Home ახალი ამბები მსოფლიო პროკურორებმა ჯო ბაიდენის ოჯახის წევრებს შეუტიეს

პროკურორებმა ჯო ბაიდენის ოჯახის წევრებს შეუტიეს

რაში ადანაშაულებენ ჰანტერ და ჯეიმს ბაიდენებს

959
ჯო ბაიდენი

ჯო ბაიდენი, რომლის გამარჯვებასაც დონალდ ტრამპი არ აღიარებს, მშვიდ ცხოვრებას არ უნდა ელოდოს. მისი შეშფოთების მიზეზია დაწყება რამდენიმე გამოძიებისა, რომლებიც აღიძრა მისი ძმის, ჯეიმსისა, და სკანდალებით განთქმული შვილის, ჰანტერის, წინააღმდეგ. ეს ორი ადამიანი მხოლოდ სატყუარაა უფრო მსხვილი თევზის, უფრო ზუსტადდიდი კაცისდასაჭერად, რომელზეც ლაპარაკობდა ჰანტერ ბაიდენი.

ჯო ბაიდენის ოჯახის წევრების თავზე ცა მოიქუფრა. თუ ჯერ კიდევ ცოტა ხნის წინათ მისი ვაჟის, ჰანტერის, წინააღმდეგ დაწყებულ გამოძიებას ბევრი პოლიტიკურ ბრძოლის ნაწილად აღიქვამდა, ახლა ჯო ბაიდენის ვაჟის საქმეების გამოძიებაში ფედერალური პროკურორები ჩაერივნენ. გამოძიების ინტერესთა სფეროში მოხვდა, აგრეთვე, ჯო ბაიდენის ღვიძლი ძმა ჯეიმსი, რომელიც ძმის თანამდებობრივ მდგომარეობას პირადი სარგებლის მისაღებად იყენებდა.

ჰანტერ ბაიდენი, რომელიც ცოტა ხნის წინათ ლეგალური ნარკოტიკის გამოყენებასა და მეძავებთან ორგიებში ამხილეს, ახლა გაცილებით სერიოზულ შარში გაეხვია. მის წინააღმდეგ რამდენიმე საქმეა აღძრული და მათ შორის არის სერიოზული ბრალდებები.

ჰანტერ ბაიდენმა 9 დეკემბერს განაცხადა, რომ მას გადასახადების გადაუხდელობის გამო დაუკავშირდნენ დელავერის შტატის პროკურორები. მშობლიური შტატის გარდა, ნიუიორკის ფასიანი ქაღალდების თაღლითობის წინააღმდეგ მებრძოლი განყოფილებაც გულდასმით ამოწმებს ჰანტერ ბაიდენის ფინანსებს. ეს არ არის საეჭვო ფინანსურ ოპერაციებში ჰანტერ ბაიდენისადმი წაყენებული ერთადერთი ბრალდება. განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს აშშის ყოფილი ვიცეპრეზიდენტის, ჯო ბაიდენის, შვილის საეჭვო მოღვაწეობა უცხოურ კორპორაციებში.

ბოლო წლებში ჰანტერ ბაიდენი მუშაობდა უკრაინის ენერგეტიკულ კომპანია Burisma-ს დირექტორთა საბჭოში, რომლის დირექტორიც კორუფციაშია ბრალდებული. ამას გარდა, უმცროსმა ბაიდენმა შეთანხმება გააფორმა ნავთობის ჩინელ მაგნატ ძინმინსა და მის თანამებრძოლ პატრიკ ჰოსთან. 2018 წელს ჰო ნიუ-იორკის სამხრეთ ოლქში გაასამართლეს უცხოეთში კორუფციის შესახებ კანონის დარღვევის გამო. ის აფრიკის სახელმწიფოებში _ ჩადსა და უგანდაში _ მაღალი თანამდებობის პირების მოსყიდვას შეეცადა. ამით ბრალდებები არ მთავრდება. ბაიდენის საეჭვო მოღვაწეობის კვალი აღმოჩენილია ბალტიისპირეთის ქვეყნებშიც. ამასთანავე, მან პირად საუბრებში რამდენჯერმე ახსენადიდი კაცი”, რომელსაც შეეძლო დახმარება სერიოზული პრობლემების მოგვარებაში. ესდიდი კაცი”, დიდი ალბათობით, არის აშშის პრეზიდენტობის კანდიდატი ჯო ბაიდენი.

