Home სხვადასხვა დაიჯესტი პუტინის ახალი იალტა გლობალური ელიტისთვის

პუტინის ახალი იალტა გლობალური ელიტისთვის

491
პუტინის ახალი იალტა გლობალური ელიტისთვის

რუსეთის პრეზიდენტის მიერ დაანონსებული ახალი “იალტა” _ დიალოგის დაწყებისკენ მოწოდება _ კარდინალურად განსხვავდება 1945 წლის იალტისგან იმით, რომ მოლაპარაკების მაგიდასთან საპირისპირო მხარეს არ არიან უფლებამოსილების მქონე პირები. ისტორიის ამ ეტაპზე არ არიან ფრანკლინ რუზველტი და უინსტონ ჩერჩილი. მათ ცვლის უსახო დასავლეთი, რომელსაც კულისებიდან მართავს მსოფლიო ელიტა.

დავოსის ფორუმზე ვლადიმერ პუტინმა მსოფლიოს ლიდერებს კიდევ ერთხელ შესთავაზა მშვიდობიანი მოლაპარაკებები, რათა ბოლო მოეღოს სახელმწიფოებს შორის კონფრონტაციას და შეთანხმდნენ ახალ მსოფლიო წესრიგზე. მაგრამ პარადოქსია, რომ დასავლელი ლიდერები, ბაიდენის ჩათვლით, უფლებამოსილნი არ არიან და არც უნარი აქვთ, ასეთი სერიოზული მოლაპარაკებები აწარმოონ რუსეთთან. უფლებამოსილების მქონე მხარეს კი _ მსოფლიო ელიტას _ თავისი შეგირდების შეცვლის სამართლებრივი საფუძველი არ აქვს.

რუსეთსა და დასავლეთს შორის კონფრონტაციამ შეიძლება მესამე მსოფლიო ომი გამოიწვიოს. მაგრამ, სახელდობრ, რუსული იარაღის ძალა და შესაძლებლობა, წუთებში გაანადგუროს ომის დაწყების გადაწყვეტილების მიმღები ცენტრები, მსოფლიოს თავიდან ააცილებს ზესახელმწიფოების შეტაკებით გამოწვეულ კატასტროფას. მიუხედავად ამისა, რუსეთის განადგურების მცდელობები კვლავ გრძელდება ოღონდ სხვა ველზე, სადაც მსოფლიო ფინანსური ელიტა მონოპოლისტურ მდგომარეობაშია.

მსოფლიოს რეალური მმართველები დასავლელ ლიდერებს რუსეთთან მოლაპარაკების უფლებას არ აძლევენ. მათ ნაბრძანები აქვთ, მოიფიქრონ მეტი საბაბი სანქციების დასაწესებლად. აქედან მომდინარეობს რუსეთისთვის წაყენებული უაზრო ბრალდებები, მაგრამ, როგორც ჩანს, ფანტაზია ამოეწურათ ან ყველგან “კრემლის აგენტები” მოქმედებენ. თუ პარალელს დიდ სამამულო ომთან გავავლებთ, ამ ეტაპზე რუსეთმა უკვე მოიგო სტალინგრადისა და კურსკის ბრძოლები, გაათავისუფლა ყირიმი და დააანონსა ახალი “იალტა”.

უკრაინის მოვლენებმა და აშშ-ისა და ევროკავშირის სანქციების წნეხმა რუსეთის წინააღმდეგ მკაფიოდ წარმოაჩინა დასავლეთის ფსევდოდემოკრატიული მთავრობების უუნარობა. ე.წ. დემოკრატიული არჩევნებით მოსული სახელმწიფო მეთაურები და მთავრობები მსოფლიო ელიტების მიერ რომ იმართებიან, ნათლად გამოჩნდა რუსეთთან სასტიკ დაპირისპირებაში. განსაკუთრებით _ აშშ-ის სატელიტ ქვეყნებში, რომლებშიც სახელმწიფოს მეთაურის პოსტზე დანიშვნის მთავარი პარამეტრი აშკარად გამოხატული რუსოფობიაა, დემოკრატიის ნიღბები კი საბოლოოდ ჩამოიხსნეს აშშ-ში წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას.

