანთა გარდა) გალიბერასტებული იქნებოდა, ხოლო ვატიკანი _ ასეთი მსოფლოს მექა.

რუსეთი რომ ვერ “მოარჯულეს”, ეს იყო თავიდათავი მიზეზი მის წინააღმდეგ ე.წ. “რეჩ პოსპოლიტას” (პოლონეთის მეფისა და ლიტვის დიდი სათავადოს კათოლიკური იმპერია, რომლის შემადგენლობაში რუსეთის ნაწილიც შედიოდა) მიერ წარმოებული ომებისა და, თქვენ წარმოიდგინეთ, რუსეთ-თურქეთს შორის ომებისაც. მუსლიმანური თურქეთის სასარგებლოდ იღვწოდა, მართალია, არა მართლმადიდებელი, მაგრამ მაინც ასე თუ ისე ქრისტიანული ინგლისის დიპლომატია თუ ფინანსები _ მას შემდეგ და ვიდრე დღემდე ინგლისი და შემდგომ უკვე გაერთიანებული სამეფოს სახელით ცნობილი დიდი ბრიტანეთი რუსეთის დაუძინებელი მტერია.

რუსეთისთვის უმძიმესი მე-17 საუკუნის ბოლოს, ქვეყანას მხსნელად მოევლინა 16 წლის პეტრე I. უკანასკნელი მეფე რუსეთისა, რადგან მან სამეფო იმპერიად აქცია და მას შემდეგ რუსეთის მეფენი იმპერატორებად მოიხსენიება.

აქ არ დავიწყებ რუსეთის მხსნელი იმპერატორის საქმეების დაწვრილებით ჩამოთვლას, რისთვისაც ხალხმა მას პეტრე დიდი შეარქვა. ვიტყვი მხოლოდ იმას, რომ მან ააშენა შემდგომში რუსეთის იმპერიის დედაქალაქი პეტერბურგი. არც იმას გავუსვამთ ხაზს, რომ შვედეთთან მრავალწლიან ომში გამარჯვებით ერთხელ და სამუდამოდ მოუსპო რუსეთს ჩრდილოეთიდან პოტენციური საფრთხეები. თამამად შეგვიძლია თქმა იმისა, რომ პეტრე დიდმა შექმნა ეპოქა, რომელიც შეცვალა არანაკლებ დიდი იმპერატორის, ეკატერინე II-ის ეპოქამ _ თურქეთთან, ავსტრია-პრუსიასთან მრავალი წარმატებული ომის შედეგად მსოფლიოს პოლიტიკური რუკიდან გაქრა პოლონეთი. მისი ტერიტორიები 1795 წელს გაიყვეს რუსეთმა, ავსტრიამ და პრუსიამ. პოლონეთი, საიდანაც რუსეთის ყველა მტერი შემოდიოდა და რომ არა ნაპოლეონ ბონაპარტეს მექალთანეობა (პოლონელი გრაფინიათი მოხიბლულმა პოლონეთის სამეფო აღადგინა. ფორმალურად, მაგრამ მაინც) დღეს პოლონეთის სახით დაუძინებელი მტერი არ ეყოლებოდა.

