მე, საქართველოს ერთი რიგითი მოქალაქე, 92-ე წელში გადაბიჯებული ისტორიკოს–პოლიტოლოგი, პროტესტს გამოვხატავ, რატომ? ამაზე გულწრფელად მოგახსენებთ.
თქვენ, ქალბატონო კელი დეგნან, ქვეყანაში ელჩის დანიშნულების, მისი უფლება-მოვალეობების ყოველგვარ საზღვარს გადააბიჯეთ, თქვენ შეურაცხყოფთ ჩემი ქვეყნის სუვერენიტეტს, ფეხით თელავთ მას. თქვენ არაფრად მიგაჩნიათ ქართველი ხალხის ეროვნული ღირსება, მისი მეობა-იდენტურობა; თქვენ, ქალბატონო კელი დეგნან, დაჟინებით გვახვევთ თავს პედერასტ-ლესბოსელთა სიბილწეებს, გვაიძულებთ, მათ ჩავეხუტოთ; ეს არა და არ იქნება!
თქვენ, ქალბატონო კელი დეგნან, შეურაცხყავით ჩემი ქვეყნის პრემიერმინისტრი, ბატონი ირაკლი ღარიბაშვილი, რომელმაც ქართველ ხალხთან და ეკლესიასთან ერთად თბილისში, რუსთაველის პროსპექტზე, ჰომოსექსუალთა ბინძური მარში თავიდან აგვაცილა. ამით განრისხებულმა, განაცხადეთ: ღარიბაშვილმა ლიდერის თვისებები ვერ გამოავლინაო, ცილისწამებაა ეს, რასაც ვერ გაპატიებთ.
მე მარქსისტული სოციალისტური იდეალების თავგამოდებული მქადაგებელი ვარ, ბატონი ირაკლი ღარიბაშვილისაგან განსხვავებით, მაგრამ ამ კონკრეტულ შემთხვევაში _ მისი ერთგული დამცველი.
ქალბატონო კელი დეგნან, თქვენ ჩემი ქვეყნიდან გაყვანას უეჭველი იმსახურებთ; ეს რომ არ მოხდეს, გირჩევთ: დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ ზღვარგადასული უხეში ჩარევა საქართველოს საშინაო საქმეებში. ბოდიში მოუხადეთ ყველას, ვისაც ჯერ არს!
იმედია, გონებას მოუხმობთ და ჩემს შეგონებას ყურად იღებთ!
თქვენდამი კეთილი სურვილებით,
გივი გურეშიძე,
ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორი, პოლიტოლოგი ქუთაისიდან