Home სხვადასხვა დაიჯესტი “პროგრესული” და “თანამედროვე” კალიფორნია და “ჩამორჩენილი” და “კონსერვატიული” ტეხასი

“პროგრესული” და “თანამედროვე” კალიფორნია და “ჩამორჩენილი” და “კონსერვატიული” ტეხასი

“პროგრესული” და “თანამედროვე” კალიფორნია და “ჩამორჩენილი” და “კონსერვატიული” ტეხასი

კალიფორნიის გუბერნატორი თავის ძაღლთან ერთად ბუნებაში სეირნობს. უცებ საიდანღაც გამოვარდება კოიოტი და თავს დაესხმება ძაღლს, შემდეგ გუბერნატორსაც უკბენს. გუბერნატორს სურს, რაღაც მოიმოქმედოს, მაგრამ გაახსენდება ფილმიბემბიდა ხვდება, რომ უნდა გაჩერდეს, რადგან კოიოტის საქციელი ბუნებრივია.

გუბერნატორმა გამოიძახა ცხოველებზე ზედამხედველობის სამსახური. სამსახურმა დაიჭირა კოიოტი და შტატს 200 დოლარის ანგარიში წარუდგინა ცხოველის ჯანმრთელობის შემოწმების გამო _ ჰქონდა თუ არა მას რამე დაავადება, აგრეთვე, 500 დოლარის ანგარიში კოიოტის “გადასახლებისთვის”. შემდეგ გუბერნატორმა დაურეკა ვეტერინარს, მან წაიღო მკვდარი ძაღლი და შტატს წარუდგინა 200 დოლარის ანგარიში ცხოველის გამოკვლევისთვის, ჰქონდა თუ არა მას რამე დაავადება.

გუბერნატორი წავიდა საავადმყოფოში და გადაიხადა 3500 დოლარი გამოკვლევისთვის, ხომ არ გადაედო რამე ინფექცია კოიოტისგან, აგრეთვე, ჭრილობის გადახვევისთვის. ბილიკი, სადაც შემთხვევა მოხდა, დაიკეტა 6 თვით, სანამ მეთევზეობისა და ნადირობის კალიფორნიის დეპარტამენტი ჩაატარებს 100 ათასი დოლარის ღირებულების გამოკვლევას, რათა დარწმუნდეს, რომ ამ რაიონში აღარ ბინადრობენ საშიში ცხოველები.

გუბერნატორმა შტატის ფონდიდან დახარჯა 50 ათასი დოლარი “კოიოტების უკეთ გაცნობის პროგრამაზე”, საკანონმდებლო ორგანომ დახარჯა 2 მლნ დოლარი იმის შესასწავლად, უკეთესად როგორ უმკურნალონ ცოფს და როგორ ამოიძირკვოს ეს დაავადება მსოფლიოში. გუბერნატორის პირადი მცველი დაითხოვეს, რადგან ვერ აღკვეთა კოიოტის თავდასხა, შტატმა დახარჯა 150 ათასი დოლარი ახალი პირადი მცველის დაქირავებისა და იმისთვის, რომ მცველს შეასწავლონ კოიოტებთან ბრძოლა. ცხოველების მიმართ ეთიკური მოპყრობის ორგანიზაციამ (PETA) გააპროტესტა კოიოტის “გადასახლება”, სასამართლოში სარჩელი შეიტანა შტატის წინააღმდეგ და 5 მლნ დოლარი მოითხოვა.

ტეხასის გუბერნატორი ძაღლთან ერთად მანქანით სეირნობს ბუნებაში. გამოხტა კოიოტი და შეეცადა, ძაღლს თავს დასხმოდა. გუბერნატორმა შტატის მიერ გაცემული პისტოლეტიდან ესროლა ცხოველს და გზა განაგრძო. გუბერნატორმა 38-იანი კალიბრის ვაზნაზე 50 ცენტი დახარჯა. მკვდარ კოიოტს კი ყვავ-ყორნები ჭამენ.

აი, რატომ არის დაცემულ-დაკნინებული კალიფორნია, ტეხასი კი _ არა.

Saddleriverrange.comზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა

ნიკა კორინელმა

P.S. ჩვენი დღევანდელი ყოფა კალიფორნიაში შექმნილ ვითარებას ხომ არ გაგონებთ?

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here