პუტინის ახალი იალტა გლობალური ელიტისთვის

ამიტომ ვლადიმერ პუტინმა დავოსის ფორუმზე გამოსვლისას გლობალურ ფინანსურ ელიტას მიმართა. ეს ფინანსური ელიტა, ე.წ. ფინინტერნი, თავს მსოფლიოს ბედ-იღბლის გამგებლად მიიჩნევს, მაგრამ ეს მოხდება იმ შემთხვევაში, თუ არ იქნება ვლადიმერ პუტინი. არც ტრამპს, არც ბაიდენს, არც ევროპის ლიდერებს, რომლებიც გლობალური ელიტის დანიშნულები არიან, არ შეუძლიათ თავიანთი ხალხის ნების გამოხატვა. დასავლეთის ყველა ლიდერი, ასე თუ ისე, დანიშნული აღმოჩნდა, თავისი ჭეშმარიტი პატრონების ნების შემსრულებელი. აი რას წერდა მთავრობის დამოუკიდებლობაზე 1913-1921 წლებში აშშ-ის პრეზიდენტი ვუდრო ვილსონი, რომლის მმართველობის პერიოდშიც კერძო პირებმა შექმნეს აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სისტემა და მიიღეს შესაბამისი კანონიც:

“ჩვენი საკრედიტო სისტემა კონცენტრირებულია კერძო პირების ხელში. ჩვენ კონტროლს დაქვემდებარებული და ყველაზე მორჩილი მთავრობა გავხდით მსოფლიოში _ უკვე აღარ არსებობს თავისუფალი აზრის მქონე მთავრობა, თუმცა არის მთავრობა, რომელიც გაბატონებული ადამიანების პატარა ჯგუფის თვალსაზრისს გამოხატავს”.

დავოსის კონფერენციაზე ვლადიმერ პუტინის მიერ დიპლომატიური ფორმით ჩამოყალიბებული საკითხები გამგებთათვის ნიშნავს არა მხოლოდ დიალოგის დაწყებისკენ მოწოდებას, არამედ გაფრთხილებაცაა კონტრზომების მიღების წინ. მიმდინარე წელს განსაკუთრებით უნდა ველოდოთ სიურპრიზებს აშშ-ის ციფრული გიგანტების მიმართ, რომლებიც ქვეყნის შიგნით ეწევიან საინფორმაციო ომს სახელმწიფოს წინააღმდეგ და ძირს უთხრიან მის საფუძვლებსა და ტრადიციულ ფასეულობებს.

თუმცა, ისინი, ვინც რეალურად მართავს მსოფლიო ეკონომიკას, ჯერჯერობით, სანამ დოლარის სისტემა დომინირებს ან არ ჩამოიშლება, ვერ დასხდებიან მოლაპარაკების მაგიდასთან, და რუსეთიც არ აპირებს დოლარის სისტემაში დარჩენას, რომელშიც აშშ-ის ეკონომიკა უზარმაზარ ფინანსურ ბუშტად იქცა.

აღსანიშნავია, რომ აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სისტემის ყოფილმა ხელმძღვანელმა ჯანეტ იელენმა, რომელსაც ჯო ბაიდენმა თავის ადმინისტრაციაში ფინანსთა მინისტრის პორტფელი შესთავაზა, ხელისუფლებას მოუწოდა ამერიკის ეკონომიკაში ფულის მასშტაბური ჩადებისკენ, მიუხედავად ბიუჯეტის დეფიციტისა და უზარმაზარი სახელმწიფო ვალისა, რომელიც სარეკორდო ნიშნულზეა.

“არც არჩეული პრეზიდენტი და არც მე არ გთავაზობთ დახმარების ამ პაკეტს ქვეყნის ვალის ტვირთის გაუთვალისწინებლად, მაგრამ ახლა, როცა საპროცენტო განაკვეთები ისტორიულად დაბალ დონეზეა, გონივრული იქნება, თუ ჩვენ დიდი ძალებით ვიმოქმედებთ”, _ განაცხადა იელენმა “გადარჩენის ამერიკული გეგმის” (AMERICAN RESCUE PLAN) კომენტარებისას. ეს გეგმა კი ამერიკის ეკონომიკის 1,9 ტრილიონი დოლარით დახმარებას ითვალისწინებს.

