Home რუბრიკები ისტორია პროხოროვკასთან გამართული ბრძოლა _ სამამულო ომის ეპოპეის ერთ-ერთი გადამწყვეტი ეტაპი

პროხოროვკასთან გამართული ბრძოლა _ სამამულო ომის ეპოპეის ერთ-ერთი გადამწყვეტი ეტაპი

2108
კურსკი

ასობით ტანკის გამაყრუებელი გრიალი, ლითონის ღრჭიალი, ათასობით ნაღმისა და ჭურვის აფეთქება…  1943 წლის 12 ივლისს მსოფლიო ისტორიაში უდიდესი სატანკო ბრძოლა გაიმართა კურსკის მისადგომებთან. პროხოროვკასთან გამართული ბრძოლა სამამულო ომის ეპოპეის ერთერთი გადამწყვეტი ეტაპია. საბჭოთა ჯარებმა ვერმახტს გადაუკეტეს კურსკის გზა _ ოპერაციაციტადელიჩაფლავდა.

აუღებელი ციხესიმაგრე

1943 წლის ზაფხულში გერმანულმა სარდლობამ გადაწყვიტა, მოეკვეთა ე.წ. კურსკის შვერილი, რომელიც ხარკოვის ოპერაციის შედეგად წარმოიქმნა. საბჭოთა ჯარები მოწინააღმდეგის თავდაცვის სიღრმეში 150 კილომეტრით შეიჭრნენ. ფრონტის სიგრძემ 550 კილომეტრი შეადგინა.

გერმანელებს სურდათ თავიანთ სასარგებლოდ შემოეტრიალებინათ შექმნილი მდგომარეობა: ალყაში მოექციათ და გაენადგურებინათ მოწინააღმდეგის აქ თავმოყრილი ძალები. ოპერაციაციტადელიითვალისწინებდა, ჩრდილოეთიდან და სამხრეთიდან ორი მძლავრი დარტყმით მარწუხებში მოექცია საბჭოთა დაჯგუფება და გაენადგურებინა იგი. გამარჯვების შემთხვევაში გერმანელები ხელთ იგდებდნენ სტრატეგიულ ინიციატივას და კვლავ შეუტევდნენ მოსკოვს.

ამ მიზნის მისაღწევად გერმანელებმა კურსკთან თავი მოუყარეს 50 დივიზიას, ანუ 900 ათასზე მეტ ადამიანს, თითქმის 3000 ტანკსა და მოერიშე საარტილერიო დანადგარს, ათი ათას ქვემეხსა და ნაღმსარტყორცნს. ამ ჯავშნოსან არმადას ჰაერიდან იცავდა 2000 თვითმფრინავი, მათ შორის ახალი ავიაგამანადგურებელი “ფოკე-ვულფ-190A”, მოიერიშე “ჰენშელ-190A” და “ჰენშელ-129”.

მაგრამ საბჭოთა დაზვერვამ წინასწარ დაადგინა, რომ გერმანიის არმია დიდი შეტევისთვის ემზადებოდა. საბჭოთა სარდლობამ გადაწყვიტა, დროებით გადასულიყო თავდაცვაზე, რათა თავდაცვით ბრძოლებში მაქსიმალურად დაესუსტებინა მოწინააღმდეგე და ამ გზით შეექმნა სტრატეგიული შეტევისთვის აუცილებელი პირობები. შეტევაზე გადმოსულ გერმანელებს წინ აღუდგნენ ცენტრალური (სარდალი _ არმიის გენერალი კონსტანტინ როკოსოვსკი), ვორონეჟის (სარდალი _ არმიის გენერალი ნიკოლაი ვატუტინი) და ველის (სტეპის) (სარდალი _ გენერალ-პოლკოვნიკი ივან კონევი) ფრონტების ჯარები. ეს თითქმის ორი მილიონი ადამიანია, 26,5 ათასი ქვემეხი და ნაღმსატყორცნი, ხუთ ათასამდე ტანკი და თვითმავალი საარტილერიო დანადგარი.

ოპერაციაციტადელი” 5 ივლისს დაიწყო. პირველსავე დღეებში ცენტრალური ფრონტის ჯარებმა შეასუსტეს და ქანცი გამოაცალეს დამრტყმელ დაჯგუფებას კურსკის შვერილის ჩრდილოეთით და შეაჩერეს მოწინააღმდეგის წინსვლა. ვორონეჟის ფრონტის ჯარებმა სერიოზულად დააზარალეს არმიის ჯგუფსამხრეთისმოწინავე დანაყოფები.

კურსკი

ჰიტლერელები შეეცადნენ, გაეგოთ, რამდენად შეუღწეველია საბჭოთა თავდაცვა და მთელი ფრონტით გადავიდნენ შეტევაზე. ხუთასმა ტანკმა, რომლებსაც ავიაცია ეხმარებოდა, გაარღვია დაცვის ხაზი და ქალაქ ობოიანის გავლით კურსკის მიმართულებით განაგრძო შეტევა. ამ მანევრის მიზანი ცენტრალური ფრონტის ზურგში მოქცევა და იქიდან დარტყმის განხორციელება იყო. საბჭოთა ჯარებმა ამ დღეს 300-მდე ტანკი გაანადგურეს და მოწინააღმდეგის შეტევა ჩავარდა.

უდიდესი დანაკარგის მიუხედავად, გერმანელები არ კარგავდნენ იმედს, რომ სუსტ ადგილას გაარღვევდნენ ვორონეჟის ფრონტს და შეუტევდნენ კურსკს. 9 ივლისის საღამოსთვის შეძლეს კიდეც, 35 კილომეტრით შეჭრილიყვნენ საბჭოთა საბრძოლო რიგებში.