ჰანტერ ბაიდენის საქმეების გამოძიების კვალდაკვალ პენსილვანიის დასავლეთის ოლქის ფედერალური ხელისუფლება იძიებს საავადმყოფოების ბიზნესის საქმეს, რომელშიც გარეულია ჯო ბაიდენის ძმა ჯეიმსი.

ჯეიმს ბაიდენი
ჯეიმს ბაიდენი

კომპანია American Health გაკოტრების პროცესშია და გამომძიებლებს აქვთ კითხვები ამ კომპანიის ხელმძღვანელობასთან. ამ მომენტისთვის პირადად ჯეიმს ბაიდენისთვის ბრალდება ჯერ არ წაუყენებიათ, მაგრამ სამართალდამცველები სწავლობენ პოტენციურ კავშირს კომპანიასა და ჯო ბაიდენს შორის. არის ეჭვი, რომ ჯეიმს ბაიდენი თავის პირად კავშირებს იყენებდა კომპანიის დასახმარებლად. ცნობილია, რომ კომპანიის დირექტორი შეხვდა ჯო ბაიდენს და ეს მოხდა 2017 წლის სექტემბერში, როცა ჯო ბაიდენი უკვე აღარ იყო აშშის ვიცეპრეზიდენტი. ჯო ბაიდენის ოჯახი და შტაბი ყველა ბრალდებას უარყოფს.

“არჩეული პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ძალიან ამაყობს თავისი ვაჟით, რომელმაც ცხოვრების რთული გზა გაიარა, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში”, _ ნათქვამია ბაიდენის შტაბის განცხადებაში.

“ჩემი შვილი, ჩემი ოჯახი, არასოდეს ჩაერთვება ისეთ ბიზნესში ან ღონისძიებებში, რომლებიც კონფლიქტურია და არ შეეფერება პრეზიდენტსა და მთავრობას”, _ ყველას ჰპირდებოდა ჯო ბაიდენი.

არ არსებობს იმის ნიშნები, რომ თვითონ ჯო ბაიდენის წინააღმდეგ აღძრულია რაიმე საქმე, მაგრამ, თუ გამოძიებები გაგრძელდება, ეს დემოკრატების პრეზიდენტს საქმეს გაურთულებს და მის რეიტინგს დასცემს.

ჰანტერ ბაიდენი
ჰანტერ ბაიდენი

ცხადია, რესპუბლიკელები ხელიდან არ გაუშვებენ ჯო ბაიდენზე შეტევის შესაძლებლობას მისი შვილისა და ძმის მიერ ჩადენილი ცოდვების გამო. სენატში რესპუბლიკელების ლიდერმა მიტჩ მაკონელმა უკვე განაცხადა, რომ აპირებს, სამართალდამცველებს გამოძიება დააწყებინოს უკრაინაში ბაიდენის ოჯახის წევრების მოღვაწეობის შესახებ.

აქცია ჰანტერ ბაიდენის წინააღმდეგ
აქცია ჰანტერ ბაიდენის წინააღმდეგ

რთული სათქმელია, რით დასრულდება ეს გამოძიებები, მაგრამ ჩანს, რომ უმცროსი ბაიდენის მდგომარეობა სახარბიელო ნამდვილად არ არის. თუ შეძლებს თავის დაძვრენას ბრალდებიდან, საქმეების განხილვა მაინც ნეგატიურად აისახება მისი ოჯახისა და პირადად ჯო ბაიდენის რეპუტაციაზე.

mk.ruზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა ნიკა კორინთელმა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here