ახლა ყველა დარწმუნებული უნდა იყოს, რომ ბაიდენის პრეზიდენტობის პერიოდში “ფულის საბეჭდი ჩარხი” უფრო მძლავრად ამუშავდება და 24-საათიან რეჟიმში გადავა, სანამ არ ააფეთქებს მსოფლიო ფინანსურ სისტემას.

პუტინის მიერ დავოსის ფორუმზე მოყვანილი დასავლეთის სტატისტიკური მონაცემები მიუთითებს, რომ დასავლეთის ეკონომიკა, აშშ-ის მეთაურობით, უფსკრულისკენ მიექანება. მაგალითად, მსოფლიო ბანკის მონაცემებით, ბოლო ოცი წლის განმავლობაში ღარიბების (დღეში 5,5 დოლარზე ნაკლები შემოსავლის მქონეთა) რაოდენობამ აშშ-ში 1,5-ჯერ მოიმატა, რუსეთში კი ამავე პერიოდში ეს რაოდენობა 12-ჯერ შემცირდა.

დღეს რუსეთი შეიარაღების მიხედვით ათწლეულებით უსწრებს ნატოს და დასავლეთს ამჟამად არ აქვს ტექნოლოგიები და შესაძლებლობები, მოსკოვს შეიარაღების სფეროში დაეწიოს, რა თქმა უნდა, რუსეთის სამხედრო სიძლიერე მიუთითებს ამ ქვეყნის ეკონომიურ პოტენციალზეც. დღეს რუსული რუბლი, რესურსებისა და ოქროს გარდა, უზრუნველყოფილია უფრო მნიშვნელოვანი ინსტრუმენტით _ სამხედრო სიძლიერით.

მოსალოდნელია თუ არა გლობალური ელიტის საწინააღმდეგო ნაბიჯები? ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად გავიხსენოთ 1945 წლის იალტის კონფერენცია. როგორც ცნობილია, რუზველტი და ჩერჩილი იძულებულნი იყვნენ, მისხდომოდნენ მოლაპარაკებების მაგიდას სტალინთან, რათა თავიანთი გავლენის სფეროები განესაზღვრათ დასავლეთ ევროპასა და გერმანიის დიდ ნაწილში. და ამჯერად რა აიძულებს გლობალურ ელიტას რუსეთთან მოლაპარაკებების გამართვას? რა კოზირები აქვს დაპირისპირებულ მხარეებს?

ორივე მხარის უმრავლესობა დარწმუნებულია, რომ დასავლეთი არ მიუჯდება მოლაპარაკების მაგიდას, რათა რუსეთს რამე დაუთმოს. ერთი შეხედვით, გვეჩვენება, რომ ასეა. მაგრამ აშშ-ს, რომელიც მსოფლიო კონომიკას სათავისოდ იყენებს, უკავე 7 წელია, ალყაში ჰყავს რუსეთი, მისი აზრით, ჯოჯოხეთური სანქციებით, მაგრამ რა არის შედეგი?

დღეს ძალთა შეფარდება სრულიად განსხვავებულია. რუსეთი ძალიან გაძლიერდა როგორც სამხედრო, ისე ეკონომიკური თვალსაზრისით, დასავლეთი კი პირიქით, თუ მხედველობაში არ მივიღებთ უზომოდ გაბერილ ფინანსურ ბუშტს. და, თუ ეს დაპირისპირება კიდევ ერთ წელიწადს მაინც გაგრძელდება, დასავლეთი პუტინისგან ნემსის ჩხვლეტას მიიღებს ამ ფინანსურ ბუშტში.

iarex.ru-ზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა ნიკა კორინთელმა

P.S. სხვათა შორის, იალტის ცნობილი კონფერენცია, რომლის დღის წესრიგიც მსოფლიოში აქამდე მოქმედებდა, 1945 წლის 4-11 თებერვალს გაიმართა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here