რუსეთს, მისდა სამწუხაროდ, XIX საუკუნის განმავლობაში არ ჰყოლია ისეთი იმპერატორი, რომელიც საკუთარ ეპოქას შექმნიდა და ამიტომ რომანოვების მართლმადიდებელი მონარქია დაემხო. სხვათა შორის, ამ დამხობაში თავისი წვლილი რუსეთის მარადიულმა მტერმა ინგლისმაც შეიტანა _ რევოლუციის წინა დღეებში ინგლისის ელჩმა კერენსკის 2 მილიონი გირვანქა გადასცა. მაგრამ ეგეც იქით იყოს, რუსეთის ყოფილი იმპერია უცხოელთათვის ძარცვა-რბევის უსაზღვრო არეალად იქცა და, რომ არა ბოლშევიკური გადატრიალება, დასავლეთის საუკუნო ოცნება ასრულდებოდა და რუსეთი რამდენიმე ნაწილად დაიშლებოდა, მაგრამ ამ კრიტიკულ ჟამს რუსეთს სასწაულებრივად გამოუჩნდა მხსნელი _ ქართველი იოსებ ჯუღაშვილი. ამ ყველა დროის უდიდესმა პოლიტიკოსმა და მხედართმთავარმა უმადური მსოფლიო იხსნა კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე ბოროტი ძალის გერმანული ფაშიზმისგან. უმადური იმიტომ, რომ ჩვენს თვალწინ მიმდინარეობს ისტორიის გადაწერა და ცდილობენ მსოფლიო დაარწმუნონ, რომ მეორე მსოფლიო ომი ამერიკელებმა და ინგლისელებმა მოიგეს, ხოლო სსრკ იქსადღაცომობანას თამაშობდა. უმადურ დასავლეთს რას ვთხოვთ, როდესაც სსრკ მემკვიდრე რუსეთი ფაშიზმზე გამარჯვების საიუბილეო თუუბრალოთარიღებს დიდი ზარზეიმით კი აღნიშნავს, მაგრამ ადგილობრივი თუ დასავლელი ლიბერასტების შიშით აღლუმზე გამარჯვების მთავარსარდალის სურათის ჩატარება ვერ გაუბედავთ წითელ მოედანზე. იოსებ სტალინმა თავისი ეპოქა მაინც შექმნა. უბრალო ხალხის სიყვარულსა და მადლიერებას თავი რომ დავანებოთ, რისი დასტურიც ყოველ 9 მაისს უამრავი ყვავილით შემკობილი დიდი ბელადის საფლავია. მსოფლიო აგერ უკვე 70 წელზე მეტია, რაც ისტორიულ იალტის კონფერენციაზე, მეორე მსოფლიო ომში გამარჯვებული სამეულის _ ჩერჩილი, რუზველტი, სტალინი _ მიერ შემუშავებული წესებითა და საზღვრების პირობებში, დიდი ომების გარეშე, შედარებით მშვიდობიანად თანაარსებობდა. ჰოდა, სწორედ ამ შედარებითი ჰარმონიის (რომელსაც ორპოლუსიანი მსოფლიო ერქვა) აშშ-ის სასარგებლოდ დანგრევა დაისახეს მიზნად სსრკ-ს შინაურმა თუ გარეულმა, მტრებმა: ჯერ სიმინდის ანეკდოტამდე (თუ ასე თქმა შეიძლება) დაიყვანა სტალინის მიერ შექმნილი ზესახელმწიფო ხეპრე ნიკიტა ხრუშჩოვმა, შემდეგ დადგა ლეონიდ ბრეჟნევის ე.წ. უძრაობის ხანა, როცა სტალინის ეპოქის უხვი დანატოვარით იკვებებოდა სსრკ-ს; საბჭოთა კავშირის ნგრევა კი წარმატებით დაასრულა დასავლეთის დაზვერვის აგენტმა მიხეილ გორბაჩოვმა ე.წ. პერესტროიკით… სსრკ-ს დანგრევის შემდეგ საქმე ისეთ აბსურდამდე მივიდა, რომ სსრკ-ს სამართალმემკვიდრე რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრმა კოზირევმა გაეროს ტრიბუნიდან განაცხადა, რუსეთს ნაციონალური ინტერესები არ აქვსო.

რუსეთს იმხანად ოდნავი ხელის კვრაღა უნდოდა და ეს უდიდესი კულტურისა და რესურსების მქონე ქვეყანა მარტივ მამრავლებად დაიშლებოდა, რომელსაც გაძარცვავდნენ დასავლური “დემოკრატიები”. მაგრამ სამოქალაქო ომის ქაოსით მოცულ რუსეთს მხსნელად მოევლინა ყველასათვის უცნობი ვლადიმერ პუტინი, ჯერ _ პრემიერად, შემდეგ _ პრეზიდენტად.

წარმოდგენა რომ შეგიქმნათ, როგორი რუსეთი ჩაიბარა პუტინმა, მისსავე სიტყვებს მოვიშველიებ (ციტირების გარეშე) _ რუსეთის მილიონიანი არმია ისე იყო დემორალიზებული, ბასაევის ბანდების ხელში ჩავარდნილ ჩეჩნეთში ვითარების ნორმალიზაციისთვის 50 ათასი ბრძოლისუნარიანი ჯარისკაცის მოძებნა გამიჭირდაო. პუტინმა ჩეჩნეთში სამოქალაქო ომის ხანძარი მალე ჩააქრო და შენების პროცესი დაიწყო _ შეხედეთ თანამედროვე გროზნოს…

მკითხველს მინდა, ერთი მნიშვნელოვანი რამ შევახსენო, რისთვისაც არც მაშინ მიუქცევიათ პოლიტოლოგებს ყურადღება და, მით უმეტეს, დღეს ვიღას ემახსოვრება:

როდესაც აშშ-ის პრეზიდენტი ბუში თბილისში, მეიდანზე, ბაღდადურის ჰანგებზე, უკაცრავად და, “დუმას ათამაშებდა”, ზუსტად იმავე დღეს პრეზიდენტმა პუტინმა გიუმრის სამხედრო ბაზაზე (რომელიც სომხეთში, თბილისიდან, სულ რაღაც, 200 კილომეტრშია ბაზირებული) სამხედრო აღლუმი ჩაიბარა. ასეთი რაღაცები შემთხვევით არ ემთხვევა ერთმანეთს… ამ აქციას 2 ადრესატი ჰყავდა: პირველი _ ბუში, რომელსაც უთხრა: მართალია, მეიდანზე ბუქნაობ, მაგრამ არ დაგავიწყდეს, თბილისი მოსკოვის გავლენის სფეროაო და მეორე _ თბილისი გააფრთხილა,_ აშშ შორს არის, მე კი ახლოს ვარ და ამერიკელებს ჩემს ბოსტანში არ გავაჯეჯილებო.

თბილისმა ნათქვამი ვერ გაიგო და შედეგიც მივიღეთ _ რუსეთ-საქართველოს ომი 2008 წლის აგვისტოში და აშშ-ს სიშორის დასტურიც, როდესაც პამპერსები გამოგვიგზავნეს სტრატეგიულ “მეგობრებს”.

პუტინის ეპოქის ნიშნად მიმაჩნია 2007 წლის 10 თებერვალს მიუნხენში გამოსვლა, როდესაც მან პრინციპულად განაცხადა _ კოზირევს, საერთოდ, არ ვიცნობ, რუსეთს ნაციონალური ინტერესებიც აქვს და ამიერიდან რუსეთის გარეშე მსოფლიოში ვერც ერთი მნიშვნელოვანი საკითხი ვეღარ გადაწყდებაო.

ამის შემდეგ რუსეთში ახალი სამხედრო ტექნიკის ტელედემონსტრაცია მოაწყვეს. ამან ლიბერასტთა დამცინავი ღიმილი გამოიწვია _ ეგ ყველაფერი პროპაგანდისტული მულტიპლიკაცია იყოო, მაგრამ, როდესაც ამ “პროპაგანდამ” კასპიის ზღვიდან “კალიბრის” რაკეტებით ზუსტად დაარტყა სირიაში ტერორისტთა სამხედრო ბაზას, “პროპაგანდისტულ მულტიპლიკაციაზე” საუბარი შეწყდა.

პუტინის ეპოქის დასაწყისის ათვლა იქიდან უნდა დავიწყოთ, როდესაც გაეროს ტრიბუნიდან ამერიკელების გასაგონად განაცხადა _ ახლა მაინც თუ გესმით, რა ჩაიდინეთ?” და ისე “გაიჯახუნა კარი”, პასუხს არ დალოდებია, მერე საკუთარ თვითმფრინავს მიაშურა და მეორე დღეს, 2014 წლის 30 სექტემბერს, რუსეთის სამხედრო-კოსმოსურმა ძალებმა სირიაში ტერორისტების დაბომბვა დაიწყეს. იმ სირიაში, რომლის პრეზიდენტის სასახლემდე ტერორისტებს, სულ რაღაც, 8 კილომეტრი აშორებდათ. დღეს კი, რუსეთის წყალობით, სირიის პრეზიდენტი ბაშარ ასადი ქვეყნის ტერიტორიების 90% აკონტროლებს.

პუტინის ეპოქაზე მოწმობს რუსეთის კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილებებიც, რომლებმაც თავზარი დასცა მსოფლიო ნეოლიბერალებს _ კონსტიტუციაში ჩაიწერა, რომ რუსეთის კანონები უპირატესია, ვიდრე ე.წ. საერთაშორისო კანონები; კონსტიტუციური ნორმაა, რომ რუსეთი იცავს ისტორიულ სიმართლეს და ინახავს ხსოვნას წინაპრებისა, რომლებმაც გადასცეს იდეალები და რწმენა ღმერთისა. ამასთანავე რუსეთის ახალ კონსტიტუციაში შავით თეთრზეა ჩაწერილი, რომ ქორწინება მხოლოდ ქალსა და მამაკაცს შორის კავშირია…

ამ ჩანაწერებმა, რომ იტყვიან, გააცოფა ნეოლიბერალები, რომლებსაც ცოტა ხნის წინათ ეგონათ, რომ გამარჯვება ჯიბეში ედოთ. მაგრამ მათ ერთი რამ გამორჩათ მხედველობიდან _ პუტინის ეპოქა დაიწყო, რაც იმას ნიშნავს, რომ, სულ ცოტა დედამიწის 1/7-ზე ლგბტ-თა გარყვნილება ვერ იჯეჯილებს. ხოლო, თუ ქართველები ჭკუით მოვიქცევით, პუტინის ეპოქის დასასრულს შეიძლება, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას მოვესწროთ.

დავით მხეიძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here