ინტერნეტში გავრცელდა ბელარუსი ბლოგერის, ტელეგრამ-არხ Nexta-ს ყოფილი მთავარი რედაქტორის, რომან პროტასევიჩის, აღიარებითი ჩვენება, რომელშიც ამბობს, რომ მოუწოდებდა არასანქცირებული მასობრივი პროტესტისა და არეულობებისკენ ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ.
პროტასევიჩს, რომელიც 23 მაისს დააკავეს მინსკში Ryaniar-ის თვითმფრინავის იძულებით დაშვების შემდეგ, არეულობებისკენ მოწოდების გამო 15 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
როგორც ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ განაცხადა, პროტასევიჩი “ადამიანებს კლავდა მოძმე უკრაინაში”. ამასთანავე, უკრაინულ სამხედრო შენაერთ “აზოვის” დამფუძნებელმა ანდრეი ბილეცკიმ დაადასტურა, რომ ბელარუსის მოქალაქე პროტასევიჩი ბატალიონთან ერთად მართლაც იმყოფებოდა დონეცკის ოლქის სოფელ შიროკინოში. ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის მილიციის ოფიციალური წარმომადგენლის, ივანე ფილიპონენკოს, განცხადებით კი, რომან პროტასევიჩი ბატალიონ “აზოვის” სნაიპერი იყო და დონბასის მოსახლეობას ესროდა.
ria.ru–ზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა
ლუკა მაისურაძემ