ცეცხლი და ლითონი

რამდენიმე ტაქტიკური დამარცხების შემდეგ გერმანელებმა სცადეს, სამხრეთ-აღმოსავლეთიდან გაჭრილიყვნენ კურსისკენ პროხოროვკის მიმართულებით. აქ თავი მოუყარეს მეოთხე სატანკო არმიის _ CC-ის სატანკო კორპუსს და მესამე სატანკო კორპუსის ოპერატიულ ჯგუფ “კემპფს”. ეს ნაწილები გამოირჩეოდნენ პროფესიული მომზადებით და ბრძოლებში მიღებული გამოცდილებით. მაგალითად, CC-ის მეორე კორპუსი აერთიანებდა ელიტურ დივიზიებს “ლეიბშტანდარტ ადოლფ ჰიტლერს”, “რაიხს” და “მკვდარ თავს”.

უნდა აღინიშნოს, რომ იმ დროისთვის გერმანელების სატანკო ბრძოლის ტაქტიკა შეცვლილი იყო. ომის პირველ წლებში საბჭოთა ჯარების თავდაცვის გარღვევაში მთავარი როლი მსუბუქ და საშუალო ტანკებს ეკისრებოდა, რომლებიც სწრაფად გადალახავდნენ თავდაცვის ზღუდეებს და უზრუნველყოფდნენ ოპერაციის წარმატებას, მაგრამ 1943 წლის ზაფხულისთვის საბჭოთა არმიას უკვე ჰქონდა უფრო ძლიერი და მძიმე ტანკები, აგრეთვე, ახალი ტანკსაწინააღმდეგო საშუალებები. ამასთანავე, საბჭოთა ჯარებიც უკვე გამოიყენებდნენ ტანკების დიდ ჯგუფებს გერმანელების თავდაცვის ზღუდეების გასარღვევად.

“ციტადელის” ოპერაციის დროს გერმანელებმა თავდაცვის მთელი ფრონტის გასწვრივ განალაგეს არტილერიის დივიზიონები, რომლებიც ერთ მეთაურს ემორჩილებოდნენ. რაც შეტევისთვის ფლანგებიდან ცეცხლის გახსნის საშუალებას იძლეოდა. შეტევის “სოლის” სათავეში იგა მძიმე “ვეფხვები” და “პანტერები”, მათ თავდაცვის გარღვევა ევალებოდა; კვალში მიჰყვებოდა საშუალო ტანკები _ T-IV.

საბჭოთა მხრიდან პროხოროვკასთან თავდაცვის ხაზზე იმყოფებოდა 183-ე მსროლელთა დივიზია და მეორე სატანკო კორპუსი, მაგრამ 10-11 ივლისს მათ მძიმე დანაკარგი განიცადეს მტრის ავიაციის მასიური დაბომბვის შედეგად. ამ რაიონში სასწრაფოდ გადასროლილმა გვარდიულმა საჰაერო-სადესანტო დივიზიამ ვერ შეძლო მოწინააღმდეგის შეჩერება.

საბჭოთა სარდლობამ დაგეგმა მძლავრი კონტრდარტყმა პროხოროვკის მიმართულებით. ამოცანის შესრულება მიანდეს მეხუთე გვარდიულ სატანკო არმიას, რომელსაც მეთაურობდა გენერალ-ლეიტენანტი პავლე როტმისტროვი. გასაძლიერებლად გადასცეს რამდენიმე სატანკო ნაწილი, არტილერიისა და ნაღმსატყორცნების ქვედანაყოფები. სამწუხაროდ, ისინი სერიოზულად იყვნენ დასუსტებული კურსკის შვერილზე გამართული ბრძოლების შედეგად. საბოლოოდ ფრონტის ამ უბანზე თავი მოუყარეს 700-მდე ტანკს და თვითმავალ საარტილერიო დანადგარს საბჭოთა კავშირის მხრიდან და თითქმის 500 ტანკსა და ქვემეხს გერმანიის მხრიდან.

12 ივლისის დილას, საბჭოთა ჯარების შეტევის დაწყებამდე, ჰიტლერელების ზღუდეები საბჭოთა თვითმფრინავებმა “დაამუშავეს”. მეხუთე სატანკო არმიამ დივიზია “ადოლფ ჰიტლერის” პოზიციას შეუტია, მაგრამ საბჭოთა ტანკისტების განკარგულებაში ძირითადად 76-მილიმეტრიანი ქვემეხებით შეიარაღებული საშუალო თ-34 ტანკები იყო, რომლებიც ვერაფერს აკლებდა მძიმე გერმანული “ვეფხვების” ჯავშანს. საბჭოთა ტანკისტებმა ამას თავიანთი მანქანების სისწრაფე და მანევრულობა დაუპირისპირეს.

ბრძოლა 16 ივლისამდე გაგრძელდა.

გერმანელები იძულებულნი გახდნენ, ხელი აეღოთ კურსკზე. 3 აგვისტოს კი საბჭოთა ჯარები გადამწყვეტ შეტევაზე გადავიდნენ ბელგოროდ-ხარკოვის მიმართულებით.

კურსკის ბრძოლა სამამულო ომის ერთერთ გარდამტეხ მომენტად ითვლება. სწორედ ამ ბრძოლის შემდეგ შეიქმნა საბჭოთა არმიის საერთო სტრატეგიულ შეტევაზე გადასვლის პირობები. გერმანია და მისი მოკავშირეები მეორე მსოფლიო ომის ყველა თეატრზე თავდაცვაზე გადავიდნენ.

ფაშისტური ბლოკის რღვევა დაიწყო.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here