Home ახალი ამბები პროკურორი: ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეში 25 მოზარდი ფიგურირებდა

პროკურორი: ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეში 25 მოზარდი ფიგურირებდა

1166

პროკურორ ზვიად ფხაკაძის განაცხადებით, პროკურატურა ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე სასამართლოს ახალ მტკიცებულებებს წარუდგენს.

მისი თქმით, სასამართლოზე წარადგენენ იმ ექსპერტიზის დასკვნებს, რომლებიც ბრალდების მხარემ წინასასამართლო სხდომის შემდეგ მოიპოვა. მისივე თქმით საქმეში 25 მოზარდი ფიგურირებდა.

“ბრალდების მხარე ისაუბრებს ბრალდებულთა მიერ, ბრალად შერაცხული ქმედების თაობაზე, თუ რა გარემოებებში, რა ვითარებაში მოხდა დანაშაულებრივი ქმედების ჩადენა. ბრალდების მხარე სასამართლო სხდომაზე ასევე წარადგენს დამატებით მტკიცებულებებს, რომლებიც მოპოვებული იქნა საქმეზე წინასასამართლო სხდომის გამართვის შემდეგ. ეს არის ექსპერტიზის დასკვნები, რომლებიც დამატებითი მტკიცებულებებია იმ ძირითად მტკიცებულებებთან ერთად რომელიც ბრალდების მხარემ წარადგინა წინასასამართლო სხდომაზე. მტკიცებულებათა ერთობლიობა იძლევა ალბათობის მაღალ შესაძლებლობას, რომ სასამართლო დავარწმუნოთ, რომ ბრალდებულების მიმართ ბრალად შერაცხული ქმედება მხოლოდ მათ მიერაა ჩადენილი“,- განაცხადა საქმის პროკურორმა.

ბრალდებულებს გამოძიების დაწყებიდან რამდენიმე დღეში, კერძოდ, 3 და 4 დეკემბერს წარედგინათ ბრალი.

თუმცა მოგვიანებით სრულყოფილი გამოძიების შემდეგ, მათ 27 დეკემბერს დაუზუსტდათ ბრალი. საქმეში ფიგურირებს ორი დანა, რომელიც გამოძიებამ ამოიღო. მათზე ჩატარდა სათანადო კვლევები და წარმოდგენილია სასამართლოში. ბრალდების მხარე სასამართლო განხილვებისას დაადასტურებს, რომ მკვლელობები ამ ორი დანითაა ჩადენილი. ხორავას ქუჩაზე 2017 წლის 1 დეკემბერს თბილისის ცენტრში, ვერაზე ორი არასრულწლოვანი დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. 2 დეკემბერს მეორე მოზარდიც გარდაიცვალა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ხორავას ქუჩაზე მომხდარი ინციდენტის გამო 2001 წელს დაბადებული პირი განზრახ მკვლელობის ბრალდებით 2 დეკემბერს დააკავეს. მანამდე, პროკურატურამ ამ დანაშაულისთვის ორი პირი პასუხისგებაში მისცა. 4 დეკემბერს კი, სასამართლომ მათ პატიმრობა შეუფარდა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here